ელიზაბეტ დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ბავშობ → ბავშვობ using AWB
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ელიზაბეტა დე ვალუა|ორიგინაური სახელი=Elizabeth de Valois|სურათი=Isabel de Valois2..jpg|ქვეყანა=[[ესპანეთი|ესპანეთის]]|თანამდებობა=დედოფალი|მმართველობის დასაწყისი=22 ივნისი, 1559|მმართველობის დასასრული=3 ოქტომბერი, 1568|წინამორბედი=[[მერი ტიუდორი]]|მემკვიდრე=[[ანა ავსტრიელი]]|დაბადების თარიღი=2 აპრილი, 1545|დაბადების ადგილი=[[ფონტენბლოს სასახლე]], [[პარიზი]], [[საფრანგეთის სამეფო]]|გარდაცვალების თარიღი=3 ოქტომბერი, 1568|გარდაცვალების ადგილი=[[ესკორიალის სასახლე]], [[მადრიდი]], [[ესპანეთის იმპერია]]|ქორწინება=[[ფილიპე II]]|შვილები=[[ისაბელ კლარა ეუხენია]], [[კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი]]|დინასტია=[[ვალუები]]|მამა=[[ანრი II]]|დედა=[[ეკატერინე მედიჩი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ელიზაბეტა დე ვალუა|ორიგინაური სახელი=Elizabeth de Valois|სურათი=Isabel de Valois2..jpg|ქვეყანა=[[ესპანეთი|ესპანეთის]]|თანამდებობა=დედოფალი|მმართველობის დასაწყისი=22 ივნისი, 1559|მმართველობის დასასრული=3 ოქტომბერი, 1568|წინამორბედი=[[მერი ტიუდორი]]|მემკვიდრე=[[ანა ავსტრიელი]]|დაბადების თარიღი=2 აპრილი, 1545|დაბადების ადგილი=[[ფონტენბლოს სასახლე]], [[პარიზი]], [[საფრანგეთის სამეფო]]|გარდაცვალების თარიღი=3 ოქტომბერი, 1568|გარდაცვალების ადგილი=[[ესკორიალი]], [[მადრიდი]], [[ესპანეთის იმპერია]]|ქორწინება=[[ფილიპე II]]|შვილები=[[ისაბელ კლარა ეუხენია]], [[კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი]]|დინასტია=[[ვალუები]]|მამა=[[ანრი II]]|დედა=[[ეკატერინე მედიჩი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}


'''ელიზაბეტა დე ვალუა''' ([[ესპანური ენა|ესპ]]. Isabel de valois ; [[ფრანგ.]] ''É''izabeth de france; [[ინგლისური ენა|ინგ.]] Elizabeth de valois) (დ. [[2 აპრილი]] [[1545]]- გ. [[3 ოქტომბერი]] [[1568]]) — [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II დე ვალუასა]] და მისი მეუღლის, [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე დე მედიჩის]] უფროსი ქალიშვილი და მეორე შვილი.[[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრინცესა და [[ესპანეთი|ესპანეთის]] დედოფალი.
'''ელიზაბეტა დე ვალუა''' ([[ესპანური ენა|ესპ]]. Isabel de valois ; [[ფრანგ.]] ''É''izabeth de france; [[ინგლისური ენა|ინგ.]] Elizabeth de valois) (დ. [[2 აპრილი]] [[1545]]- გ. [[3 ოქტომბერი]] [[1568]]) — [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II დე ვალუასა]] და მისი მეუღლის, [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე დე მედიჩის]] უფროსი ქალიშვილი და მეორე შვილი.[[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრინცესა და [[ესპანეთი|ესპანეთის]] დედოფალი.

17:31, 16 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ელიზაბეტა დე ვალუა
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 22 ივნისი, 1559
მმართ. დასასრული: 3 ოქტომბერი, 1568
წინამორბედი: მერი ტიუდორი
მემკვიდრე: ანა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 აპრილი, 1545
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 3 ოქტომბერი, 1568
გარდ. ადგილი: ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთის იმპერია
მეუღლე: ფილიპე II
შვილები: ისაბელ კლარა ეუხენია, კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი
დინასტია: ვალუები
მამა: ანრი II
დედა: ეკატერინე მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეტა დე ვალუა (ესპ. Isabel de valois ; ფრანგ. Éizabeth de france; ინგ. Elizabeth de valois) (დ. 2 აპრილი 1545- გ. 3 ოქტომბერი 1568) — ანრი II დე ვალუასა და მისი მეუღლის, ეკატერინე დე მედიჩის უფროსი ქალიშვილი და მეორე შვილი.საფრანგეთის პრინცესა და ესპანეთის დედოფალი.

