აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (1947)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1947 წლის არჩევნებიაფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გაიმართა 1947 წლის 9 თებერვალს. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია შედგა 1947 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წლის 2 დეკემბრის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 1947 წლის 9 თებერვალს[1].

11 დეკემბერს „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 36 და 37 მუხლების საფუძველზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: დამტკიცებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშრომელთა საზოგადოებების შემდეგი შემადგენლობით:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — ილარიონ კადირის ძე კაკალია (იმავდროულად ოჩამჩირის რაიონის ჭილოვის №74 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილე — არსენ ნესტორის ძე ადამია;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — ვარლამ ომარის ძე მარღანია;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები: პეტრე სპირიდონის ძე ჯაფარიძე, თამარ ალექსანდრეს ასული თოდუა, ხუხუტ სოლომონის ძე ბღაჟბა, ვერა ნიკოლოზის ასული ხარაზია, როსტომ კონსტანტინეს ძე წულუკიძე, ტერენტი პაჭვალას ძე აბუხბაია, თევდორე ივანეს ძე ველიჩკო, ოლღა დავითის ასული პაპავა, ვლადიმერ დავითის ძე ხუბულური და ელენე პორფილეს ასული ჯანჯღავა[2].

აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 22 მუხლის და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 25-ე და 26-ე მუხლების საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 9 დეკემბერს დაადგინა შექმნილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 104 საარჩევნო ოლქი:

საარჩევნო უბანი დეპუტატობის კანდიდატები
ქ. სოხუმის №1 სტალინის საარჩევნო ოლქი აკაკი ივანეს ძე მგელაძე
ქ. სოხუმის №2 მოლოტოვის საარჩევნო ოლქი ანდრია მაქსიმეს ძე ჭოჭუა
ქ. სოხუმის №3 კაგანოვიჩის საარჩევნო ოლქი ქეთევან მელიტონის ასული ჩიკაშვილი
ქ. სოხუმის №4 ვოროშილოვის საარჩევნო ოლქი თამარ ათანასეს ასული ოდიშარია
ქ. სოხუმის №5 ბერიას საარჩევნო ოლქი ვალერიან ალექსანდრეს ძე ივარდავა
ქ. სოხუმის №6 ცხაკაიას საარჩევნო ოლქი ნინო ერისტოს ასული მაჭარიძე
ქ. სოხუმის №7 კიროვის საარჩევნო ოლქი ბარბალე გიორგის ასული წულეისკირი
ქ. სოხუმის №8 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქი მამანტი ისიდორეს ძე ბებია
ქ. სოხუმის №9 კუიბიშევის საარჩევნო ოლქი ალექსანდრე ქვათას ძე ბერია
ქ. სოხუმის №10 წითელი ფლოტის საარჩევნო ოლქი თამარ მამსირის ასული ავიძბა
ქ. სოხუმის №11 კომკავშირული საარჩევნო ოლქი ნიკოლოზ გიორგის ძე სტროევონსი
ქ. სოხუმის №12 საქართველოს საარჩევნო ოლქი ლეონ დიმიტრის ძე ჭედია
ქ. სოხუმის №13 ჩელუსკინელთა საარჩევნო ოლქი ნათელა გალაქტიონის ასული კუპრავა
ქ. სოხუმის №14 შავი ზღვის საარჩევნო ოლქი ვლადიმერ ანდრიას ძე ვეკუა
გაგრის რაიონი — ლესელიძის №15 საარჩევნო ოლქი ვასილ პახვალას ძე კალანდია
