აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 241: ხაზი 241:
1987 წლის '''4 თებერვალს''':
1987 წლის '''4 თებერვალს''':
*„აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 8 მარტს, გალის რაიონის №128 ოქუმის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად<ref>გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №25 (12391), 5 თებერვალი, 1987</ref>.
*„აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 8 მარტს, გალის რაიონის №128 ოქუმის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად<ref>გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №25 (12391), 5 თებერვალი, 1987</ref>.

'''2 მარტს''':
*„აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 5 აპრილს, გალის რაიონის №122 ლენინის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად<ref>გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №44 (12410), 4 მარტი, 1987</ref>.


===V სესია===
===V სესია===

18:14, 23 იანვარი 2022-ის ვერსია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი (უზენაესი) საბჭოაფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1985-1991 წლებში.

ისტორია

1985 წლის 24 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1985 წლის 25 მარტს ქალაქ სოხუმში. XI მოწვევის საბჭოს წევრებს მანდატი გაურძელდათ 1991 წლის ბოლომდე. აღნიშნულ პერიოდში სულ მოწვეული იყო უმაღლესი საბჭოს 11 სესია.

მმართველი რგოლი

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე — გიორგი ძიძარია (25 მარტი, 1985 — 1 მაისი, 1988), ლამარა კვიტატიანი (მ. შ.; 1 მაისი, 1988 — 22 დეკემბერი, 1988), კონსტანტინე ოზგანი (22 დეკემბერი, 1988 — 4 დეკემბერი, 1990), ვლადისლავ არძინბა (4 დეკემბერი, 1990 — 29 დეკემბერი, 1991);
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — ლამარა ვალიკოს ასული კვიტატიანი (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990), ვახტანგ ყოლბაია (4 დეკემბერი, 1990 — 1991);
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — ბორის ანდრიას ძე პასეჩნიკი (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990).

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე — ვალერიან ოსმანის ძე კობახია (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990);
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილე — კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ოზგანი (25 მარტი, 1985 — 22 დეკემბერი, 1988), სერგეი ბაგაფში (22 დეკემბერი, 1988 — 4 დეკემბერი, 1990);
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილე — შოთა უშანგის ძე შარანგია (25 მარტი, 1985 — 1987), ვახტანგ ყოლბაია (21 ნოემბერი, 1987 — 4 დეკემბერი, 1990);
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — იური ტარიელის ძე კვიწინია (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990);
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ბორის ვიქტორის ძე ადლეიბა, ანაიტ ვლადიმერის ასული ზადიკიანი, პავლე ლავრენტის ძე ქვაჩახია, ნინა პეტრეს ასული კუზნეცოვა, მუშნი თაეს ძე ლასურია, რევაზ გიორგის ძე სალუქვაძე, შოთა ელიზბარის ძე შარტავა, თინა აქვსენტის ასული შინკუბა და ერნა ნიკოლოზის ასული იუგანსონი (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990)[1].

სესიები

I სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1985 წლის 25 მარტს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

დეპუტატ გ. ნაჭყებიამ უხუცესთა საბჭოს სახელით შემოიტანა წინადადება, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია გაეხსნა ერთ-ერთ უხუცეს დეპუტატს მ. ავიძბას. წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. დეპუტატ მ. ავიძბას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სესია გახსნილად გამოცხადდა.

დეპუტატმა ა. მოსკალენკომ უხუცესტა საბჭოს სხელით შემოიტანა წინადადება, აერჩიათ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ დეპუტატი გ. ძიძარია, მოადგილეებად კი — დეპუტატები ლ. ვ. კვიტატიანი და ბ. ა. პასეჩნიკი. სესიამ ერთსულოვნად მიიღო შემოთავაზებული წინადადება.

სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევა;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ პარტიის XXVI ყრილობის, სკკპ ცენტრაური კომიტეტის მომდევნო პლენუმის მოთხოვნათა მიხედვით;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შექმნა;
  6. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა;
  7. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის შექმნა;
  8. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევა.

დეპუტატებმა დაამტკიცეს სესიის რეგლამენტი და წესი.

არჩეულ იქნა სამანდატო კომისია 7 კაცის ოდენობით:

  1. სამანდატო კომისიის თავჯდომარე — ლ. უჩანეიშვილი;
  2. სამანდატო კომისიის წევრები: ლ. ი. აბაშიძე, ი. ო. ანდრიაძე, რ. გ. ქეცბაია, ე. ე. კაპბა, ე. ვ. კრავჩენკო და ა. ა. შახუნოვი.

სიტყვით მოხსენებისთვის „აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ პარტიის XXVI ყრილობის, სკკპ ცენტრაური კომიტეტის მომდევნო პლენუმის მოთხოვნათა მიხედვით“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილეს, დეპუტატ შ. მ. შაკაია.

შემდეგ დაიწყო კამათი მოხსენების გამო. კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: მ. ჯოპუამ, ე. კრავჩენკომ, ე. კაპბამ და ვ. ზაბელიანმა, ასევე აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ნ. ჯალაღონიამ და გუდაუთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ ს. თარკილმა.

შესვენების შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებებათა შემოწმების შესახებ მიეცა სამანდატო კომისიის თავჯდომარეს ლ. უჩანეიშვილს.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დაადგინა, რომ ცნობილიყო ყველა 140 დეპუტატის რწმუნებანი, რომლებიც 1985 წლის 24 თებერვალს არჩეულ იქნენ ყველა საარჩევნო ოლქში. მიიღეს შესაბამისი დადგენილება.

უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ განაცხადა, რომ მის სახელზე შემოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის დეპუტატ ი. ჯ . უბილავას განცხადება უმაღლესი საბჭოს წინაშე რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებათა მოხსნის თაობაზე.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატის, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის, დეპუტატ ბ. ადლეიბას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება ამ განცხადების მიღების, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საქმიანობის მოწონების შესახებ და კვლავ დაინიშნა ი. უბილავა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარედ, რომელსაც დაევალა წარმოედგინა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაავალა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს წინანდელ შემადგენლობას გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა ახალი მთავრობის არჩევამდე.

კამათი გაგრძელდა. მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: თ. აბშილავამ, კ. სიჭინავამ, გ. მუსაილოვმა, ო. ყვავაძემ, ს. კვიწინიამ, გ. პრაცკომ და აბსოიუზის გამგეობის თავჯდომარის მოადგილემ ვ. კაგანოვსკიმ.

შემოვიდა წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ. განხილულ საკითხზე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება.

სესია გადავიდა დღის წესრიგის შემდეგი საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.