ადრეული ცხოვრება

ელიზაბეტა ვალუა დაიბადა 1545 წლის 2 აპრილს, ფონტენბლოს სასახლეში. ელიზაბეტას მამა იყო საფრანგეთის მეფე ანრი II ხოლო დედა, დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ელიზაბეტას დაბადებიდან სამ წელიწადში მისი უფროსი ძმა, დანიშნეს შოტლანდიის 5 წლის დედოფალ, მარიამ სტიუარტზე. ელიზაბეტას მამის ბრძანებით ის და მარიამი დებივით უნდა გაზრდილიყვნენ, რის გამოც ორივე ერთ ოთახში დააბინავეს. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტას მარიამი პრივილეგირებულ მდგომარეუბაში იყო (იქიდან გამომდინარე, რომ მარიამი უკვე დედოფალი იყო, ელიზაბეტა კი პრინცესა), ორივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი უფრო ლამაზი იყო ვიდრე ელიზაბეტა, იგი მაინც იყო ეკატერინე მედიჩის საყვარელი ქალიშვილი. ისტორიკოსები ელიზაბეტას ბავშვობაში ახასიათებდნენ მშვიდ, მდუმარე, ღვთისმოშიშ და განათლებულ ბავშვად. სწორედ მისი მორჩილი ხასიათისა და ფიზიკური სილამაზის წყალობით იყო ელიზაბეტა მშობლების "ფავორიტი" შვილი.

საქმროს ძიება

თავდაპირველად ელიზაბეტას მშობლებმა განიზრახეს მისი მითხოვება ინგლისის მეფე ედუარდ VI-ზე, ისინი დაინიშნნენ კიდეც, თუმცა 1553 წელს ედუარდი გარდაიცვალა. 1555 წელს ელიზაბეტა დაინიშნა ესპანეთის ინფანტ დონ კარლოს ჰაბსბურგზე. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ დონ კარლოსს კუზი და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამიტომაც ეს ნიშნობა ჩაიშალა და ახალი საქმროს ძიება დაიწყეს. 1559 წელს დასრულდა '' იტალიური ომები'', რომელსაც საფრანგეთი ესპანეთთან აწარმოებდა. ამიტომაც ესპანეთთან ალიანსის განსამტკიცებლად გადაწყვიტეს ელიზაბეტას მითხოვება ესპანეთის მეფე ფილიპე II-ზე. ეს იდეა მანამდეც არსებობდა, თუმცა ფილიპეს ცოლი ჰყავდა, 1558 წელს კი მისი მეორე მეუღლე - დედოფალი მერი ტიუდორი გარდაიცვალა. ამ მოვლენების გათვალისწინებით ელიზაბეტა და ფილიპე დაინიშნენ. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ დროს ელიზაბეტა 14 წლის იყო, ფილიპე კი 31-ის.

ესპანეთის დედოფალი

ელიზაბეტა ვალუა ესპანეთში
ფილიპე II, ელიზაბეტას მეუღლე

1559 წელს ფილიპე II საფრანგეთში ჩავიდა და თან ჩაიტანა ესპანეთის დედოფლის გვირგვინი და ძვირფასი ბეჭედი. ამავე წლის 22 ივნისს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ელიზაბეტა და ფილიპე დაქორწინდნენ, ამავე დღეს მოეწყო ელიზაბეტას ესპანეთის დედოფლად კურთხევის ცერემონიალი. ელიზაბეტას მამამთილად ერგებოდა წარსულში ესპანეთისა და ს.რ.ი.-ს მმართველი კარლოს V, ხოლო დედამთილად დედა დედოფალი იზაბელა პორტუგალიელი. ამასთან ჰყავდა 2 მულიც : 1. მარია ესპანელი - ს.რ.ი.-ს, ჩეხეთის, იტალიის, უნგრეთის, ავსტრიის და ხორვატიის დედოფალი; 2. ხუანა ესპანელი - პორტუგალიისა და ალავგარის ინფანტა.

ელიზაბეტას საქორწინო ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. 1559 წლის 30 ივნისს გაიმართა გასართობი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა თვით ანრი II-მ მიიღო. საუბედუროდ ეს შერკინება ფატალური აღმოჩნდა და ანრის შოტლანდიელმა გვარდიელმა, ლორდმა მონტგომერიმ თვალში შუბი მოარტყა. ანრი ამავე წლის 10 ივლისს გარდაიცვალა. საფრანგეთის მეფე მისი ძმა ფრანსუა II გახდა. ამავე წელს ელიზაბეტა და ფილიპე უზარმაზარი ამალით ესპანეთში ჩავიდნენ. ესპანეთში ელიზაბეტამ გაიცნო მხატვრები - სოფონისბა ანგისოლა და ანა მენდოზა. მათ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ელიზაბეტაზე, რომ მან ისინი სამეფო კარის მხატვრებად აიყვანა. ელიზაბეტა ასევე მფარველობდა ხელოვნების სხვა დარგებსაც. მისი მოღვაწეობის პერიოდში ძლიერ დაიხვეწა ესპანური ფერწერა და ლიტერატურა.

