აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (1975)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1975 წლის არჩევნებიაფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რიგით მეცხრე არჩევნები, რომელიც გაიმართა 1975 წლის 15 ივნისს. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია შედგა 1975 წლის 25 ივნისს ქალაქ სოხუმში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლის 19 მარტის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 1975 წლის 15 ივნისს[1].

31 მარტს „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 36 და 37 მუხლების საფუძველზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: დამტკიცებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშრომელთა საზოგადოებების შემდეგი შემადგენლობით:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — რუშნი ილიკოს ძე ბგანბა;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილე — სვეტლანა პროკოფის ასული ქეცბა;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — გალაკტიონ კონსტანტინეს ძე ნაჭყებია;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები: რუფეტ მახტის ძე ბუთბა, იზოლდა ვლადიმერის ასული გახარია, მურმან ვლადიმერის ძე დოლბაია, ივანე ლაზარის ძე ლაზარიდი, თინა მიხეილის ასული მაისურაძე, იაკობ გრიგოლის ძე მორდვენკოვი, აზადუი ზავენის ასული სარეციანი, ეთერ მიხეილის ასული სურმავა, ვიაჩესლავ მიხეილის ძე ცუგბა და ლიუდმილა ჯერნიზის ასული ცუშბა[2].

აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 22 მუხლის და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 25-ე და 26-ე მუხლების საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 9 დეკემბერს დაადგინა შექმნილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 130 საარჩევნო ოლქი[3].

15 ივნისს არჩევნები 130 საარჩევნო ოლქში დილის 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე გრძელდებოდა. ამომრჩეველთა საერთო რიცხვი ყველა საარჩევნო ოლქში შეადგენდა 302.494 კაცს, რომელთაგან აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში გმოცხადდა 302.464, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 99,99%-ს შეადგენდა. კომუნისტებისა და უპარტიოების ბლოკის კანდიდატებს ყველა საარჩევნო ოლქში ხმა მისცა 302.426 კაცმა, რაც შეადგენდაკენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,98%. დეპუტატობის კანდიდატთა წინააღმდეგ ხმა მისცა 38 კაცმა ანუ კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0,02%-მა[4].

16 ივნისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის კონსტიტუციის 36-ე მუხლის საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია მოიწვია 1975 წლის 25 ივნისს ქალაქ სოხუმში[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №56 (9298), 20 მარტი, 1975
  2. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №64 (9306), 1 აპრილი, 1975
  3. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №61 (9303), 27 მარტი, 1975
  4. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №122 (9364), 19 ივნისი, 1975
  5. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №120 (9362), 17 ივნისი, 1975