გაგრის რაიონი — მეხადირის №16 საარჩევნო ოლქი დომენტი ვლადიმერის ძე ალანია
გაგრის რაიონი — ბაღნარის №17 საარჩევნო ოლქი ერვანტ გევორქის ძე გარანიანი
გაგრის რაიონი — ზემო განთიადის №18 საარჩევნო ოლქი ნინო ბესარიონის ასული ხელაია
გაგრის რაიონი — განთიადის ცენტრალური №19 საარჩევნო ოლქი სამუელ ანტონის ძე რუხაია
გაგრის რაიონი — ხაშუპსის №20 საარჩევნო ოლქი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფარცხალაძე
გაგრის რაიონი — ძველი გაგრის №21 საარჩევნო ოლქი კაპიტონ დიმიტრის ძე კვარაცხელია
გაგრის რაიონი — ძველი გაგრის №22 საარჩევნო ოლქი გრიგოლ პეტრეს ძე პაპასკუა
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის №23 საარჩევნო ოლქი პავლე ბესარიონის ძე კვეკვეცია
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის №24 საარჩევნო ოლქი მიტროფანე ივანეს ძე სტარცევი
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის სოფლის №25 საარჩევნო ოლქი ვარლამ ომარის ძე მარღანია
გაგრის რაიონი — ალახაძის №26 საარჩევნო ოლქი დომნა პროკოფის ასული ქვარცხავა
გაგრის რაიონი — კალდახვარის №27 საარჩევნო ოლქი თემურ მაჰმედის ძე ქეცბა
გაგრის რაიონი — ბზიფის №28 საარჩევნო ოლქი ჟენია ალექსის ასული ჩიხრაძე
გუდაუთის რაიონი — კალდახვარის №29 საარჩევნო ოლქი დოროთე კონსტანინეს ძე ჩერქეზია
გუდაუთის რაიონი — ბლაბურხვის №30 საარჩევნო ოლქი ნესტორ პაშკის ძე აბჟარბა
გუდაუთის რაიონი — ახალსოფლის №31 საარჩევნო ოლქი გალინა მარკოზის ასული კერესელიძე
გუდაუთის რაიონი — ზვანდრიფშის №32 საარჩევნო ოლქი ივანე ალექსის ძე მონიავა
გუდაუთის რაიონი — დურიფშის №33 საარჩევნო ოლქი მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა
გუდაუთის რაიონი — ლიხნის №34 საარჩევნო ოლქი გრიგოლ დავითის ძე პილია
გუდაუთის რაიონი — კულანურხვის №35 საარჩევნო ოლქი გიორგი ივლიანეს ძე მერკვილაძე
გუდაუთის რაიონი — ოქტომბრის №36 საარჩევნო ოლქი ეკატერინე სტეფანეს ასული საჯაია
გუდაუთის რაიონი — გუდაუთის №37 საარჩევნო ოლქი გიორგი პორფილეს ძე ნასიძე
გუდაუთის რაიონი — აჩანდარის №38 საარჩევნო ოლქი ალექსი სულთანის ძე გულია
გუდაუთის რაიონი — აჭანდრის №39 საარჩევნო ოლქი შურეტა ეზათის ასული ყოლბაია
გუდაუთის რაიონი — აფხაზური ანუხვის №40 საარჩევნო ოლქი ხუხუტი სოლომონის ძე ბღაჟბა
გუდაუთის რაიონი — შავი ზღვის სანაპიროს №41 საარჩევნო ოლქი პლატონ კინტირიას ძე ნაყოფია
გუდაუთის რაიონი — ბაკლანოვკის №42 საარჩევნო ოლქი ნატალია ხარიტონის ასული ოტირბა
სოხუმის რაიონი — აფხაზური ეშერის №43 საარჩევნო ოლქი ნუცა მეტოს ასული ლაზბა
სოხუმის რაიონი — აფხაზური ეშერის №44 საარჩევნო ოლქი გიორგი სიმონის ძე სემიონოვი
სოხუმის რაიონი — გუმისთის №45 საარჩევნო ოლქი იონა კონსტანტინეს ძე გაბისონია
სოხუმის რაიონი — ლეჩქოფის №46 საარჩევნო ოლქი გრიგოლ ვლადიმერის ძე ვარდოსანიძე
სოხუმის რაიონი — თავისუფლების №47 საარჩევნო ოლქი იასონ იაკობის ძე ზარანდია
სოხუმის რაიონი — წიტელი ბესლეთის №48 საარჩევნო ოლქი გიორგი ივანეს ძე ბერულავა
სოხუმის რაიონი — შრომის №49 საარჩევნო ოლქი იაკობ ნიკოლოზის ძე ლომია
სოხუმის რაიონი — ახალშენის №50 საარჩევნო ოლქი გიორგი ირაკლის ძე ჩოგოვაძე
