აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის IX მოწვევის უმაღლესი საბჭო — აფხაზეთის ასსრ-ის მეცხრე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1975-1980 წლებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975-1980 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს ცამეტი სესია.
მმართველი რგოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — გიორგი ალექსის ძე ძიძარია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ნ. ხ. ხასაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ა. ი. დავიდოვა.
აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ბაგრატ ვასილის ძე შინკუბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ზაურ ალიასის ძე აგრბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ბაკური დავითის ძე გულუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — ვალერიან ოსმანის ძე კობახია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ციცინო თემური ასული ბარგანჯია, იმასტუი მელიქის ასული ზადიკიანი, სემიონ ბენციანის ძე კორიტნი, გალაკტიონ კონსტანტინეს ძე ნაჭყებია, ივანე გიორგის ძე პაპასკირი, რევაზ გიორგის ძე სალუქვაძე, ანა ივანეს ასული სემერჯიდი, ვალერი მიხეილის ძე ხინთბა და შოთა ელიზბარის ძე შარტავა.
სესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]I სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1975 წლის 25 ივნისს დილის 12:00 საათზე, სოხუმის ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის შენობაში.
დეპუტატ ა. ცობეხიას, უხუცესთა საბჭოს სახელით წინადადება შემოაქვს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის გახსნა მიენდოს ერთ-ერთ დეპუტატს, მწერალ ი. პაპასქირს. ამ წინადადებას ერთხმად ღებულობენ, რომლის შემდეგადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ი. პაპასქირი.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ნ. თოდუა, რომელმაც უხუცესთა საბჭოს დავალებით დაასახელა, ხოლო სესიამ ერთხმად დაამტკიცა:
- უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე — გ. ძიძარია;
- მოადგილეებად: ნ. ხასაია და ა. დავიდოვი.
დამტკიცდა დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევნები;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევნები;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შექმნა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა;
- აფხაზეთის ასსრ-ში სახალხო განათლების მდგომარეობის და მისი შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.
უმღლესი საბჭოს თავჯდომარემ წაიკითხა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის შ. თათარაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკის მთავრობა იხსნის ვალდებულებას უმაღლესი საბჭოს წინაშე. სესიამ ერთხმად დაამტკიცა საბჭოს თავჯდომარის მოთხოვნა და იმავდროულად დანიშნა რესპუბლიკის ახალი მთავრობის თავჯდომარედ და დაევალა სესიისთვის წარედგინა რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა, ხოლო არსებულ მთავრობას დაევალა თავისი მოვალეობის გაგრძელება ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებათა შესამოწმებლად აირჩიეს სამანდატო კომისია 9 კაცის ოდენობით (სამანდატო კომისიის თავჯდომარე — გ. ნაჭყებია). მცირე შესვენების შემდეგ, აფხაზეთის ასსრ-ის დეპუტატთა რწმუნებების შემოწმების თაობაზე, სესიის წინაშე ანგარიშით წარსდგა გ. ნაჭყებია. დეპუტატ ლ. ბგანბას წინადადებით სესიამ ერთხმად დაამტკიცა ყველა არჩეული მანდატის რწმუნებანი, ხოლო აფხაზეთის ასსრ-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა დამთავრებულად გამოცხადდა.
შემდეგ სესიამ აირჩია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლბით:
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე — ბ. შინკუბა; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილეები: ზაურ აგრბა და ბაკური გულუა. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — ვალერიან კობახია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ციცინო ბარგანჯია, იმასტუი ზადიკიანი, სემიონ კორიტნი, გალაკტიონ ნაჭყებია, ივანე პაპასქირი, რევაზ სალუქვაძე, ანა სემერჯიდი, ვალერი ხინთბა და შოთა შარტავა.
შემდეგ სესია შეუდგა მუდმივი კომისიების ფორმირებას.
- საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 7 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ვ. იოსავა);
- საგეგმო-საბიუჯეტო კომისია 7 კაცის ოდენობით (თავჯდომარე თ. ფეოდოროვა);
- ახალგაზრდობის საქმეტა კომისია 9 კაცის შემადგენლობთ (თავჯდომარე პ. ბარციცი);
- მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისია 7 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ტ. ლორთქიფანიძე);
- სოფლის მეურნეობის კომისია 9 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე ს. სააკიანი);
- ჯანმრთელობის დაცვის ფიზიკური კულტურისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე თ. თოფურია);
- სახალხო განათლებისა და კულტურის კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე ზ. ავიძბა);
- ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების კომისია 9 კაცის ოდენობით (თავჯდომარე შ. ჭოლოკუა);
- საბინაო მშენებლობის, კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომისია 9 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე გ. ჯაყელი);
- ბუნების დაცვის კომისია 9 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე ს. კვიწინია).
შემდეგ სესიამ დაამტკიცა შ. თათარაშვილის მიერ შემოთავაზებული აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა ახალი საბჭო შემდეგი შემადგენლბით:
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე — შოთა თათარაშვილი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე — ლორიკ მარშანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — შოთა შაკაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — იური ჭანბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი — პეტრე კოვალჩუკი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი — ვლადიმერ კვარჭელია;
- აფხაზეთის ასსრ-ის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი — გიორგი ზანთარია;
- აფხაზეთის ასსრ-ის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი — ნოდარ კიზირია;
- აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრი — ალექსი არგუნი;
- აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი — ზურაბ ლაბახუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი — თამარ კოღონია;
- აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრი — ალექსანდრე ცობეხია;
- აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი — აკაკი ბახუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრი — ლილი ბგანბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი — დავით ჯიჭონაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრი — კონსტანტინე სიჭინავა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საგეგმო კომისიის თავჯდომარე — გიორგი ცობეხია;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავჯდომარე — ბორის ფაჩალია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — სერგო ცინცაბაძე;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — ვლადიმერ ხიშბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შრომითი რესურსების გამოყენების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — ლეონიდ უჩანეიშვილი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — ვლადიმერ ტანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე — მეჯით ხვარწკია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური გაერთიანება „აფხაზსოფლტექნიკის“ თავჯდომარე — ილია წივწივაძე;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე — ლევან გალუსტოვი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საგზაო სამმართველოს უფროსი — მამია ჯახუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი — გურამ მათითაშვილი.
შემდეგ სესიამ მოისმინა დეპუტატ შ. თათარაშვილის მოხსენება „აფხაზეთის ასსრ-ში სახალხო განათლების მდგომარეობის და მისი შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. მოხსენების ირგვლივ განხილვაში შემოვიდნენ დეპუტატები: ბ. ჟორჟოლიანი, თ. კოღონია, ს. მალანია, ზ. ანჩაბაძე, ხ. აიბა, ტ. მალიგინა, ი. ზადიკიანიხ. ხვარცკია, ე. ხარაიშვილი, თ. ლაშქარაშვილი და ზ. აგრბა.
შემდეგ სესია გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცებაზე. უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო და დაამტკიცა შემდეგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „გულრიფშის რაიონში ცალკეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებების შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შესახებ“
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 18 იანვრის ბრძანებულება „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის მოვალეობისაგან ნ. ტრაფშის განთავისუფლების შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 18 იანვრის ბრძანებულება „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად ვ. კობახიას დანიშვნის შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 29 აპრილის ბრძანებულება — აფხაზეთის ასსრ-ის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ი. ჩოჩუას განთავისუფლების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 15 მაისის ბრძანებულება — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ა. ოტირბას გათავისუფლებისა და შ. შაკაიას დანიშვნის თაობაზე;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 15 მაისის ბრძანებულება — აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრის თანამდებობიდან ი. ქეცბას გათავისუფლებისა და ა. არგუნის დანიშვნის თაობაზე;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 15 მაისის ბრძანებულება — ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან ვ. შირიაევას განთავისუფლებისა და ზ. ლაბახუას დანიშვნის თაობაზე;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 15 მაისის ბრძანებულება — აფხაზეთის ასსრ-ის ჯანდაცვის მინისტრად გ. ზანთარიას დანიშვნის თაობაზე.
შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის 76-ე მუხლის შესაბამისად აირჩია აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს წევრი — სვეტლანა გოგიაშვილი.
დღის წესრიგი ამოიწურა. აფხაზეთის ასსრ-ის მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია დახურულად გამოცხადდა.[1]
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა ავთანდილ პეტრეს ძე საყვარელიძე.
1975 წლის 27 ოქტომბერს გაგრის პირველ საარჩევნო ოლქ №38-ში გასული დეპუტატის ნაცვლად დაინიშნა არჩევნები 1975 წლის 30 ნოემბერს.[2]
1975 წლის 9 დეკემბერს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარეობის მოვალეობიდან განთავისუფლდა ს. ცინცაბაძე.
II სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1975 წლის 22 დეკემბერს დილის 11:00 საათზე, სოხუმის ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის შენობაში.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წლის 23 დეკემბერს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შრომითი რესურსების გამოყენების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარეობიდან განთავისუფლდა ლეონიდ დიმიტრის ძე უჩანეიშვილი და დაინიშნა სერაპიონ თეოფანეს ძე მალანია.[3]
III სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1976 წლის 26 ივლისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IV სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1976 წლის დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]V სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1977 წლის 8 ივლისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VI სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს VI სესია მოწვეულ იქნა 1977 წლის 26 დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VII სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1978 წლის 12 იანვარს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VIII სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1978 წლის 11 აპრილს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IX სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს IX სესია მოწვეულ იქნა 1978 წლის 11 აპრილს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]X სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს X სესია მოწვეულ იქნა 1978 წლის 6 ივნისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XI სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს XI სესია მოწვეულ იქნა 1978 წლის 26 დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XII სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს XII სესია მოწვეულ იქნა 1979 წლის 24 ივლისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIII სესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს XIII სესია მოწვეულ იქნა 1979 წლის 18 დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წლის 25 თებერვალს აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია დაინიშნა 1980 წლის 20 მარტს ქალაქ სოხუმში.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Заседание Верховного Совета Абхазской АССР . Седьмая сессия девятого созыва 12 января 1978 года
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР . Восьмая сессия девятого созыва, 11 апреля 1978 г. Стеногр. отчет
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР . Внеочередная девятая сессия девятого созыва, 6 июня 1978 г. Стеногр. отчет
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР одиннадцатая сессия девятого созыва, 26 декабря 1978 г.
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, двенадцатая сессия девятого созыва, 24 июля 1979 года
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР , тринадцатая сессия девятого созыва (18 декабря 1978 года)
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები : პირველი სესია. 1975 წ. 25 ივნისი. სტენოგრაფიული ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1976.
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მე-2 სესია, 1975 წლის 22 დეკემბერი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1976.
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები (მესამე სესია), 1976 წლის 26 ივლისი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1976.
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მეოთხე სესია : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1977.
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მეხუთე სესია, 1977 წ. 8 ივლისი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1977.
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მეექვსე სესია, 1977 წლის 26 დეკემბერი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1978.
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები (მერვე სესია), 1978 წლის 11 აპრილი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1978
- აფხაზეთის ასსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები : მეცხრე სესია. სტენოგრაფიული ანგარიში. 1978 წლის 6 ივნისი. - სოხუმი : ალაშრა, 1978
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა, მეცხრე მოწვევის მეთერთმეტე სესია, 1978 წ. 26 დეკემბერი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1979.
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა (მეცხრე მოწვევის მეთორმეტე სესია), 1979 წ. 24 ივლ. : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1980.
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომა (მეცხრე მოწვევის მეცამეტე სესია), 1979 წ. 18 დეკ. : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1980.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||