აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის X მოწვევის უმაღლესი საბჭო — აფხაზეთის ასსრ-ის მეათე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1980-1985 წლებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980-1985 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს ცხრა სესია.
მმართველი რგოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — გიორგი ალექსის ძე ძიძარია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ლამარა ვალისკოს ასული კვიტატიანი;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ივანე ვასილის ძე ნიხოტინი.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ვალერიან ოსმანის ძე კობახია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ოზგანი;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — შოთა უშანგის ძე შარანგია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — იური ტარიელის ძე კვიწინია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ბორის ვიქტორის ძე ადლეიბა, ციცინო თემურის ასული ბარგანჯია, ჯემალ არჩილის ძე ბერიძე, სერგეი პეტრეს ძე ვოროტინცევი, იმასტუი მელიქის ასული ზადიკიანი, იილკა ილმარის ასული ლოკი, ივანე გიორგის ძე პაპასკირი, რევაზ გიორგის ძე სალუქვაძე და შოთა ელიზბარის ძე შარტავა.
სესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]I სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1980 წლის 20 მარტს დილის 11 საათზე სოხუმში, ს. ჭანბას სახელობის აფხაზურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
დეპუტატმა რ. ქეცბაიამ უხუცესთა საბჭოს სახელით შეიტანა წინადადება, რათა სესიის გახსნა დავალებოდა ერთ-ერთ უხუცეს დეპუტატს ი. პაპასკირს. ეს წინადადება ერთსულოვნად იქნა მიღებული. ი. პაპასკირის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სესია გახსნილად გამოცხადდა.
დეპუტატმა ა. მოსკალენკომ უხუცესთა საბჭოს სხელით შემოიტანა წინადადება, აერჩიათ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატი გ. ძიძარია, მოადგილეებად კი — დეპუტატები ლ. კვიტატიანი და ი. ნიხოტინი. სესიამ ერთსულოვნად მიიღო შემოთავაზებული წინადადება.
დამტკიცდა რეგლამენტი და სესიის დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის მდგომარეობისა და მისი შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის შექმნა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევა.
სესიამ დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისია 7 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე: გ. ნაჭყებია).
შემდეგ სიტყვით გამოვიდა ვ. ცუგბა, რომელმაც ისაუბრა „აფხაზეთის ასსრ-ის რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის მდგომარეობისა და მისი შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“. მოხსენების გარშემო კამათში გამოვიდნენ: კ. ოზგანი, დ. ფილია, დ. ხვარწკია და თ. კოღონია.
შემდეგ, სიტყვით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავჯდომარე, რომლის შემდეგ სესიამ ერთხმად დაამტკიცა ყველა 140 დეპუტატის რწმუნებულება.
შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ განაცხადა, რომ მის სახელზე შემოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის ი. უბილავას განცხადება, უმაღლესი საბჭოს წინაშე რესპუბლიკის მთავრობის მიერ რწმუნებათა მოხსნის შესახებ. აღნიშნულის პასუხად, ბ. ადლეიბა გამოვდა წინადადებით სესიას დაეკმაყოფილებინა აღნიშნული განცხადება, ხოლო ი. უბილავა კვლავ დანიშნულიყო რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარედ და წარედგინა ახალი მთავრობა უმაღლესი საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად. სესიამ დააკმაყოფილა ბ. ადლეიბას წინადადება, მაგრამ ახალი მთავრობის ფორმირებამდე არსებულ მთავრობას გაუგრძელა უფლებამოსილება.
გაგრძელდა კამათი ვ. ცუგბას მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. მიქანბა, ი. ნიხოტინი, ნ. ქარქაშიძე, ნ. ლისენკო, ა. ემექსუზიანი, პ. პაპავა და ვ. მარშანია. ბოლოს აღნიშნული მოხსენებაზე უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება.