შემდეგ სესია გადავიდა დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევაზე.

საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის დავალებით დეპუტატმა ბ. ადლეიბამ შემოიტანა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ ვ. ო. კობახიას არჩევა, რომელიც სესიამ ერთხმად დაამტკიცა. ვ. კობახიამ სესიას დასამტკიცებლად შესთავაზა მისი ორი მოადგილის და მდივნის კანდიდატურა დასამტკიცებლად. სესიამ ერთხმად მიიღო წინადადება.

სესია გადავიდა დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევაზე. შემოიტანეს წინადადება კენჭი უყარონ მთლიანად ყოველი კომისიის შემადგენლობებს. დეპუტატებმა ერთსულოვნად აირჩიეს:

  1. საკანონმდებლო და სოციალური კანონიერების საკითხთა მუდმივ კომისიის თავჯდომარედ — ი. ვ. გავა;
  2. საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარედ — ა. მ. მოსკალენკო;
  3. მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავჯდომარედ — ო. გ. ზუხბაია;
  4. მშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის კომისიის თავჯდომარედ — ვ. ა. აშხაწავა;
  5. აგროსამრეწველო გაერთიანების მუდმივი კომისიის თავჯდომარედ — გ. უ. ბანდურიანი;
  6. ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სოციალური უზრუნველყოფის მუდმივი კომისიის თავჯდომარედ — ვ. ე. ალექსანდროვი;
  7. სახალხო განათლებისა და კულტურის მუდმივი კომისიის თავჯდომარედ — რ. მ. ბუთბა;
  8. სახალხო მოხმარების საქონლისა და მოსახლეობის მომსახურების მუდმივი კომისიის თავჯდომარედ — გ. ა. ქაჯაია;
  9. ქალთა შრომისა და ყოფაცხოვრების, დედობისა და ბავშვთა დაცვის მუდმივი კომისიის თავჯდომარედ — მ. ი. ნოდია;
  10. ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავჯდომარედ — ვ. ჯ. ავიძბა;
  11. ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მუდმივი კომისიის თავჯდომარედ — ს. მ. კვიწინია.

შემდეგ უმაღლესი საბჭო გადავიდა სესიის შემდეგი საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნაზე. ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ი. ჯ. უბილავა. მან მადლობა მოახსენა სესიას მისთვის გაწეული ნდობისათვის და სესიის განსახილველად შეიტანა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემადგენლობის შესახებ.

სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემდეგი შემადგენლობა:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე — იუზა ჯახოს ძე უბილავა;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე — ვიაჩესლავ მიხეილის ძე ცუგბა;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე — სმბათ აგასერის ძე სააკიანი;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — გიორგი სერაპიონის ძე ცობეხია;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — შოთა მამოს ძე შაკაია;
  6. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — იური სამსონის ძე ჭანბა;
  7. აფხაზეთის ასსრ-ის მოსახელობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი — ვლადიმერ ჯგონატოს ძე კვარჭელია;
  8. აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი — მიხეილ ალექსანდრეს ძე ჩულკოვი;
  9. აფხაზეთის ასსრ-ის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი — ალექსი შამილის ძე ხოკერბა;
  10. აფხაზეთის ასსრ-ის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი — ანატოლი ერასტის ძე აკშბა;
  11. აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრი — ალექსი ხუტას ძე არგუნი;
  12. აფხაზეთის ასსრ-ის სატყეო მეურნეობის მინისტრი — პაჩ ხარიტონის ძე ბარციცი;
  13. აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი — ვლადიმერ ტაჩის ძე მიქანბა;
  14. აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი — ლამარა ივანეს ასული კოღონია;
  15. აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი — აკაკი ამბროსის ძე ძაძუა;
  16. აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრი — ლალი დუგუჟოს ასული ბგანბა;
  17. აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი — დავით მიხეილის ძე ჯიჭონაია;
  18. აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრი — შამილ ნიკოლოზის ძე ლაკობა;
  19. აფხაზეთის ასსრ-ის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — როლანდ სამსონის ძე მიქაუტაძე;
  20. აფხაზეთის ასსრ-ის შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — სერაპიონ თეოფანეს ძე მალანია;
  21. აფხაზეთის ასსრ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — შამილ ხუსეინის ძე ფილია;
  22. აფხაზეთის ასსრ-ის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდოამრე — ვლადიმერ დიმიტრის ძე თანია;
  23. აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე — გრიგოლ იორდანეს ძე ქომოშვილი;
  24. აფხაზეთის ასსრ-ის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — ვალერიან იასონის ძე ანდრიბავა;
  25. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი — ხუტა ნიკოლოზის ძე ჯიქია;
  26. აფხაზეთის ასსრ-ის კავშირგაბმულობის საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი — ვაჟა მიხეილის ძე კეკელია;
  27. აფხაზეთის ასსრ-ის სტატისტიკური სამმართველოს უფროსი — თამარა გრიგოლის ასული ფედოროვა;
  28. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადგილობრივი დანიშნულების გზების მშენებლობისა და რემონტის სამმართველოს უფროსი — მამია ანტიფოს ძე ჯახუა;
  29. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი — ერიკ ტოტოს ძე არშბა;
  30. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავჯდომარე — კონსტანტინე ნიკოლოზის ძე სიჭინავა.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა ი. ჯ. უბილავა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ შექმნა რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტი დეპუტატ კ. ნ. სიჭნავას თავჯდომარეობით და უმაღლესი სასამართლო — დეპუტატ მ. მ. არგუნის თავჯდომარეობით.

ამის შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ გ. ს. ცობეხიამ პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოში შემოსულ დეპუტატთა შეკითხვებს.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველმა სესიამ მუშაობა დაასრულა[2].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

1985 წლის 13 მაისს:

  • „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1985 წლის 16 ივნისს, გუდაუთის რაიონის №68 ოთხი მარტის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[3].

6 ივნისს:

  • რაჟდენ ქსისოს ძე ხიკუბა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მოსახელობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრად[4].

6 ნოემბერს:

  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეორე სესია დაინიშნა 1985 წლის 10 დეკემბერს, ქალაქ სოხუმში[5].

II სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1985 წლის 10 დეკემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ გ. ა. ძიძარიამ.

სხდომამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის 1986 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.

დეპუტატებმა ფეხზე ადგომით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის პირველი სესიის შემდეგ გარდაცვლილი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ვ. ჯ. კვარჭელიას ხსოვნას და მოისმინეს სამანდატო კომისიის მოხსენება ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ.

მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავჯდომარე, დეპუტატი ი. ჭანბა.

მოხსენება „აფხაზეთის ასსრ 1986 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. ჯიჭონაიამ.

აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.

მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. ანდრიბავა, რ. გუმბა, ს. სმოლნიკოვი, ვ. მიქანბა, ი. ნაყოფია, ნ. ბუდკო, ზ. მორგოშია, ს. კალენჯიანირ. ჩალმაზი, ა. სალუქვაძე, მ. ნოდია და გაგრის სახალხო დეპუტატთასაქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე დ. დოღონაძე, აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ლ. ა. გაბისონია და აფხაზეთის ასსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი რ. ხიკუბა.

კამათის დასრულების შემდეგ საბოლოო სიტყვებით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ს. ჭანბა და დ. მ. ჯიჭონაია.

შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებები „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, „ავტონომიური რესპუბლიკის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ და კანონები „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.

შემდეგ სესიამ განიხილა ახფაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრად რ. კ. ხიკუბას დანშვნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ და დაამტკიცა იგი.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეორე სესიამ მუშაობა დაასრულა[6].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

1986 წლის 6 თებერვალს:

  • ალექსი ხუტას ძე არგუნი განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მიისტრის თანამდებობიდან[7].

19 მარტს:

  • ნუგზარ ნურის ძე აშუბა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მიისტრის თანამდებობაზე[8].

17 ივნისს:

  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მესამე სესია დაინიშნა 1986 წლის 25 ივლისს, ქალაქ სოხუმში[9] (მოგვიანებით თარიღმა რამოდენიმე დღით გადაიწია).

III სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1986 წლის 28 ივლისს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ლ. კვიტატიანმა.

სესიის განსახილველად შემოტანილ იქნა საკითხები:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების ამოცანების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობდნენ სკკპ XXVII ყრილობისა და საქართველოს კომპარტიის XXVII ყრილობის გადაწყვეტილებებიდან;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის ეკნომიკური და სოციალური განვითარების 1986-1990 წლების სახელმწიფო გეგმის შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.

დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარეს, დეპუტატ ვ. ო. კობახიას.

მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ი. ჯ. უბილავა.

აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმის შესახებ თანამოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე, დეპუტატი ა. მ. მოსკალენკო.

დღის წესრიგის მესამე საკითხის შესახებ მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, დეპუტატი ი. კ. კვიწინია.

შესვენების შემდეგ პირველი და მეორე საკითხების გარშემო საკითხებში კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: შ. უ. შარანგია, ლ. დ. ბგანბა, ვ. დ. დოლგოვა, ვ. ი. ანდრიბავა, ა. გ. გრიგოლია, ლ. ვ. კვიტატიანი, ლ. ლ. პატარაია, ვ. ო. სარიანი და შ. ჰ. ფილია, ასევე სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის აღმასკომის თავჯდომარე კ. ტ. ბიგავა, ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის აღმასკომის თავჯდომარე თ. ვ. ქაქუჩაია, გუდაუთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის აღმასკომის თავჯდომარე ს. რ. თარკილი, ტყვარჩელის შახტსამმართველოს დირექტორი კ. ნ. კიზირია და აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარე ვ. ა. ლოგუა.

სესიამ ერთხმად მიიღო დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების ამოცანების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობდნენ სკკპ XXVII ყრილობისა და საქართველოს კომპარტიის XXVII ყრილობების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წინაშე.

ერთხმად დამტკიცდა კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკნომიკური და სოციალური განვითარების 1986-1990 წლების სახელმწიფო გეგმის შესახებ“.

მიღებულ იქნა შესაბამისის დადგენილებები „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ“.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მესამე სესიამ მუშაობა დაასრულა[10].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

1986 წლის 6 აგვისტოს:

  • „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1986 წლის 7 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის №112 ოქტომბრის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[11].

14 ნეომბერს:

  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეოთხე სესია დაინიშნა 1986 წლის 20 დეკემბერს, ქალაქ სოხუმში[12] (მოგვიანებით თარიღმა რამოდენიმე დღით გადაიწია).

19 დეკემბერს:

  • „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 25 იანვარს, ქალაქ სოხუმის №9 პუშკინის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[13].

IV სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1986 წლის 22 დეკემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ გ. ა. ძიძარიამ. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მ. ხ. ავიძბას ხსოვნას. სესიამ მოისმინა სამანდატო კომისიის მოხსენება ახლადარჩეული დეპუტატის რ. ვ. კუხალაშვილის უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ.

დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შემადგენლობებში ცვლილებების შესახებ.

სხდომამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.

მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავჯდომარე, დეპუტატი ი. ს. ჭანბა.

მოხსენება „აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. მ. ჯიჭონაიამ.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავჯდომარე, დეპუტატი ა. მ. მოსკალენკო.

მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ნ. ი. ქარქაშაძემ, ი. მ. ცვეიბამ, დ. ა. ჯიქიამ, თ. ი. კოღონიამ, ვ. ი. თოთაძემ, ა. ა. არზუმანიანმა, ზ. ვ. მორგოშიამ, ვ. ი. კადენეცმა, შ. მ. აჯინჯალმა და ვ. მ. ქეცბამ, ასევე: ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ თ. ვ. ქაქუჩაიამ, გალის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ ვ. გ. ყოლბაიამ და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ფიზიკური კულტურის მუდმივი კომისიის თავჯდომარემ ვ. ე. ალექსანდროვმა.

საბოლოო სიტყვებით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ს. ჭანბა და დ. მ. ჯიჭონაია.

დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.

შემდგომ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ“.

სესიამ მოისმინა ინფორმაცია აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ახალგაზრდობის საქმეთა მუდმივი კომისიის მუშაობის შესახებ, რომლითაც გამოვიდა მისი თავჯდომარე, დეპუტატი ვ. ჯ. ავიძბა. ამ საკითხზე სესიამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ში მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საერთო კრებების, ყრილობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“.

შემდეგ სესიამ განიხილა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებათა პროექტები; აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გ. ს. ცობეხიას განთავისუფლების შესახებ, სხვა სამშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით და აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ ვ. გ. ბერულავას დანიშვნის თაობაზე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ და დაამტკიცა ისინი.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეოთხე სესიამ მუშაობა დაასრულა[14].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

1987 წლის 4 თებერვალს:

  • „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 8 მარტს, გალის რაიონის №128 ოქუმის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[15].

2 მარტს:

  • „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 5 აპრილს, გალის რაიონის №122 ლენინის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[16].

V სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1987 წლის 31 ივლისს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ გ. ა. ძიძარიამ. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შ. უ. შარანგიასა და გ. ა ქაჯაიას ხსოვნას, რომლებიც გარდაიცვალნენ სესიებს შორის პერიოდში.

შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მოისმინა სამანდატო კომისიის თავჯდომარის ლ. დ. უჩანეიშვილის მოხსენება, გამოკლებულ დეპუტატთა ნაცვლად არჩეული აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ე. ჯ. შამბას რწმუნებანი, რომელიც არჩულ იქნა ქ. სოხუმის №9 საარჩევნო ოლქში, ვ. გ. ყოლბაიას რწმუნებანი, რომელიც არჩულ იქნა გალის რაიონის №128 ოქუმის საარჩევნო ოლქში, გ. გ. ქავთარაძისა — გალის რაიონის №122 ლენინის საარჩევნო ოლქში.

დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს სესიის დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მუდმივი კომისიების შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ;
  2. სკკპ XXVII ყრილობისა და სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1987 წლის იანვრის პლენუმის მითითებათა შესაბამისად საბინაო მშენებლობის განვითარების, ბინების განაწილებაში, საჯაროობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვისათვის აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის ანგარიში;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.

უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის მოვალეობიდან გაანთავისუფლა დეპუტატი შ. ე. შარტავა, ხოლო მის მაგივრად აირჩია დეპუტატი გ. ს. ცობეხია.

უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავჯდომარის მოვალეობისაგან გაანთავისუფლა დეპუტატი ო. გ. ზუხბაია, ხოლო მის მაგივრად დანიშნა დეპუტატი შ. ე. შარტავა.

უმაღლესმა საბჭომ ერთხმად აირჩია აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სახალხო მახმარების საქონლისა და მოსახლეობის მოსახურების მუდმივი კომისიის თავჯდომარედ, დეპუტატი რ. ვ. კუხალაშვილი, გაანთავისუფლა რა იგი მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის წევრის მოვალეობისაგან.

ასევე შეივსო რიგი მუდმივი კომისიის შემადგენლობანი, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოაკლდნენ ცალკეული დეპუტატები.

სესიის დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე, დეპუტატი ო. გ. ზუხბაია.

კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ე. ა. გორპინენკომ, ი. ი. ბაზაშვილმა, ვ. ა. ზებელიანმა, თ. ა. შინკუბამ, ს. ვ. კანდელაკმა, ვ. ა. შჩერბაკმა, ასევე: სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ კ. ტ. ბიგვავამ, აფხაზეთის ასსრ-ის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრმა ა. შ. ხოკერბამ, ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ ნ. ი. ხარბედიამ, აფხაზეთის ასსრ-ის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ რ. ს. მიქაუტაძემ, ადგილობრივი მრეწველობისა და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო საწარმოების მუშათა პროფკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის თავჯდომარემ ჯ. ვ. კვინიკაძემ, ტრესტ „აფხაზმშენის“ მმართველის მოადგილემ ვ. ვ. ცომაიამ.

პრეზიდიუმში შემოსულ კითხვებზე პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარემ, დეპუტატმა ო. გ. ზუხბაიამ.

სესიამ ერთხმად მიიღო დადგენილება „სკკპ XXVII ყრილობისა და სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1987 წლის იანვრის პლენუმის მითითებათა შესაბამისად საბინაო მშენებლობის განვითარების, ბინების განაწილებაში, საჯაროობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვისათვის აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“.

დღის წესრიგის მესამე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავჯდომარე, დეპუტატი კ. ნ. სიჭინავა.

აღნიშნულ საკითხზე კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. გ. ყოლბაია, ი. მ. გავა, ლ. გ. მელეტლიანი და საქართველოს კომპარტიის გულრიფშის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი რ. ვ. კვანტალიანი.

განხილულ საკითხზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება.

დეპუტატებმა მოისმინეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის, დეპუტატ ი. ტ. კვიწინიას მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ და მიირეს შესაბამისი კანონები და დადგენილებანი.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეხუთე სესიამ მუშაობა დაასრულა[17].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

დაინიშნა არჩევნები გასულის ნაცვლად.

VI სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს VI სესია მოწვეულ იქნა 1987 წლის 21 ნოემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ გ. ძიძარიამ.

სხდომამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის 1988 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.

სესიის მონაწილეებმა მოისმინეს სამანდატო კომისიის თავჯდომარის ლ. დ. უჩანეიშვილის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატთა რწმუნებების შესახებ, რომლებიც არჩეულ იქნენ გასულ დეპუტატებთა ნაცვლად.

სესიის მონაწილეებმა მოისმინეს საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილის შესახებ. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის ვ. კობახიას წინადადებით სესიის მონაწილეებმა ვ. გ. ყოლბაია ერთხმად აირჩიეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილედ.

მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ე. ს. გავაშელიშვილი.

მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის 1988 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ა. ვ. ჯიკირბა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავჯდომარე, დეპუტატი ა. მ. მოსკალენკო.

მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი, რომელშიც მონაწილეობდნენ დეპუტატები: ლ. ვ. კვიტატიანი, ვ. ტ. მიქანბა, ე. ვ. კრავჩენკო, ვ. ა. ზებელიანი, რ. ჩ. ენიკი, დ. ა. ჯიქია, ა. ზ. აკშბა, ვ. გ. ყოლბაია, ტ. ა. შინკუბა, ლ. დ. ბგანბა, ი. ს. ლატარია და შ. ხ. ფილია, ასევე: სახალხო დეპუტატთა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე კ. ტ. ბიგვავა, გაგრის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე დ. მ. დოღონაძე და ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე ნ. ი. ხარბედია.

სესიის მონაწილეთა ჯგუფის შეკითხვაზე, ნ. კურჩენკოს სახელობის კომკავშირული პარკის კეთილმოსაწყობად რა ღონისძიებები იყო გათვალისწინებული, უპასუხა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ვ. გ. ბერულავამ.

კამათის დამთავრების შემდეგ საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ ე. ს. გავაშელიშვილი და ა. ვ. ჯიკირბა.

დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1988 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.

შემდგომ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ“.

სესიის მონაწილეებმა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის, დეპუტატ ი. ტ. კვიწინიას მოხსენების მიხედვით ერთხმად მიიღეს კანონები ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.

