პარაფილიების სია
იერსახე
ამ სტატიაში პირდაპირ მოცემულია პარაფილიებისა და სექსუალური ფეტიშიზმის ჩამონათვალი.
ანბანური სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბასიოფილია — ფსიქოსექსუალური მიზიდულობა მოძრაობაშეზღუდული ადამიანების მიმართ.
- აბლუტოფილია — სექსუალური მიზიდულობა აბაზანაში ბანაობის, შხაპის მიღებისა, ან სხვისი დაბანის მიმართ.
- აგალმატოფილია — სექსუალური მიზიდულობა ქანდაკების, თოჯინის, მანეკენის, ან სხვა ფიგურული ფორმის ობიექტის მიმართ.
- ადამიანი-ცხოველის როლური თამაში — სექსუალური აღგზნება, რომელიც ვლინდება ერთ-ერთი პარტნიორის არსებული, ან გამოგონილი ცხოველის როლის თამაშისას.
- ავტოგინეფილია — კაცის სექსუალური აღგზნება, საკუთარი თავის ქალად წარმოდგენისას.
- ავტონეპიოფილია — სექსუალური აღგზნება ბავშვის საფენების ტარებისას.
- აკროტომოფილია — სექსუალური მიზიდულობა ამპუტირებული ხალხის მიმართ.
- ალგოლაგნია — სექსუალური სიამოვნების მიღება ტკივილისგან.
- აპოტემნოფილია — სექსუალური აღგზნება გამოწვეული იმით, რომ ხარ, იქნები, ან წარმოიდგენ თავს ამპუტირებულად.
- არეტიფიზმი — სექსუალური მიზიდულობა ხალხის მიმართ, ვისაც ფეხსაცმელი არ აცვია. რეტიფიზმის საწინააღმდეგო.
- ასფიქსიოფილია — აღგზნება თვითგაგუდვისას.
- აუტაგონისტოფილია — სექსუალური აღგზნება გამოწვეული სცენაზე ყოფნით.
- აუტასასინოფილია — სექსუალური აგზნება სცენაზე საკუთარი სიკვდილის თამაშისას.
- აკვაფილია — აღგზნება წყლისგან, ან წყლიან გარემოსგან, მაგ. აბაზანა, ან საცურაო აუზი.
- ბიასტოფილია — სექსუალური აღგზნება ძალდატანობითი იერიშის გამოყენებისას.
- გერონტოფილია — სექსუალური აღგზნება მნიშვნელოვნად უფროსი ადამიანის მიმართ.
- გინემიმეტოფილია — მიზიდულობა კაცის მიმართ, ვინც ქალს ბაძავს, ან ტრანსექსუალი ქალის მიმართ, ვინც თავდაპირველად კაცი იყო.
- დაკრიფილია — სექსუალური აღგზნება ცრემლების დანახვისას, ან ტირილისას.
- დიაპერიზმი — სექსუალური აღგზნება ბავშვის საფენების ტარებისას.
- ემეტოფილია — სექსუალური აღიგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას.
- ეროტოფონოფილია — მკვლელობის სურვილი.
- ეფებოფილია — სექსუალური ლტოლვა მოზარდებს შორის.
- ექსჰიბიციონიზმი — სექსუალური კმაყოფილება უცხო პირთ თავისი გენეტალიების დემონსტირებისას.
- ვოროფილია — სექსუალური აგზნება იმის წარმოდგენსას, რომ მას შეჭამენ, იგი შეჭამს ვინმეს, ან ამ პროცესის თვითმხილველი გახდება.
- ვუაიერიზმი — სექსუალური კმაყოფილების მიღება სხვა ადამიანთა სექსის აქტის, ადამიანის გახდის ან/და სხვა სახის ინტიმური ქმედების თვალთვალისას.
- ზენოფილია — სექსუალური აღგზნების მიღწევა ეჭვიანობისას.
- ზოოსადიზმი — სექსუალური სიამოვნების მიღება ცხოველების ტანჯვისას.
- ზოოფილია — სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ.
- ინფანტოფილია — სექსუალური ლტოლვა ბავშვების მიმართ.
- კატოპტრონოფილია — სექსუალური აღგზნების მიღწევა სარკის წინ.
- კლაუსტროფილია — სექსუალური აღგზნება მცირე სივრცეში ყოფნისას.
- კლეპტოფილია — სექსუალური აღგზნება ნივთების პარვისას.
- კლიზმოფილია — სექსუალური აღგზნება, რომელიც ოყნის გაკეთებისას მიიღწევა.
- კნისმოლაგნია — სექსუალური აღგზნება ღიტინისას.
- კოპროფილია — სექსუალური მიზიდულობა (ან სიამოვნება) ფეკალების მიმართ.
- მაზოფილია — სექსუალური აღგზნება ქალის მკერდისგან.
- მაზოხიზმი — საკუთარი თავის ტანჯვის და ტკივილის გზით, სექსუალური სიამოვნების და დაკმაყოფილების მიღება.
- მაკროფილია — სექსუალური ლტოლვა გამოგონილ გიგანტ ადამიანის, ძირითადად ქალის, მიმართ.