შემდეგ, სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები:
- „აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს შესახებ“;
- „აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს შესახებ“;
- „აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ;
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის დეპუტატობის მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
შემდეგ სესიამ აირჩია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლბით:
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე — ვ. კობახია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეები: კ. ოზგანი და შ. შარანგია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — ი. კვიწინია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ბ. ადლეიბა, ც. ბარგანჯია, ჯ. ბერიძე, ს. ვოროტინცევი, ი. ზადიკიანი, ი. ლოკი, ი. პაპასკირი, რ. სალუქვაძე და შ. შარტავა.
შემდეგ სესია შეუდგა მუდმივი კომისიების ფორმირებას.
- საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 7 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ვ. იოსავა);
- საგეგმო-საბიუჯეტო კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ა. მოსკალენკო);
- მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ზ. ლაბახუა);
- საბინაო მშენებლობის, კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომისია 9 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე გ. ჯაყელი);
- სოფლის მეურნეობის კომისია 9 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე გ. ბანდურიანი);
- ჯანმრთელობის დაცვის ფიზიკური კულტურისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ტ. ბასარია);
- სახალხო განათლებისა და კულტურის კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე გ. თარბა);
- ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ზ. ავიძბა);
- ქალთა შრომისა და ყოფაცხოვრების, დედისა და ბავშვის დაცვის საკითხთა კომისია 8 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე ნ. ხასაია);
- ახალგაზრდობის საქმეთა კომისია 9 კაცის შემადგენლობთ (თავჯდომარე ლ. მარშანია);
- ბუნების დაცვის კომისია 9 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე ს. კვიწინია).
შემდეგ სესიამ დაამტკიცა ი. უბილავას მიერ შემოთავაზებული აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა ახალი საბჭო შემდეგი შემადგენლბით:
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე — იუზა უბილავა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე — ვიაჩესლავ ცუგბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — სმბატ სააკიანი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — გიორგი ცობეხია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — შოთა შაკაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტის თავჯდომარე — იური ჭანბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი — ივანე კლიმოვი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი — ვლადიმერ კვარჭელია;
- აფხაზეთის ასსრ-ის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი — ვიანორ კაპბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი — ალექსი ხოკერბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრი — ალექსი არგუნი;
- აფხაზეთის ასსრ-ის სატყეო მეურნეობის მინისტრი — ვალერიან მარღანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი — ბორის ფაჩალია;
- აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი — თამარ კოღონია;
- აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრი — ვალერიან ანდრიბავა;
- აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი — აკაკი ძაძუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრი — ლილი ბგანბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი — დავით ჯიჭონაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრი — შამილ ლაკობა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — როლანდ მიქაუტაძე;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — სერაპიონ მალანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — შამილ ფილია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — ვლადიმერ ტანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე — გრიგოლ ქომოშვილი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სოფლის მეურნეობის საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — რევაზ ღვინჯილია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი — ხუტა ჯიქია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს ადგილობრივი მნიშვნელოვანი გზების მშენებლობისა და რემონტის სამმართველოს უფროსი — მამია ჯახუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი — კონსტანტინე შაკაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სტატისტიკური სამმართველოს უფროსი — თამარ ფეოდოროვა;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავჯდომარე — კონსტანტინე სიჭინავა.
შემდეგ, სესიაზე გამოვიდა ი. უბილავა, მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის შექმნაზე“. სესიაზე დამტკიცდა ახალი კომიტეტი (თავჯსომარე კ. სიჭინავა)
დასასრულს, უმაღლესმა საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევას.
დღის წესრიგი ამოიწურა. აფხაზეთის ასსრ-ის მეათე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია დახურულად გამოცხადდა.[1]
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]II სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1980 წლის 24 ნოემბერს დილის 10 საათზე სოხუმში, ს. ჭანბას სახელობის აფხაზურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმღლესი საბჭოს თავჯდომარემ, დეპუტატმა გ. ძიძარიამ. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ი. პაპასქირისა და გ. წირღვავას ხსოვნას, რომლებიც გარდაიცვალნენ პირველ და მეორე სესიებს შორის.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ფრუნზეს №10 საარჩევნო ოლქში დეპუტატად ს. ვ. ბაგაფშის არჩევისა და მის რწმუნებულებათა თაობაზე გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის თავჯდომარე, დეპუტატი გ. ნაჭყებია.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარემ, დეპუტატმა ვ. კობახიამ წამოაყენა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად დეპუტატ მ. ლასურიას არჩევის შესახებ.
წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. დამტკიცდა სესიის დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკონიმიკური და სოციალური განვითარების 1981 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1980 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1981 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის 1979 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკისა და კულტურის შემდგომი განვითარების შესახებ სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების თაობაზე დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
სესიაზე, მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონიმიკური და სოციალური განვითარების 1981 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1980 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გამოვიდა დეპუტატი ი. ჭანბა. შემდეგ, მეორე საკითხზე „აფხაზეთის ასსრ-ის 1981 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის 1979 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სიტყვით გამოვიდა დეპუტატი დ. ჯიჭონაია. ასევე პირველ ორ საკითხზე თანამოხსენებით გამოვიდა დეპუტატი ა. მოსკალენკო. მოხსენებების ირგვლივ კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ზ. ავიძბა, ბ. ადლეიბა, მ. ზუხბაია, ვ. ანდრიბავა, ლ. ალანია, დ. გოგიბერაშვილი, ა. კონჯარია, კ. სიჭინავა, გ. მუსაილოვი, ტ. სოროკინა, ა. ხოკერბა, რ. კვანტალიანი და დ. დოღონაძე. დეპუტატებმა მოისმინეს აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონაის საბოლოო სიტყვა, რის შემდეგადაც ერთხმად იქნა მიღებული აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1981 წლის სახელმწიფო გეგმა. ასევე ერთხმად იქნა მიღებული დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1980 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების შესახებ.
მოხსენებაზე „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკისა და კულტურის შემდგომი განვითარების შესახებ სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე“, სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ვ. ცუგბა. ამ საკითხის გამო დადგენილება ერთხმად მიიღო სესიამ.
სესიამ დაამტკიცა „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების თაობაზე დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა დეპუტატი ვ. კობახია.
შემდეგ, სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები.
დღის წესრიგი ამოიწურა. აფხაზეთის ასსრ-ის მეათე მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეორე სესია დახურულად გამოცხადდა.[2]
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]III სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1981 წლის 21 ივლისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IV სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1981 წლის 22 დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]V სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1982 წლის 20 ივლისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VI სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს VI სესია მოწვეულ იქნა 1982 წლის 7 დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VI სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1983 წლის 23 ივლისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VIII სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1984 წლის 14 იანვარს ს. ჭანბას სახელობის აფხაზეურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა გ. ა. ძიძარიამ. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეშვიდე სესიის პერიოდში გარდაცვლილ დეპუტატის გაიოზ აკაკის ძე ჯაყელის ხსოვნას.
სესიამ ერთხმად დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ და ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1983 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1982 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის არჩევა.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ და ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1983 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. ჭანბა.
მოხსენება „აფხაზეთის ასსრ-ის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1982 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. ჯიჭონაიამ.
მოსმენილ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენება, რომლითაც გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს: დეპუტატებმა ლ. ცვიჟბამ, გ. ნაჭყებიამ, ლ. აბაშიძემ, ნ. მარშანიამ, ნ. ლისენკომ, რ. ხაგბამ, მ. მარაბიანმა, ნ. ხასაიამ, ვ. კვარჭელიამ, თ. კოღონიამ, და გ ალანმა, ასევე სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ა. ორლოვმა. კამათის დასასრულს საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ჭანბა და დ. ჯიჭონაია.
ყოველმხრივი განხილვის შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონები — „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და დადგენილებები „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1983 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1982 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ“.
