საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
„საუწყენო ორგანო“ — ასეთი ცნება (ტერმინი) არ არსებობს.
No edit summary
ხაზი 41: ხაზი 41:
|შენიშვნა =
|შენიშვნა =
}}
}}
'''საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო''' — [[საქართველოს სამინისტრო]], რომლის ხელმძღვანელიც ([[მინისტრი]]) საქართველოს მთავრობის წევრია.<ref>[http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27 მინისტრთა კაბინეტი]</ref> სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრის]] მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
'''საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო''' — [[საქართველოს სამინისტროები|საქართველოს სამინისტრო]], რომლის ხელმძღვანელიც ([[მინისტრი]]) საქართველოს მთავრობის წევრია.<ref>[http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27 მინისტრთა კაბინეტი]</ref> სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრის]] მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.


== ისტორია ==
== ისტორია ==

16:52, 6 დეკემბერი 2014-ის ვერსია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უწყების შესახებ
მინისტრი თამარ სანიკიძე
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.mes.gov.ge

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელიც (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია.[1] სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

ისტორია

საქართველოს განათლების სამინისტრო პირველად წარმოიშვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში. პირველი მინისტრი იყო 1918-1920 წწ. გიორგი ლასხიშვილი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწოდა განათლების სახალხო კომისარიატი, პირველი კომისარი იყო დავით კანდელაკი. შემდგომ სახალხო კომისარიატს ეწოდა საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროდ. 1990 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროს მინისტრი იყო ლია ანდღულაძე.

შენობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა წარმოადგენს XIX საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს. მისი მშენებლობა დაიწყო 1893 წელს და დასრულდა 1895 წელს. შენობა აშენდა სპეციალურად თბილისის მე-2 კლასიკური გიმნაზიისთვის. 1943 წელს შენობაში ამოქმედდა ადმირალ ნახიმოვის სახელობის სასწავლებელი. 1984 წელს შენობა გადაეცა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს. 1994 წლის 9 ნოემბერს შენობას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა, ხოლო შემდგომ კლიმატური ზემოქმედებისაგან სერიოზული ზიანი მიადგა შენობის საძირკველსაც. აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა 1999-2000 წლებში, სამშენებლო კომპანია „საქგვირაბმშენი“-ის მიერ. გამაგრდა შენობის მარჯვენა ფლიგელის ფუნდამენტი. გამაგრდა ამავე ფლიგელის მზიდი კედლები რკინა-ბეტონის ჩარჩოთი, ხოლო სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით.

მეორე ეტაპი დაიწყო 2002 წლის 23 აპრილს. საქართველოს ნავთობის სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულდა შენობის შიდა მოპირკეთება, გათბობა, ელექტროგაყვანილობა და სანტექნიკური სამუშაოები. ჩატარდა შენობის მარცხენა ფლიგელის გასამაგრებელი სამუშაოები.

სამუშაოებზე დაიხარჯა სულ 3 820 000 ლარი[2]. შენობის საერთო ფართი არის 5 400 კვ. მეტრი. აქედან სასარგებლო ფართია 3 800 კვ. მეტრი.

მინისტრები

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პოსტი ეკავათ:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი
  2. თანხის უდიდესი ნაწილი მსოფლიო ბანკის კრედიტით დაიფარა [1]