აფხაზეთის ასსრ-ის სახაგრომრეწვის თავჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრმა კ. ლ. ანუამ პასუხი გასცა დეპუტატების მ. ვ. ჯონუასა და ს. მ. სმოლნიკოვის შეკითხვებს. პასუხების გამო მიღებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვიტაც ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დაევალა მიეღოთ დამატებითი ზომები სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილების „კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობის განვითარების შესახებ“ შესასრულებლად.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეექვსე სესიამ მუშაობა დაასრულა[18].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

VII სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1988 წლის 30 მარტს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ გ. ძიძარიამ.

სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის პროექტის შესახებ“;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.

მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის პროექტის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე, დეპუტატი ო. ზუხბაია.

მოხსენების გამო გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ვ. ფილიამ, ლ. ბგანბამ, ნ. კუზნეცოვამ, ა. გრიგოლიამ, დ. ხურცილავამ, ნ. აშუბამ, ა. არზუმანიანმა, ხ. ახალაიამ და პ. ბარციცმა, ასევე ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ თ. ქაქუჩაიამ, ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ ნ. ხარბედიამ და სოხუმის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ თ. კალანდიამ.

დასასრულს დეპუტატებმა ერთსულოვნად, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მიიღეს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის პროექტის შესახებ“.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, ბ. პასეჩნისკის წინადადებით სესიის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს დადგენილება — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან ე. არშბას გათავისუფლების თაობაზე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე სესიამ მუშაობა დაასრულა[19].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

1988 წლის

  • „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1988 წლის 8 მაისს, ქალაქ გაგრის №47 ძველი გაგრის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად.

23 მაისს:

  • „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1988 წლის 26 ივნისს, ქალაქ სოხუმის №18 ჭოჭუას საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[20].

VIII სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1988 წლის 31 ოქტომბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ლ. კვიტატიანმა. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის გ. ძიძარიას ხსოვნას, რომელიც გარდაიცვალა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე სესიის შემდგომ პერიოდში.

სესიის მონაწილეებმა მოისმინეს სამანდატო კომისიის თავჯდომარის ლ. უჩანეიშვილის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატთა რწმუნებების ცნობის შესახებ, რომლებიც არჩეულ იქნენ გასული დეპუტატების ნაცვლად.

სესიის განსახილველად შემოტანილ იქნა საკითხები:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის 1989 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის კანონის პროექტი „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების სახალხო განხილვის შესახებ“;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.

მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის 1989 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ა. ჯიკირბა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.

მოხსენებისა და თანამოხსენების გამო კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ნ. აშუბა, ს. სმოლნიკოვი, რ. ენიკი, ა. სალუქვაძე, დ. ჯიქია, თ. აბძილავა, თ. კოღონია და ე. იუგანსონი, ასევე ტყვარჩელის სახახლხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე ნ. ხარბედია.

საბოლოო სიტყვით სესიაზე გამოვიდა დეპუტატი ა. ჯიკირბა. დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს დამტკიცების თაობაზე“ და აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1989 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.

სესიის დღის წესრიგის მეორე საკითხზე „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების სახალხო განხილვის შესახებ“ მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს კანონმდებლობისა და სოციალისტური კანონიერების საკითხთა მუდმივი კომისიის თავჯდომარე, დეპუტატი ი. გავა.

აფხაზეთის ასსრ-ის კანონის პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრმა, დეპუტატმა შ. ლაკობამ, საქართველოს კომპარტიის გულრიფშის რაიკომის პირველმა მდივანმა რ. კვანტალიანმა.

დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების სახალხო განხილვის შესახებ“.

სესიის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის ზოგიერთი წევრის გათავისუფლებისა და დანიშვნის შესახებ“, „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ“

სესიაზე განხილულ იქნა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უაღლესი საბჭოს ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ინტერნაციონალური აღზრდის საკითხთა მუდმივი კომისიის შექმნის შესახებ. დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მერვე სესიამ მუშაობა დაასრულა[21].

1988 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ განიხილა რა სამანდატო კომისიის წარდგინება, აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 94-ე მულის შესაბამისად დადგინა, რომ ცნობილ იქნეს რწმუნებანი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა:

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

IX სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს IX სესია მოწვეულ იქნა 1988 წლის 22 დეკემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ლ. კვიტატიანმა.

შეკრებილებმა ფეხზე დგომით პატივი მიაგეს სომხეთში მიწისძვრის მსხვერპლთა სხდომას.

დეუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1989 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის ბუნების დაცვის მდგომარეობა და სკკპ XXVII ყრილობისა და XIX საკავშირო პარტიული კონფერენციის მოთხოვნათა შესაბამისად მისი შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შეესახებ.

პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავჯდომარე, დეპუტატი ვ. ა. აშხაწავა.

სესიაზე გამოსულმა სკპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ბ. ადლეიბამ შესთავაზა სესიის მონაწილეებს განეხილათ საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის შესახებ. შეტანილ წინადადებას — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ არჩეულ ყოფილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ოზგანი.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ დეპუტატ კ. ოზგანის არჩევასთან დაკავშირებით, იგი განთავისუფლდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილის მოვალეობისაგან, ხოლო აღნიშნულ თანამდებობაზე სესიამ ერთხმად დაამტკიცა დეპუტატი სერგეი ვასილის ძე ბაგაფში.

შემდეგ პირველ საკითხზე თანამოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პრეზიდიუმის თავჯდომარე, დეპუტატი ვ. კობახია.

მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრმა, დეპუტატებმა ვ. მიქანბამ, ზ. მორგოშიამ, პ. ბარციცმა, ლ. ბგანბამ, შ. ფილიამ, ნ. ქარქამაძემ, ა. არზუმანიანმა, ასევე ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ თ. ქაქუჩაიამ, სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის პირველ მოადგილემ, საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტერიტორიულ-დარგთაშორისი გაერთიანების თავჯდომარემ ვ. ცხომარიამ, აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანმა ნ. ხაშიგმა, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გუდაუთის რაიონის ლენინის ორდენოსანი კოლმეურნეობა „დურიფშის“ თავჯდომარემ ი. თარკილმა, გალის საქალაქო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარემ კ. კუჭუხიძემ, სოხუმის საქალაქო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის მოადგილემ ა. პოპოვამ და აფხაზეთის ა. მ. გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგემ შ. ლაშხიამ.

სესიამ ერთხმად დაამტკიცა დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, კანონი — „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1989 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის ბუნების დაცვის მდგომარეობა და სკკპ XXVII ყრილობისა და XIX საკავშირო პარტიული კონფერენციის მოთხოვნათა შესაბამისად მისი შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“.

