დონბას არენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:
== მშენებლობა და დიზაინი ==
== მშენებლობა და დიზაინი ==
[[ფაილი:Construction_of_Donbass_Arena_Stadium_1.jpg|მინი|მარცხნივ|დონბას არენა 2007 წლის აგვისტოში]]
[[ფაილი:Construction_of_Donbass_Arena_Stadium_1.jpg|მინი|მარცხნივ|დონბას არენა 2007 წლის აგვისტოში]]
მშენებლობა დაიწყო [[2006]] წლის 27 ივნისს. მთავარი კონტრაქტორი იყო თურქული კომპანია [[ენკა]]. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 2009 წელს და ამავე წელს გაიხსნა. დაახლოებით 1600 ძირითადად თურქი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას სტადიონის მშენებლობაში.
მშენებლობა დაიწყო [[2006]] წლის 27 ივნისს. მთავარი კონტრაქტორი იყო თურქული კომპანია ENKA. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 2009 წელს და ამავე წელს გაიხსნა. სტადიონის მშენებლობაში დაახლოებით 1600 სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას, ძირითადად თურქები.


სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია [[არუპსპორტი|არუპსპორტმა]]. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: [[მანჩესტერ სიტის სტადიონი]] ([[მანჩესტერი]], [[ინგლისი]]), [[ალიანც არენა]] ([[მიუნხენი]], [[გერმანია]]), [[პეკინის ეროვნული სტადიონი]] ([[პეკინი]], [[ჩინეთი]]). ამ უკანასკნელის მეტსახელია ჩიტის ბუდე. დონბას არენა წააგავს მფრინავ თეფშს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღე მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამე მუშაობს სპეციალური მოედნის განათებები, შიდა და გარე დეკორაციული განათებები.
სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია [[არუპსპორტი|არუპსპორტმა]]. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: [[მანჩესტერ სიტის სტადიონი]] ([[მანჩესტერი]], [[ინგლისი]]), [[ალიანც არენა]] ([[მიუნხენი]], [[გერმანია]]), [[პეკინის ეროვნული სტადიონი]] ([[პეკინი]], [[ჩინეთი]]).
დონბას არენა მფრინავ თეფშს წააგავს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღისით მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამით მუშაობს შიდა და გარე სპეციალური დეკორაციული განათებებით.


== გახსნა ==
== გახსნა ==

21:14, 21 ივნისი 2012-ის ვერსია

დონბას არენა
[[ფაილი:ფაილი:Donezk Donbass Arena 01.JPG|300პქ]]
მდებარეობა დონეცკი, უკრაინა
კოორდინატები 48°01′15″ ჩ. გ. 37°48′35″ ა. გ. / 48.02083° ჩ. გ. 37.80972° ა. გ. / 48.02083; 37.80972
აშენდა 2006-2009
გაიხსნა 29 აგვისტო, 2009
მესაკუთრე ენკა
ოპერატორი დონბას არენა
საფარი ბალახი
კონსტრუქციის ღირებულება 3,175
არქიტექტორი არუპსპორტი
ტევადობა 51,504
გუნდები
შახტარ დონეცკი

დონბას არენა (უკრ. Донбас Арена) — საფეხბურთო სტადიონი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში. სტადიონი გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. მდებარეობს ლენინის პარკში. იტევს 51,504 მაყურებელს. სტადიონი მასპინძლობს დონეცკის „შახტარის“ საშინაო მატჩებს და ზოგიერთ მატჩს 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. სტადიონი მასპინძლობს ევრო 2012-ის შეხვედრებს.

სტადიონს მშენებლობაზე დაიხარჯა 250 აშშ დოლარი, 30 მილიონი კი მის ირგვლივ პარკის და სხვა ობიექტების ასაშენებლად.

სტადიონის სახელი მიღებულია ორი სიტყვის შემოკლებით: დონეცკის ბასეინი - დონბასი.

მშენებლობა და დიზაინი

დონბას არენა 2007 წლის აგვისტოში

მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 ივნისს. მთავარი კონტრაქტორი იყო თურქული კომპანია ENKA. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 2009 წელს და ამავე წელს გაიხსნა. სტადიონის მშენებლობაში დაახლოებით 1600 სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას, ძირითადად თურქები.

სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია არუპსპორტმა. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: მანჩესტერ სიტის სტადიონი (მანჩესტერი, ინგლისი), ალიანც არენა (მიუნხენი, გერმანია), პეკინის ეროვნული სტადიონი (პეკინი, ჩინეთი).

დონბას არენა მფრინავ თეფშს წააგავს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღისით მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამით მუშაობს შიდა და გარე სპეციალური დეკორაციული განათებებით.

გახსნა

სტადიონის მშენებლობა გახსნის დროზე ადრე დასრულდა. გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. ამავე დღეს უკრაინაში აღინიშნება მაღაროელების დღე და ქალაქ დონეცკის დღე. ქალაქი მდებარეობს სამთო მრეწველობის რეგიონში და თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული. ამასთანაა დაკავშირებული სტადიონის მფლობელი გუნდის შახტარ დონეცკის სახელწოდებაც (დონეცკის ქვანახშირის მაღაროელები).

სტადიონზე პირველი მატჩი გამართა შახტარ დონეცკიმ 2009-10 წლების უკრაინის პრემიერ ლიგის ფარგლებში საფეხბურთო კლუბ ობოლონ კიევის წინააღმდეგ და 4-0 გაიმარჯვა.

გალერეა

2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები

დონბას არენა არის ერთ-ერთი საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მასპინძელია. სტადიონი არის D ჯგუფის მატჩების, პლეი-ოფის და ნახევარფინალის მასპინძელი. მეორე ნახევარფინალი იმართება კიევის ოლიმპიური სტადიონზე. მეორე პლეი-ოფი კი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე.

მატჩები რომლების მასპინძელიცაა დონბასის არენა ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე:

თარიღი დრო (CEST/EEST) გუნდი #1 ანგარიში გუნდი #2 წრე გოლის ავტორ(ებ)ი
2012-06-11 18.00 / 19.00 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1–1 ინგლისის დროშა ინგლისი ჯგუფი D ჯოლეონ ლესკოტი / სამირ ნასრი
2012-06-15 18.00 / 19.00 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2–0 უკრაინის დროშა უკრაინა ჯგუფი D ჯერემი მენეზი / იოჰან კაბაიე
2012-06-19 20.45 / 21.45 ინგლისის დროშა ინგლისი 1–0 უკრაინის დროშა უკრაინა ჯგუფი D უეინ რუნი
2012-06-23 20.45 / 21.45 ესპანეთის დროშა ესპანეთი - საფრანგეთის დროშა საფრანგეთი პლეი-ოფი -
2012-06-27 20.45 / 21.45 - ნახევარფინალი -

რესურსები ინტერნეტში