კონსტანტინე ოზგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
კონსტანტინე ოზგანი
აფხ. Константин Константин-иԥа Озган
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1939(1939-05-15)
დაბადების ადგილი ლიხნი
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი, 2016(2016-03-22) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოხუმი
მოქალაქეობა აფხაზეთის რესპუბლიკა
 საქართველო
განათლება Georgian State University of Subtropical Agriculture
შვილ(ებ)ი Kristina Ozgan
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და ორდენი „პატივი და დიდება“

კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ოზგანი (აფხ. Константин Константин-иԥа Озган; დ. 15 მაისი, 1939, სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 22 მარტი, 2016, სოხუმი) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სეპარატისტული აფხაზეთის ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. 1981 წელს წარმატებით დაასრულა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. 1967-1976 წლებში მუშაობდა გუდაუთის ჩაის ფაბრიკაში ცვლის უფროსად, მთავარ ინჟინრად, დირექტორად. 1976-1978 წლებში იყო გუდაუთის რაიკომის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი, 1978-1989 წლებში — საქართველოს კომპარტიის გუდაუთის რაიონის პირველი მდივანი. 1978-1991 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აქედან 1988 წლის 22 დეკემბრამდე იყო აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილე, ხოლო 1988 წლის 22 დეკემბრიდან 1990 წლის 4 დეკემბრამდე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

1978 და 1989 წლებში — აფხაზეთში პოლიტიკური გამოსვლების აქტიული მონაწილე, რის გამოც 1989 წელს განთავისუფლებული იქნა საქართველოს კომპარტიის გუდაუთის რაიონის პირველი მდივნის თანამდებობიდან. 1989 წელს არჩეულ იქნა გუდაუთის რაიონის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის თავმჯდომარედ, რის შედეგადაც საქართველოს სსრ-ის პროკუტრატურამ 1989 წლების პოლიტიკური მღელვარებაში მონაწილეობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

1989-1994 წლებში იყო კავკასიის მთიელთა კონფედერაციის აქტიური მონაწილე და კავკასიის მთიელთა კონფედრაციის კავკასიურ საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარე.

1992-1993 წლების ფხაზეთის ომის დროს იყო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი. დიდ დროს უთმობდა ჩრდილოკავკასიელ, რუსეთის კაზაკთა და შორეულ საზღვარგარეთის მებრძოლებთან მუშაობას. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელთა დავალებით არაერთხელ ჩაუტარებია შეხვედრები კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეთა, როსტოვის ოლქის, ადიღეის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. საკმაო პოლიტიკურ-ეკონომიკური სამუშაო გასწია სამხრეთ რუსეთის კაზაკობასთან, დონის დიდ არმიასთან, ყუბანის კაზაკობასთან და სტავროპოლის კაზაკთა კავშირთან. არაერთხელ მიუღია მონაწილეობა კაზაკტა დიდი წრეების მუშაობაში. 1993 წელს იყო ორგანიზატორი სამხრეთ რუსეთის კაზაკობასა და კავკასიის ხალხთა კონფედერაციასთან.

1991 წელს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე აჭანდარის №44 საარჩევნო ოლქში. 29 წექტემბერს პირველივე ტურში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა და გახდა აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.

1992 წელს სეპარატისტულად განწყობილ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უმცირესობასთან ერთად დააარსა „აფხაზეთის რესპუბლიკა“. 1992-1996 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტარი, პრეზიდიუმის წევრი და სოცუალურ-ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე. 1996-1997 წლებში აფხაზეთის რეპუბლიკისსაგარეო საქმეთა მინისტრი. 1997-1999 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი. 1999-2002 წლებში — აფხაზეთის რეპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარე. 2002 წლიდან — აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე. ცხოვრების ბოლომდე იყო აფხაზეთის რესპუბლიკის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელი.

2016 წლის 22 მარტს კონსტანტინე ოზგანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ლიხნის საგვარეულო სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лакоба С. «Абхазия после двух империй XIX-XXI вв.» // 21st Century COE Program Slavic Eurasian Studies. — Sapporo, 2004. — № 5.