14 წლის ელიზაბეტამ დიდი გავლენა მოახდინა ფილიპე II-ზეც. მას ძალიან მოსწონდა ელიზაბეტას ქარიზმატული ხასიათი და ფიზიკური მშვენიერება. მიუხედავად ასეთი დიდი ასაკობრივი სხვაობისა მათი ცოლ-ქმრული კავშირი საკმაოდ მყარი იყო, განსხვავებით სხვა სამეფო ოჯახებისაგან. ამასთან დედასთან წერილებში ელიზაბეტა აღნიშნავდა, რომ იგი კმაყოფილია თავისი ქმრით და ესპანეთში მეორე სახლი იპოვა. ფილიპემ თავისი ახალგაზრდა მეუღლის გასართობად ესპანეთში გამართა ტურნირები. ამას გარდა ელიზაბეტას გემოვნებით მოაწყვეს სამეფო სასახლე და მისი ბაღიც.

ელიზაბეტა ვალუა 1565 წელს

ამ ყველაფრის მიუხედავად მათ მაინც ჰქონდათ ერთი პრობლემა და ის ფილიპეს ვაჟი დონ კარლოსი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე ელიზაბეტა და დონ კარლოსი დანიშნულნი იყვნენ კარლოსს კვლავ ჰქონდა თბილი გრძნობები დედინაცვლის მიმართ. ამიტომაც იგი არ ფარავდა საკუთარ გრძნობებს და ელიზაბეტას დაუფარავად ეტრფოდა. მიუხედავად ამისა ელიზაბეტა ქმრის ერთგული იყო, ხოლო კარლოსს როგორც გერს ძალიან თბილად ექცეოდა. ხოლო მაშინ კი როდესაც უკონტროლო გახდა კარლოსის ქცევები ფილიპემ მეუღლის დასაცავად შვილი დილეგში გამოკეტა, რამაც კარლოსი მალევე იმსხვერპლა. ამ სასიყვარულო სამკუთხედზე ჯუზეპე ვერდიმ შექმნა თავისი ლეგენდარული ოპერა "დონ კარლოსი".

ფილიპეს ელიზაბეტა ძალიან უყვარდა, იმის მიუხედავად, რომ იგი მემკვიდრეს ვერ აჩენდა. 1564 წელს ელიზაბეტამ ტყუპი მვდარშობილი გოგონები გააჩინა. ამას კიდევ მოჰყვა 1565 წელს კიდევ ერთი მკვდარშობილი გოგონა. ამავე წელს ელიზაბეტა სამკურნალოდ მშობლიურ საფრანგეთში ჩავიდა. მას ლა-როშელის ციხესიმაგრეში დახვდნენ დედა - ეკატერინე მედიჩი, და ძმა, ახლა უკვე საფრანგეთის მეფე შარლ IX. ეკატერინე მედიჩი შვილით ძალზედ უკმაყოფილო დარჩა ვინაიდან ელიზაბეტას ესპანელის კვალი უფრო ემჩნეოდა ვიდრე ფრანგის. ქცევები, მანერები, საუბარი მთლიანად ესპანელი ქალის ჰქონდა. ამის გამო ეკატერინემ ძალიან უსაყვედურა, ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვაჟს ვერ აჩენდა და ამით ფრანკო-ესპანურ ალიანსს საფრთხის წინაშე აყენებდა.1565 წელს ელიზაბეტა კვლავ ესპანეთში ბრუნდება. 1566 წლის 12 აგვისტოს ელიზაბეტამ ცოცხალი და ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, სახელად ისაბელ კლარა ეუხენია. ამას მოჰყვა 1567 წლის 10 ოქტომბერს მეორე გოგონა სახელად კატალინა მიკაელა. 1568 წლის 3 ოქტომბერს ელიზაბეტამ მკვდარშობილი გოგონა გააჩინა, საუბედუროდ 23 წლის ელიზაბეტამ ამდენ მშობიარობას ვეღარ გაუძლო და იმავე დღეს გარდაიცვალა.

ეკატერინე მედიჩიმ იმის შიშით, რომ ფრანკო-ესპანური ალიანსი გაწყდებოდა ფილიპეს შესთავაზა, რომ ცოლად ელიზაბეტას უმცროსი და - მარგარიტა ვალუა შეერთო, რაზეც ფილიპემ უარი განაცხადა. 1570 წელს ფილიპემ ცოლად საკუთარი დის შვილი მოიყვანა და სწორედ მასთან შეეძინა ტახტის მემკვიდრე.

ოჯახი

ელიზაბეტას გოგონები

ქმარ-შვილი

ელიზაბეტამ ფილიპეს ორი ქალიშვილი აჩუქა:

და-ძმები

ტიტულები

ელიზაბეტა დე ვალუას ტიტულები:

ლიტერატურა

  • Nader. Power and Gender in Renaissance Spain: Eight Women of the Mendoza Family, 1450-1650. p. 1.
  • Published by Penguin Group / G.P. Putnam's Sons, New York, 2010. ISBN 978-0-399-15610-6.
  • Helen Nader: (Editor), Power and Gender in Renaissance Spain: Eight Women of the Mendoza Family, 1450-1650. (Champaign: University of Illinois Press, 2003). 224 pages. ISBN 0-252-07145-X.

რესურსები ინტერნეტში