შემდეგ სესია გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე. ამ კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ს. ბ. კორიტნი.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სიტყვა მიეცა აფხაზეთის ასსრ-ის აგროსამრეწველო გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დეპუტატ ვ. ანდრიბავას და აფხაზეთის ასსრ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შ. ფილიას. შემოსულ შეკითხვებზე პასუხები სესიამ ცნობად მიიღო.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს მერვე სესიამ მუშაობა დაასრულა[3].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წლის 23 იანვარს:
- ბორის იოსების ძე ფაჩალია განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოვალეობისაგან, სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით;
- რომანოზ მიხეილის ძე ჩალმაზი დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე[4].
IX სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს IX სესია მოწვეულ იქნა 1984 წლის 20 ივლისს დილის 11 საათზე საბჭოების სახლის სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ. მან სესიას მოახსენა, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მერვე სესიის შემდეგ პერიოდში ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ჩატარდა დეპუტატის არჩევნები გასულის ნაცვლად.
სამანდატო კომისია გაეცნო არჩევნების მასალებს, შემოწმებულ იქნა ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილებანი, ამასთან დაკავშირებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი გ. ნაჭყებია. მან თქვა, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად ერთსულოვნად იქნა არჩეული სკპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე პ. ლ. ქვაჩახია.
სამანდატო კომისიის მოხსენების გამო ერთხმად იქნა მიღებული დადგენილება არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებათა ცნობის თაობაზე.
სესია შეუდგა შემდეგი დღის წესრიგის დამტკიცებას:
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხ დეპუტატთა საბჭოების ამოცანების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობდნენ სკკპ ცკ 1984 წლის აპრილის პლენუმისა და სსრ კავშირის მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის გადაწყვეტილებებიდან, სკკპ ცკ გენერალური მდივნის, , სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის კ. ჩერნენკოს გამოსვლებში ჩამოყალიბებული დებულებებიდან და დასკვებიდან;
- ავტონომიურ რესპუბლიკაში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სკოლის რეფორმის ძირითად მიმართულებათა შესახებ სკკპ ცკ 1984 წლის აპრილის პლენუმისა და სსრ კავშირის მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის გადაწყვეტილებათა რეალიზაციის ამოცანების თაობაზე;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. კობახია.
მოხსენების შემდეგ თავმჯდომარემ წინადადება შემოიტანა მოსმენილ იქნას მოხსენება დღის წესრიგის მეორე საკითხზეც და შემდეგ გამართულიყო კამათი ორივე საკითხზე. წინადადება მიღებულ იქნა.
დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვ. ცუგბა.
მოხსენებათა გამართულ კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები ე. კაპბა, ვ. მიქანბა, ნ. ტრეგუბი, შ. შარანგია, თ. კოღონია, ბ. ნაწყებია, რ. ანშბა, ი. ზადიკიანი, ა. კონჯარია, ასევე აფხაზეთის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ო. დამენია, სოხუმის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე რ. კვანტალიანი, ოჩამჩირის რაიონის თხინის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ა. დუმავა, გუდაუთის სახახლო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ს. ტარკილი, ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილების გამგე ა. ჩხეტია.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა სკპ ცკ ბიუროს წევრობის კანდიდატი, პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბ. ადლეიბა.
კამათის შემდეგ თავმჯდომარემ კენჭი უყარა დადგენილებათა პროექტებს განხილულ საკითხებზე. დადგენილებები ერთხმად იქნა მიღებული.
შემდეგ სესია გადავიდა დღის წესრიგის მორიგი საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცებაზე. ამ საკითხზე მოგვიანებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიწინია.
კანონებისა და დადგენილებათა პროექტების აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ დეპუტატებს წინასწარ დაურიგდათ. ერთხმად იქნა მიღებული კანონები აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
შემდეგ თავმჯდომარემ თქვა, რომ დეპუტატთა ჯგუფმა მიმართა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რათა სესიას ინფორმაცია გაუკეთდეს იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა აფხაზეთში სახალხო მოხმარების საქონლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის. დეპუტათა ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ შ. შაკაიამ.
