შინაარსზე გადასვლა

სახარბედიო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სახარბედიო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი
თემი მენჯი
კოორდინატები 42°17′29″ ჩ. გ. 42°01′54″ ა. გ. / 42.29139° ჩ. გ. 42.03167° ა. გ. / 42.29139; 42.03167
ცენტრის სიმაღლე 60
მოსახლეობა 288[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სახარბედიო — საქართველო
სახარბედიო
სახარბედიო — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სახარბედიო
სახარბედიო — სენაკის მუნიციპალიტეტი
სახარბედიო

სახარბედიოსოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ბათარია, პერტული, საგაბესკირიო, საწულეისკირიო, სახარბედიო, სკურია).[2] მდებარეობს მდინარე ცივის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მ სიმაღლეზე. ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.

1820-იან წლებში სახარბედიო აღწერა ფრანგმა მოგზაურმა ჟაკ ფრანსუა გამბამ. მისი ცნობით სოფელში 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა. მისდევდნენ მესაქონლეობას, მეღორეობას. სოფელში მდებარეობდა კაზაკთა საგუშაგო. გამბას ცნობით სახარბედიოს ჰავა სავსებით ჯანსაღია.[3]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 288 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 393 200 193
2014[1] 288 142 146
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 124 — „განათლება“, თბილისი, 1987