მილანის საჰერცოგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მილანის საჰერცოგო
Ducato di Milano
Ducatus Mediolani
1 მაისი 1395–15 ნოემბერი 1796

დროშა

მილანის საჰერცოგო 1494 წელს, წარმოდგენილია თეთრად, დანარჩენი იტალიური სახლმწიფოების ფონზე
დედაქალაქი მილანი
ენები იტალიური
ლათინური
ესპანური
გერმანული
ფრანგული
რელიგია კათოლიციზმი
მთავრობა მონარქია
ისტორია
 -  შეიქმნა 1 მაისი 1395
 -  გაუქმდა 15 ნოემბერი 1796
ვალუტა მილანური სკუდო, ლირა, დუკატი და სოლდო

მილანის საჰერცოგო — ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე, საღვთო რომის იმპერიაში შემავალი პატარა სახელმწიფო. ის შეიქმნა 1395 წელს და მოიცავდა 26 ქალაქს, უმარავ დიდ სოფელს, მდინარე პოს აუზსა და მონტფერატის მამულებს. მას დასავლეთიდან სავოიის საჰერცოგო ესაზღვრებოდა, ჩრდილოეთიდან შვეიცარიის კანტონები, აღმოსავლეთიდან ვენეციის რესპუბლიკა, ხოლო სამხრეთიდან გენუის რესპუბლიკა. XV-XVI საუკუნეებში მილანის საჰერცოგოს ფრანგები დაეპატრონნენ, თუმცა 1516 წელს მილანი ესპანეთმა დაიპყრო, 1700 წლამდე მილანი ესპანეთის კოლონია იყო. ესპანეთის ტახტის მემკვდირეობისთვის ომის დროს მილანი და ჩრდილოეთ იტალია ავსტრიამ დაიპყრო. 1796 წლამდე მილანი ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში იყო, მანამ სანამ ნაპოლეონ ბონაპარტემ არ დაიპყრო მთლიანი იტალია და თავად მილანიც. ნაპოლეონის დაცემის შემდეგ კი მილანის საჰერცოგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კისალპინის რესპუბლიკა, რითაც მილანის საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა.

ნაპოლეონის დაცემის შემდეგ 1815 წელს ვენის კონგრესმა აღადგინა მრავალი ევროპული სახელმწიფო, რომელიც მან გააუქმა, თუმცა არა მილანის საჰერცოგო. მილანის საჰერცოგოს ტერიტორიები გადაანაწილეს ვენეციისა და ლომბარდიის დეპარტამენტებში და ავსტრიას მიუერთეს. 1859 წელს მილანის საჰერცოგოს ტერიტორიები პიემონტ-სარდინიის სამეფომ დაიპყრო, რომელიც 1861 წელს იტალიის სამეფოს მიუერთდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]