ისტორიის მეცნიერების დარგში, მეცნიერული კადრების მომზადებისაში დამსახურებისათვის და დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გ. ძიძარია სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოვებულ იქნა ხალხთა მეგობრობის ორდენით.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეცხრე სესიამ ამით მუშაობა დაამთავრა[5].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]X სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს X სესია მოწვეულ იქნა 1984 წლის 24 დეკემბერს.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ. სესიის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის, სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრის, საბჭოთა კავშირის მარშალს დ. უსტინოვის ხსოვნას.
სესიამ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“;
- „აფხაზეთის ასსრ-ის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1983 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“;
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ“.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. ჭანბა.
მოხსენება „აფხაზეთის ასსრ-ის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1983 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. ჯიჭონაიამ.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენება გააკეთა მისმა თავმჯდომარემ ა. მოსკალენკომ.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი. კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ს. ბაგაფშმა, ნ. ქარქაშაძემ, შ. შარანგიამ, მ. შპაკოვამ, ნ. მარშანიამ, ა. ჯანსუზიანმა, რ. ხაგბამ, ლ. კვიტატიანმა და ვ. ანდრიბავამ, ასევე აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრმა რ. ჩალმაზმა და გუდაუთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ს. თარკილმა.
კამათის დამთავრების შემდეგ საბოლოო სიტყვებით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ჭანბა და დ. ჯიჭონაია.
ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“, კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დადგენილებანი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, „აფხაზეთის ასსრ-ის 1983 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“.
შემდეგ სესია გადავიდა შემდეგი მუხლის განხილვაზე — „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ“. ამ საკითხზე მოხსენება გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანმა დეპუტატმა ი. კვიწინიამ. სესიამ დაამტკიცა წარმოდგენილი ბრძანებულებანი.
დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვაზე პასუხით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი, დეპუტატი თ. კოღონია.
დასასრულს სესიაზე გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. კობახია., რომელმაც მაღალი შეფასება მისცა დეპუტატების წვლილსმიმდინარე წლის დავალებათა წარმატებით შესრულებაში.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეათე სესიამ ამით მუშაობა დაამთავრა[6].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, первая сессия десятого созыва, 20 марта 1980 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1981.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР (вторая сессия десятого созыва), 24 нояб. 1980 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1981.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, третья сессия десятого созыва, 21 июля 1981 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1982.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР , четвертая сессия десятого созыва, 22 декабря 1981 г.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, пятая сессия десятого созыва, 20 июля 1982 г. [Текст] : стенографический отчет. - Сухуми : Алашара, 1983.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, шестая сессия десятого созыва, 7 дек. 1982 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1983.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, седьмая сессия десятого созыва, 23 июля 1983 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1984.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР , восьмая сессия десятого созыва, 14 янв. 1984 г. Стенограф. отчет
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, девятая сессия десятого созыва, 20 июля 1984 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1985.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР десятая сессия десятого созыва, 24 дек. 1984 года Стеногр. отчет
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა (მეათე მოწვევის მეორე სესია), 1980 წ. 24 ნოემბერი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1981.
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა, მეათე მოწვევის მესამე სესია, 1981 წლის 21 ივლისი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1982.
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა, მეათე მოწვევის მეოთხე სესია, 1981 წ. 22 დეკ. : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1982.
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა, მეათე მოწვევის მეხუთე სესია 1982 წლის 20 ივლისი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1983.
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა, 1984 წ. 20 ივლისი, მეათე მოწვევის მეცხრე სესია : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1985.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №57 (10675), 21 მარტი, 1980
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №225 (10843), 25 ნოემბერი, 1980
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №11 (11628), 17 იანვარი, 1984
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №16 (11633), 24 იანვარი, 1984
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №140 (11757), 21 ივლისი, 1984
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №246 (11863), 25 დეკემბერი, 1984
|