დეპუტატება მოისმინეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის დეპუტატ ი. კვიწინიას მოხსენება — „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შეესახებ“ და მიიღეს შესაბამისი კანონი და დადგენილება. დეპუტატ ვ. ოტირბას შეკითვას — აფხაზეთის ტოპონიმიკის პრობლემებისა და ამ მიმართულებით მუშაობის მდგომარეობის შესახებ პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარემ, დეპუტატმა ვ. კობახიამ.

დეპუტატ ვ. ოტირბას შეკითხვის გამო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

განხილული საკითხების გამო სესიაზე ცნობებით გამოვიდნენ საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის სოხუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ანტროდუქციის განყოფილების გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი ს. ბებია, დეპუტატები პ. ბარციცი, რ. სალუქვაძე, ტრესტ „კოლხიდმშენის“ აფხაზეთის ასსრ-ის წყალსამეურნეო ობიექტების სოხუმის სათაო სამშენებლო სამმართველოს უფროსი ლ. შარანგია.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა[23].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

X სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს X სესია მოწვეულ იქნა 1991 წლის 28 აპრილს, მაგრამ განსახილველი საკითხის შინაარსისა და გამო დეპუტატების უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო აღნიშნულ განხილვაში და ქვორუმი არ შედგა. 23 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის ვ. კობახიასა და პრეზიდიუმის მდივნის ოფიციალური განცხადებით დაიდო პირობა რომ სესიაზე არ განიხილებოდა საკითხი საქართველოდან აფხაზეთის ასსრ-ის გამოსვლის შესახებ. ამ ცრუ განცხადებების პარალელურად დეპუტატებზე წინასწარ ახდენდნენ ზეწოლას, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმე დანაშაულებამდეც მივიდა. ასე მაგალითად, 24 აგვისტოს დილის 6 საათზე, მოტყუების გზით, პრეზიდიუმში მანდატის ჩაბარების საბაბით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანეს დეპუტატი კ. ფიტოზოვი და თავისუფლება აღუკვეთეს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ კი ის 25 აგვისტოს მიიყვანეს სხდომათა დარბაზში, გაატარეს რეგისტრაციაში და დასვეს დარბაზში. ასევე ზეწოლით მიიყვანეს დეპუტატები ნ. კუზნეცოვა და ა. აგრბა. გამოძიებისას დადგინდა დეპუტატებისადმი იძულების ფაქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება. სესიის ჩატარების პროცედურების კანონების სხვა სერიოზული დარღვევები მოწმობდნენ სესიაზე დეპუტატთა ქვორუმის არსებობის ფიქტიურობას.

25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის X სესიაზე, სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის კანონის უხეში დარღვევით, ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე გამოცხადდა „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, როგორც სუვერენული სახელმწიფო[24]. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.

31 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესიამ ქვორუმით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფობრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ გაუქმდა, როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე. არ იქნა მიღებული აგრეთვე გამოცხადებული დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ, აფხაზეთის მოსახლეობის მიერ, როგორც უმრავლესობის ძირეული ინტერესების საწინააღმდეგო. მიღებული დადგენილება გადაეგზავნა სსრ კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს, საქართველოსა და რსფსრ-ის უზენაეს საბჭოებს[25].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

XI სესია

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს XI სესია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის ვ. არძინბას ბრძანებულებით 1991 წლის 9 ივლისს ქ. სოხუმში. სესიაზე განსახილველად შეტანილი იყო საკითხები:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა შესახებ;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი მოსახლეობის დასაქმების შესახებ;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შესახებ;
  6. კანონმდებლობა აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთა და მსაჯულთა შესახებ:
    ა) აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის რაიონების (ქალაქების) სასამართლოების მსაჯულთა არჩევისა და გამოწვევის წესების შესახებ“;
    ბ) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოთა მოსამართლეების საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ;
    გ) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთა არჩევის და კვალიფიკაციურ მოსამართლეთა საქმიანობის ორგანიზაციის დებულების დამტკიცების შესახებ;
    დ) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთათვის საკვალიფიკაციო კლასების დამტკიცების შესახებ;
    ე) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევისა და ჩატარების წესის დებულების დამტკიცების შესახებ;
    ვ) მოსამართლეთა და სახალხო მსაჯულთა ფიცის შესახებ.
  7. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ[26].

9 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 22 სექტემბრისათვის დანიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნები[27].

20 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭოს პრეზიდიუმმა „აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოსა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნების“ შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 ივლისის დადგენილებისა და „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“, აფხაზეთის ასსრ-ის კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე დაადგინა: შეიქმნას აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვიაჩესლავ ცუგბა (კომისიის თავმჯდომარე), მერაბ გამზარდია და იულია კოპილოვა (კომისიის მდივანი); კომისიის წევრები: მელორ ალფენიძე, ვლადიმერ ანცუპოვი, ვახტანგ გასვიანი, ივანე გრინენკო, ლევონ დემერჭიანი, გრიგორი ერემიანი, პავლე ქვაჩახია, იური კვიწინია, როინი ლაგვილავა, მატევოს ტაშიანი, დიმიტრი ტიმოფეევი, ტარასი ხალბადი, ვახტანგ შონია და რაუფ ებჟნოუ[28].

20 ივლისს ასევე გამოიცა დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის კანონი მოსახლეობის დასაქმების შესახებ.

5 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121 (4)-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძელზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქმედება შეუჩერდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 20 ივლისის დადგენილებას, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ, რადგანაც ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას და თვით აფხაზეთის ასსრ-ის კანონს „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთო რაოდენობის 2/3-ზე მეტი წარმოადგენდა ბლოკ „სოიუზის“ წარმომადგენლებს, ამასთანავე კომისიის 13 წევრი ქალაქ სოხუმიდან იყო, მაშინ როცა კომისიის შემადგენლობაში ვერ შევიდა სხვა რაიონების აღმასკომებიდან წარდგენილი კანდიდატურები. ამის გამო დაირღვა აფხაზეთის ასსრ-ის საარჩევნო კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბებულიყო რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასკომების წინადადებათა გათვალისწინებით[29].

