პორტალი:ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომის პორტალი
ომის პორტალი
პორტალი პროექტი კატეგორიები მონაწილენი
არქივი რედაქტირება 

რჩეული სტატია

რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად.

ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარატრუპერები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. (…სრულად)

არქივი რედაქტირება 

რჩეული ციტატა

ჰეროდოტეს ბიუსტი
ჰეროდოტეს ბიუსტი
ვიკიციტატა
„მშვიდობისას შვილები მარხავენ მამებს, ომში კი მამები შვილებს“
არქივი რედაქტირება 

რჩეული მხედართმთავარი

ლუციუს იუნიუს ბრუტუსი (LVCIVS IVNIVS BRVTVS) (დ. ? ― გ. ძვ. წ. 508), რომის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი კონსული. რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს ტარკვინიუსის დის შვილი.

რომის რესპუბლიკის შექმნამდე ქვეყანას მეფეები მართავდნენ. ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს. ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის Ab Urbe Condita-ში რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება (ძვ. წ. 390 წელს გაულების მიერ რომის გადაწვით განადგურდა თითქმის ყველა მანამდე არსებული დოკუმენტი). ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა. (…სრულად)

რედაქტირება 

კატეგორიები

რედაქტირება 

სხვა პროექტებში

არქივი რედაქტირება 

რჩეული სურათი

სამხრეთ ვიეტნამელი გენერალი ნგუენ ნგოკ ლოანი სიკვდილით სჯის ვიეტ კონგელ ოფიცერს ნგუენ ვან ლემს, ედი ადამსის გახმაურებული ფოტოსურათი
არქივი რედაქტირება 

იცოდით, რომ


მიხეილ ვორონცოვის პორტრეტი ერმიტაჟის პორტრეტთა გალერეაში (1825)
მიხეილ ვორონცოვის პორტრეტი ერმიტაჟის პორტრეტთა გალერეაში (1825)