სოხუმის რაიონი — კონსტანტინოვკის №51 საარჩევნო ოლქი ერასტი ალექსანდრეს ძე კობახია
სოხუმის რაიონი — ოდიშის №52 საარჩევნო ოლქი ვასილ კონსტანტინეს ძე ბალავაძე
სოხუმის რაიონი — ახალსოფლის №53 საარჩევნო ოლქი ბიძინა ნესტორის ძე აბესაძე
სოხუმის რაიონი — კელასურის №54 საარჩევნო ოლქი მერი ანტონის ასული ძაძამია
სოხუმის რაიონი — მერხეულის №55 საარჩევნო ოლქი ვლადიმერ კონსტანტინეს ძე დგებუაძე
სოხუმის რაიონი — ოლგინსკის №56 საარჩევნო ოლქი შალვა ილიას ძე ჯალაღონია
სოხუმის რაიონი — წებელდის №57 საარჩევნო ოლქი კონსტანტინე დუტუს ძე კუჭავა
სოხუმის რაიონი — ამტკელის №58 საარჩევნო ოლქი დომენტი მანუჩარის ძე ჩაჩავა
სოხუმის რაიონი — წებელდის №59 საარჩევნო ოლქი მინუშა იაკობის ასული ახალაია
სოხუმის რაიონი — ოქტომბრის №60 საარჩევნო ოლქი სერგო ნოეს ძე სიგუა
სოხუმის რაიონი — აჯარის №61 საარჩევნო ოლქი მიტროფანე იონას ძე კუჭავა
სოხუმის რაიონი — აგუძერის №62 საარჩევნო ოლქი თამარ ალექსანდრეს ასული თოდუა
სოხუმის რაიონი — გულრიფშის №63 საარჩევნო ოლქი ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია
სოხუმის რაიონი — დრანდის №64 საარჩევნო ოლქი რაჟდენ კონდრატის ძე ბოხუა
სოხუმის რაიონი — ბაბუშერის №65 საარჩევნო ოლქი ოლღა ბეგლარის ასული სართანია
სოხუმის რაიონი — კოდორის №66 საარჩევნო ოლქი იოსებ ანდრიას ძე გვილავა
სოხუმის რაიონი — განახლების №67 საარჩევნო ოლქი ნინო რაჟდენის ასული კვარაცხელია
ოჩამჩირის რაიონი — აძუბჯის №68 საარჩევნო ოლქი ლუბა ვასილის ასული ფიფია
ოჩამჩირის რაიონი — ახალი კინდღის №69 საარჩევნო ოლქი მიხეილ კონსტანტინეს ძე დელბა
ოჩამჩირის რაიონი — ჯგერდის №70 საარჩევნო ოლქი მაგლონია კუცას ასული ამიჩბა
ოჩამჩირის რაიონი — კვიტაულის №71 საარჩევნო ოლქი ანდრია ნესტორის ძე ლოგუა
ოჩამჩირის რაიონი — კვიტოულის №72 საარჩევნო ოლქი დიმიტრი იოსების ძე გულია
ოჩამჩირის რაიონი — მოქვის №73 საარჩევნო ოლქი ეკატერინე ტაგუს ასული ქარაია
ოჩამჩირის რაიონი — ჭილოვის №74 საარჩევნო ოლქი ილარიონ კადირის ძე კაკალია
ოჩამჩირის რაიონი — გუფის №75 საარჩევნო ოლქი დავით ნესტორის ძე ჩხეიძე
ოჩამჩირის რაიონი — ბესლახუბის №76 საარჩევნო ოლქი თათუშა შკვაკის ასული ბობუა
ოჩამჩირის რაიონი — ტყვარჩელის №77 საარჩევნო ოლქი კონსტანტინე იაკობის ძე არშბა
ოჩამჩირის რაიონი — რეკის №78 საარჩევნო ოლქი ივანე კონსტანტინეს ძე ტანია
ოჩამჩირის რაიონი — პირველი ბედიის №79 საარჩევნო ოლქი ნიაზბეი მუსტაფას ძე ხონელია
ოჩამჩირის რაიონი — აგუბედიის №80 საარჩევნო ოლქი ვასილ ნიკოლოზის ძე ოტირბა
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის პირველ საქალაქოს №81 საარჩევნო ოლქი არქიპო გუჯის ძე არშბა
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის ოქტომბრის №82 საარჩევნო ოლქი ნიკოლოზ თეოფანეს ძე გვილავა
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის რუსთავლის №83 საარჩევნო ოლქი ბაბუცა სიკოს ასული კვეკვესკირი
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის მეოტხე საქალაქოს №84 საარჩევნო ოლქი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ხუნტუა
ოჩამჩირის რაიონი — აკარმარის №85 საარჩევნო ოლქი ანასტასია ვასილის ასული გუსევა
