შინაარსზე გადასვლა

პოლად ბილბილოღლუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლად ბილბილოღლუ
Polad Bülbüloğlu

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1945 (1945-02-04) (79 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
წარმოშობა აზერბაიჯანელები
ჟანრ(ებ)ი პოპი, ხალხური
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი
აქტიური 1968 – დღემდე
ხელმოწერა
პოლად ბილბილოღლუ ვიკისაწყობში

პოლად ბულბულოღლუ (აზერ. Polad Bülbüloğlu; დ. 4 თებერვალი, 1945 წელი, ბაქო, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მომღერალი, მსახიობი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. ბილბილოღლუ ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირში ჯაზ-პოპ სიმღერებით. ის ძირითადად მღერის რუსულად და აზერბაიჯანულად.

მისი სამი სიმღერა გახდა წლის სიმღერა და მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო საბჭოთა კავშირში. ბილბილოღლუ ტენორია. 1990-იანი წლების ბოლოს ბულბულოგლუმ დაიწყო პოლიტიკური კარიერა. ის გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი და ამჟამად არის აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში.

2017 წელს ის იყო იუნესკოს გენერალური დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი.[1] მან კანდიდატურა მოხსნა 10 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველ ტურში მიიღო მხოლოდ 2 ხმა.

პოლად ბილბილოღლუ დაიბადა 1945 წლის 4 თებერვალს ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ. მისი მამა იყო მურტუზა რზა ოღლუ მამედოვი (18971961), ცნობილი აზერბაიჯანელი საოპერო მომღერალი. ბიბლილოღლუს დედა იყო ადელაიდა მამედოვა (19222015), რომელიც გარდაცვალებამდე იყო ბულბულის მუზეუმის დირექტორი. ადელაიდა იყო რზა გასიმოვის ქალიშვილი, ხოლო დედამისი ქეთევანი იყო ქართული დიდგვაროვნების, ვეზირიშვილების ოჯახიდან.[2][3]

პოლადი სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას მუსიკალურ სკოლაში და შემდეგ სწავლა განაგრძო ბაქოს მუსიკის აკადემიაში. 17 წლის ასაკში მან დაწერა რამდენიმე სიმღერა. 1982 წელს ბილბილოღლუ გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ეროვნული არტისტი. მან მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ტელევიზიის გადაცემაში და ფესტივალში წლის სიმღერა და ოთხჯერ მოიპოვა მთავარი პრიზი. მის სიმღერებს, ასრულებდნენ მუსლიმ მაგომაევი, იოსებ კობზონი და ლევ ლეშჩენკო. 1969 წელს ბილბილოღლუ გახდა სსრკ-ს კომპოზიტორთა კავშირისა და სსრკ-ს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. მან შექმნა მუსიკა ოცზე მეტი მხატვრული ფილმისთვის და შეასრულა რამდენიმე მთავარი როლიც. პოლად ბილბილოღლუ მუშაობდა რუს რეჟისორ ედუარდ სმოლნთან.[4]

ბილბილოღლუს აქვს ვარსკვლავი მოსკოვის შემსრულებელთა მოედანზე, რომელიც გაიხსნა 2000 წელს. მან მიიღო ხელოვნების ისტორიის დოქტორის წოდება აზერბაიჯანის კულტურის ეროვნული აკადემიაში და არის საპატიო პროფესორი აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოლადის ბილბილოღლუს ვაჟი, თეიმურ პოლად ოღლუ ბილბული, დაიბადა 1975 წელს. ის არის მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი.

ბილბილოღლუ ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასცენო ანსამბლს (1976 წლიდან) და აზერბაიჯანის ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრს რამდენიმე წლის განმავლობაში (1987 წლიდან), და 1988 წელს გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი. 1995 წელს იგი შეუერთდა აზერბაიჯანის ეროვნულ კრებას. 2006 წელს პოლადმა დატოვა კულტურის მინისტრის პოსტი და გადავიდა მოსკოვში, სადაც დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2017 წელს პოლად ბულბილოღლუმ იყარა კენჭი იუნესკოს გენერალური დირექტორის არჩევნებზე, მაგრამ მალევე მოხსნა კანდიდატურა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nine Nominations received for the post of Director-General of UNESCO. UNESCO. ციტირების თარიღი: April 30, 2017
  2. Brunch with Matvei Ganapolsky. Echo of Moscow. December 13, 2002.
  3. Ellada Umudlu. Azərbaycan musiqisinin Bülbülü. Azerbaijan Muallimi. June 22, 2012. Retrieved August 21, 2016.
  4. "Year's Best Photographers Honored" (in Russian). Kommersant. August 29, 2000. Retrieved January 4, 2011.