5 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121 (4)-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძელზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გაუქმდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 9 ივლისს კანონი აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში მიღებული 92-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და 156-ე მუხლის ცვლილება, რომლის თანახმადაც „აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორი ინიშნება სსრკ-ის გენერალური პროკურორისა და საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანხმობით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ და მასვე ექვემდებარება. კანონიერების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორი ექვემდებარება სსრკ-ის გენერალურ პროკურორს. აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორის მოადგილეები საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით, აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორის წარდგინებით ინიშნებიან აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ. აფხაზეთის ასსრ-ის რაიონებისა და ქალალქების პროკურორები ინიშნებიან აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორის მიერ საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით“. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 177-ე მუხლს, რომლის შესაბამისად „საქართველლოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების წარდგნიებით“.

5 აგვისტოს გაიმართა XI სესიის მორიგი სხდომა. დეპუტატებმა დაამტკიცეს სესიის დღის წესრიგი, რომლის განსახილველად შეტანილი იყო შემდეგი საკითხები:

მორიგი (15 აგვისტოს) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ ვ. არძინბამ.

სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის მეთორმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს და 21-ე მოწვევის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი საზოგადოებრივი გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების შესახებ;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის გაფართოების თაობაზე წინადადებათა მოსამზადებელი კომისიის შესახებ;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „აფხაზეთის ასსრ-ის საგარეო-ეკონომიკური და საგარეო-რესპუბლიკური კავშირების კომიტეტის შექმნის შესახებ;
  6. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შესახებ;
  7. აფხაზეთის ასსრ-ის დროებითი კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ;
  8. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) ცვლილებების შეტანის შესახებ;
  9. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის საყოველთაო სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  10. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესახებ;
  11. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერებისა და აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტის და 156-ე მუხლის ცვლილებისა და დამატებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ“.

ინფორმაციით — „აფხაზეთის ასსრ-ის მეთორმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს და 21-ე მოწვევის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნების დანიშვნის შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 ივლისის დადგენილებით ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე“ გამოვიდა დეპუტატი ი. კვიწინია.

იმასთან დაკავშირებით, რომ სირთულეები იყო შემჭიდროებულ ვადებში უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების ერთდროულად ჩატარების საქმეში, გათვალისწინებულ იქნა რა საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასკომების ხელმძღვანელთა წინადადებანი, არჩევნების ცალცალკე ჩატარების შესახებ, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დადგენილება უზენაესი და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების ცალცალკე ჩატარების შესახებ. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნები ჩატარდებოდა უფრო მოგვიანო ვადებში. არჩევნების დღე გნისაზღვრებოდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს ერთ-ერთ მომდევნო სხდომაზე.

აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები გადატანილ იქნა 1991 წლის 22 სექტემბრიდან 29 სექტემბერს.

მეორე საკითხზე — საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ა. არშბა.

განსახილველ საკითხზე კამთში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ვ. ფილიამ, ა. აკშბამ, კ. სალიამ, გ. ცობეხიამ, ტ. ბასარიამ, გ. ქომოშვილმა, კ. სიჭინავამ, ი. გავამ, კ. ოზგანმა, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ზ. ლაბახუამ, აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრმა გ. ლომინაძემ.

დისკუსიის მსვლელობაში გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით დადგენილების პროექტი მიღებულ იქნა.

ინფორმაციის მესამე საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის კანონი საზოგადოებრივი გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების შესახებ, რომელიც წინა სესიაზე მიღებულ იქნა პირველი წაკითხვით, გამოვიდა დეპუტატი ვ. ალექსანდროვი. დეპუტატების ო. ზუხბაიას, ვ. ფილიას, ტ. ბასარიას მიერ ამ პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების შემდეგ ხმების უმრავლესობით პროექტი მიღებულ იქნა.

აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ ვ. ყოლბაიამ დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილების პროექტი აფხაზეთის ასსრ-ის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის გაფართოების თაობაზე წინადადებების მოსამზადებელი კომისიის შესახებ. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ-ის საგარეო-ეკონომიკური და საგარეო-რესპუბლიკური კავშირების შექმნის შესახებ დეპუტატებს გააცნო აფხაეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ დეპუტატმა ვ. მიქანბამ.

დღის წესრიგში შეტანილი კანონების პაკეტის განხილვამ ცხარე დებატები გამოიწვია. მასში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ო. ზუხბაიამ, ა. არგუნმა, ვ. ყოლბაიამ, ვ. ფილიამ, კ. სიჭინავამ, ნ. ქარქაშაძემ, პ. ქვაჩახიამ, ტ. ბასარიამ, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ზ. ლაბახუამ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ნ. მგალობლიშვილმა.

სესიამ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას შემთანხმებელი კომისია და დაევალოს მას გულდასმით განიხილოს განხილვისას გამოთქმული ყველა შენიშვნა და შეიმუშაოს წინადადებანი აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მომდევნო სხდომაზე კანონების მისაღებად.

სესიის მუშაობაში გამოცხადდა შესვენება[30].

მორიგი (27 აგვისტოს) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ ვ. არძინბამ. სხდომას ესწრებოდა 88 დეპუტატი პარლამენტის 130 წევრიდან.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნა შემდეგი საკითხები:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შესახებ“;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის საყოველთაო სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“;
  3. ახფაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) ცვლილებების შეტანის შესახებ“;
  4. აფხაზეთის დროებითი კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ ხელმძღვანელი ორგანოების თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ“;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენიება „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლიებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესახებ;
  6. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერებისა და ახფაზეთის კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტის და 156-ე მუხლის ცვლილებებისა და დამატების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ“;
  7. „საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესკომის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ“;
  8. სკკპ ცენტრალური კომიტეტის , საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, პარტიის აფხაზეთის რესკომის ქონების შესახებ“.

სხდომა ზე სიტყვით გამოვიდა ვ. არძინბა, რომელმაც თავის გამოსვლაში უარყო ხმების იმის შესახებ თითქოს ამას წინებზე მისი მოსკოვში ყოფნისას ის მხარს უჭერდა პუტჩისტებს. მან დამსწრეთ აუხსნა, რომ გამოძახებული იყო მოსკოვში, რათა 21 აგვისტოს მიეღო მონაწილეობა ფედერაციის საბჭოს სხდომაში და 20 აგვისტოსთვის დანიშნულ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის დაწყების ცერემონიალში.

ვ. არძინბამ მკაცრად დაგმო პარტიის აფხაზეთის რესკომის 19 აგვისტოს განცხადება, რომელშიც რესკომის სახელით მისი ხელმძრვანელები მხარს უჭერდნენ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტს. მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭო და მთავრობა ისწრაფოდნენ ვითარების სტაბილიზაციისაკენ.