ოჩამჩირის რაიონი — მარჯვენა სანაპიროს №86 საარჩევნო ოლქი კონსტანტინე ნესტორის ძე ჩაგუნავა
ოჩამჩირის რაიონი — მარცხენა სანაპიროს №87 საარჩევნო ოლქი შალვა ლევანის ძე გარდაფხაძე
გალის რაიონი — წარჩის №88 საარჩევნო ოლქი ეკატერინე ნესტორს ასული ჭითანავა
გალის რაიონი — აჩიგვარის პირველი №89 საარჩევნო ოლქი ნიკიფორე ნაუს ძე აბლოთია
გალის რაიონი — აჩიგვარის №90 საარჩევნო ოლქი სონია ჯოტოს ასული გოგოხია
გალის რაიონი — ოქუმის №91 საარჩევნო ოლქი ჩოკოლი ნოჩოს ძე ქვაჩახია
გალის რაიონი — მუხურის №92 საარჩევნო ოლქი თამარ ბიციას ასული კაკავა
გალის რაიონი — ცხირი-გალის №93 საარჩევნო ოლქი ბესარიონ ანდრიას ძე მამულია
გალის რაიონი — გალის საქალაქო №94 საარჩევნო ოლქი მიხეილ სისოს ძე ცატავა
გალის რაიონი — რეჩხოცხირის №95 საარჩევნო ოლქი ივანე ერასტის ძე შარია
გალის რაიონი — ოტობაიის №96 საარჩევნო ოლქი ვენერა ვლადიმერის ასული ჭანია
გალის რაიონი — ფიჩორის №97 საარჩევნო ოლქი ალექსანდრე მალაქიას ძე გაბუნია
გალის რაიონი — ბარღების №98 საარჩევნო ოლქი ვლადიმერ ახლუს ძე გოგოხია
გალის რაიონი — რეფი-შეშელეთის №99 საარჩევნო ოლქი ალექსანდრე იორდანეს ძე მირცხულავა
გალის რაიონი — თაგელონის №100 საარჩევნო ოლქი შალვა ილარიონის ძე ბოკუჩავა
გალის რაიონი — ჭუბურხინჯის №101 საარჩევნო ოლქი ივანე ნიკოლოზის ძე ტუსკაძე
გალის რაიონი — ბარღების №102 საარჩევნო ოლქი ლავრენტი ხვიჩას ძე ქურსუა
გალის რაიონი — საბერიოს №103 საარჩევნო ოლქი ელენე უშანგის ასული ღურცკაია
გალის რაიონი — რეჩხი-ცხირის №104 საარჩევნო ოლქი სერგო ყაისარის ძე მათითაშვილი

არჩევნები 9 თებერვალს დილის 6 საათიდან საღამოს 12 საათამდე გრძელდებოდა. აფხაზეთის ასსრ-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით ურნებთან გამოცხადდა ამომრჩეველთა 99,98%-მა[3]. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესის აბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მ. დელბას სიტყვებით საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 195 356 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო 195 314-მა კაცმა. სტალინური ბლოკის კანდიდატებს ხმა მისცა 194 814 კაცმა (99,74%)[4].

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის კონსტიტუციის 36-ე მუხლის საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია მოიწვია 1947 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში[5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №2 (2687), 3 იანვარი, 1947 — გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №22 (2707), 30 იანვარი, 1947

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №237 (2665), 3 დეკემბერი, 1946
  2. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №247 (2675), 15 დეკემბერი, 1946
  3. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №31 (2716), 10 თებერვალი, 1947
  4. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №62 (2747), 29 მარტი, 1947
  5. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №62 (2747), 29 მარტი, 1947