ვ. არძინბამ თქვა, რომ ჯერ კიდევ 19 აგისტოს მოვლენების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომ ამ სატელეფონო საუბრის დროს მათ განიხილეს მომავალ პირად შეხვედრასთან დაკავშირებული საკითხები. ვ. არძინბას აზრით, ასეთი შეხვედრები საჭირო იყო იმისათვის, რომ მშვიდობიან ატმოსფეროში განეხილათ საერთო პრობლემები, გამოეძებნათ საერთო ენა.

ვ. არძინბამ დადებითად შეაფასა ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა შემთანხმებელი კომისიის მუშაობა, რომელმაც ქართველ და აფხაზ იურისტ-ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა სესიის დღის წესრიგში შეტანილი კანონპროექტების საბოლოო ტექსტები.

სესიამ განიხილა და დაამტკიცა ეს კანონპროექტები.

სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება შეეტანა ეს ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში, კერძოდ, კომისიაში შეყვანილ იქნენ სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონების წარმოადგენლები, შესაბამისად გამოყვანილ იქნა ქალაქ სოხუმის ორი წარმომადგენელი.

დღის წესრიგის მე-5 და მე-6 საკითხების განხილვის დროს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ ვ. ყოლბაიამ მიმართა დეპუტატებს არ გაემართათ „კანონების ომი“. მიუხედავად ამისა, ხმების უმრავლესობით მაინც მიღებულ იქნა დადგენილებები, რომლების მიხედვით მე-5 და მე-6 საკითხებში აღნიშნული საქართველოს რესპუბლიკის კანონი და რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება გამოცხადებული იქნაროგორც დოკუმენტები, რომელთა შესრულება აფხაზეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია.

სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილებები „საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესკომის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ“ და „სკკპ ცენტრალური კომიტეტის , საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, პარტიის აფხაზეთის რესკომის ქონების შესახებ“.

სხდომაზე ზოგიერთმა დეპუტატმა და მოწვეულმა პირმა დასვა საკითხი კომპარტიისა და სახელმწიფო მოღვაწეების ძეგლების აღების ან შენარჩუნების შესახებ. ყურადღება მიიქცია მწერალ ჯ. ახუბას განცხადებამ, რომ ლენინის ძეგლი, რომლეიც იდგა სოხუმში, საბჭოების სახლის წინ, არ წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშს და არ გააჩნდა არავითარი ფასეულობა.

დამსწრეებმა გამთქვეს აზრი, რომ ყველა ძეგლის თაობაზე საკითხის გადასაწყვეტად საჭირო იყო შექმნილიყო კომისია.

სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდა გაზეთ „დემოკრატიჩესკაია აბხაზიას“ რედაქტორი დეპუტატი ი. გავა. მან რედაქციის კოლექტივის სახელით გააკეთა განცხადება და სთხოვა დეპუტატებს თანადგომა გაზეთის რეგისტრაციისა და გამოშვების საქმეში.

ვ. არძინბამ აღნიშნა, რომ ამ გაზეთთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდებოდა უახლოეს დღეებში.

ამით სხდომამ დაასრულა თავისი მუშაობა[31].

პრეზიდიუმის დადგენილებები

25 ოქტომბერს აფხზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 23-ე მუხლის და აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ 15 აგვისტოს შექმნილი შეთანხმებული კომისიის წინადადების, აგრეთვე გულრიფშის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის წინადადების შესაბამისად, პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის დადგენილებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

  1. გათავისუფლდეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობისაგან ვლადიმერ ანცუპოვი;
  2. შევიდეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობაში ალექსანდრე მოსკალენკო[32].

13 დეკემბერს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესის საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის კონსტიტუციის 95-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესია ჩაინიშნა 1991 წლის 25 დეკემბერს[33].

ლიტერატურა

  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, первая сессия одиннадцатого созыва, 25 марта 1985 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1986;
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, вторая сессия одиннадцатого созыва, 10 дек. 1985 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1986;
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, третья сессия одиннадцатого созыва, 28 июля 1986 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1987;
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, четвертая сессия одиннадцатого созыва, 22 дек. 1986 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1987;
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, пятая сессия одиннадцатого созыва 31 июля 1987 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1988;
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, шестая сессия одиннадцатого созыва, 21 нояб. 1987 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1988;
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, седьмая сессия, одиннадцатого созыва, 30 марта 1988 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1988 (1989);
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, восьмая сессия одиннадцатого созыва, 31 окт. 1988 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, Б. г. (1990);
  • Заседание Верховного Совета Абхазской АССР, девятая сессия одиннадцатого созыва, 22 дек. 1988 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, Б. г. (1991).

სქოლიო

  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (11925), 26 მარტი, 1985
  2. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (11925), 26 მარტი, 1985
  3. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №92 (11958), 14 მაისი, 1985
  4. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №110 (11976), 7 ივნისი, 1985
  5. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №217-218 (12084), 9 ნოემბერი, 1985
  6. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №237 (12103), 11 დეკემბერი, 1985
  7. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №27 (12143), 7 თებერვალი, 1986
  8. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (12175), 20 მარტი, 1986
  9. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №119 (12235), 20 ივნისი, 1986
  10. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №146 (12262), 29 ივლისი, 1986
  11. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №153 (12269), 7 აგვისტო, 1986
  12. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №222 (12338), 19 ნოემბერი, 1986
  13. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №243 (12359), 20 დეკემბერი, 1986
  14. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №244 (12360), 23 დეკემბერი, 1986
  15. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №25 (12391), 5 თებერვალი, 1987
  16. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №44 (12410), 4 მარტი, 1987
  17. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №147 (12513), 1 აგვისტო, 1987
  18. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №225 (12591), 24 ნოემბერი, 1987
  19. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №63 (12679), 31 მარტი, 1988
  20. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №100 (12716), 24 მაისი, 1988
  21. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №208 (12824), 1 ნოემბერი, 1988
  22. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №210 (12826), 3 ნოემბერი, 1988
  23. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №245 (12861), 23 დეკემბერი, 1988
  24. Декларация о государственном суверенитете Абхазской Советской Социалистической Республики
  25. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1 დეკემბერი, 1990
  26. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №111 (13477), 27 ივნისი, 1991
  27. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №118 (13484), 12 ივლისი, 1991
  28. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №122 (13488), 23 ივლისი, 1991
  29. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №130 (13496), 7 აგვისტო, 1991
  30. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №136 (13502), 16 აგვისტო, 1991
  31. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №142 (13508), 30 აგვისტო, 1991
  32. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №174 (13540), 1 ნოემბერი, 1991
  33. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №204 (13570), 17 დეკემბერი, 1991