- მიკროფილია — სექსუალური ლტოლვა მინიატურული ადამიანის მიმართ. მაკროფილიის ანტონომი.
- მისოფილია — სექსუალური აღგზნება ჭუჭყიანი, გათელილი საგნების მიმართ.
- ნარატოფილია — სექსუალური აღგზნება პარტნიორისადმი ბინძური, შეურაცმყოფელი სიტყვების თქმისას.
- ნასოფილია — სექსუალური აღგზნება, მიღწეული პარტნიორის ცხვირზე შეხებისას.
- ნეკროფილია — სექსუალური ლტოლვა გვამების მიმართ.
- ნეოფილია — სექსუალური აგზნება ახლის მიმართ.
- ნეპიოფილია — სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ.
- ნიკტოფილია — სექსუალური აღგზნება სიბნელის, ან ღამის მიმართ.
- ოდაქსელაგნია — სექსუალური მიზიდულობა კბენის მიმართ.
- ოლფაქტოფილია — სექსუალური ლტოლვა ან/და სექსულაური აღგზნება სუნისა თუ სურნელის მიმართ.
- პარაფილური ინფანტილიზმი — სექსუალური აღგზნება ბავშვის საფენების ჩაცმისას.
- პარტენოფილია — მიზიდულობა ქალწულების მიმართ.
- პეიოდეიკტოფილია — სექსუალური აგზნება სხვისი პენისის შეხებისას.
- პიკტოფილია — სექსუალური აღგზნება მხატვრული პორნოგრაფიის, ან ეროტიკული აქტის ყურებისას.
- პიროფილია — სექსუალური აგღნება ცეცხლის მიმართ (მისი ყურებისას).
- პლუშოფილია — სექსუალური აღგზნება ფუმფულა სათამაშოების მიმართ.
- პოდოფილია — სექსუალური მიზიდულობა ხალხის ფეხების მიმართ.
- სადიზმი — სექსუალური აღგზნების მიღება სხვისი ცემისას, ან სხვა სახის ტკივილის მიყენებისას.
- საკვებით თამაში — სექსუალური აღგზნება საჭმლისგან, აგრეთვე ცნობილი როგორც სიტოფილია.
- სალიროფილია — ექსუალური სიამოვნების მიღწევა, საიმე საგნის გაჭუჭყიანებისა ან გათელვისას.
- სატელეფონო სკატოლოგია — სექსუალური აღგზნების მიღწევა, ტელეფონით უცხო მოსაუბრის გალანძღვისას.
- სთენოლაგნია — სექსუალური აღგზნება თავისი სიძლიერისა, თუ კუნთების დემონსტრირებისას.
- სიმფოროფილია — სექსუალური აღგზნება კატასტროფების მიმართ.
- სიტოფილია — სექსუალური აღგზნება საჭმლისგან.
- სკატოფილია — კოპროფილიის სინონიმი. სექსუალური მიზიდულობა (ან სიამოვნება) ფეკალების მიმართ.
- სომნიოფილია — სექსუალური აღგზნების ან/და ორგაზმის მიღწევა, როდესაც ადამიანი უეცრად შევარდება და ეროტიკული ალერსით გააღვიძებს მძინარე უცნობს.
- სტიგმატოფილია — სექსუალური ინტერესი პირსინგებისა, ან ტატუების მიმართ.
- ტერატოფილია — სექსუალური მიზიდულობა „დეფორმირებულ“ ან „საშინელ“ ადამიანების მიმართ.
- ტრანსვესტიზმი — სექსუალური აღგზნება საწინააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმსას.
- ტრიქოფილია — სექსუალური აღგზნება ან მოჭარბებული ლტოლვა თმის მიმართ.
- ტროილიზმი — ეროტიკული ინტერესი, რომელიც საკუთარი პარტნიორის სხვასთან სქესობრივი აქტის, ხშირად ფარულად, თვალთვალს გულისხმობს.
- უროლაგნია — სექსუალური კმაყოფილება შარდისგან ან მოშარდვისგან.
- ფორმიკოფილია — სექსუალური სიამოვნების მიღება მწერებისგან და მათი ნაკბენებისგან.
- ფორნიფილია — სექსუალური ობიექტიფიკაცია, სადაც პარტნიორის სხეული მჭიდროთაა მიჯაჭვული სკამთან, მაგიდასთან, ან სხვა ავეჯთან.
- ფროტერიზმი — სექსუალური აღგზნება სხვა ადამიანთან ცალმხრივი შეხებისან ან/და ხახუნისას.
- ქრემასტისტოფილია — სექსუალური აღგზნება მიღწეული, როდესაც გაგქურდავენ, ან მოგიტაცებენ.
- ქრონოფილია — სექსუალური აღგზნება მიყწეული, როდესაც პარტნორებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
- ქსენოფილია — სექსუალური მიზიდულობა უცხო ხალხის მიმართ.
- ჰებეფილია — სექსუალური მიზიდულობა პუბერტული ასაკის ბავშვების მიმართ.
- ჰიბრისტოფილია — სექსუალური მიზიდულობა ხალხის მიმართ, ვინც არღვევს კანონს ან ჩადის საშინელ დანაშაულს.
- ჰომეოვესტიზმი — სექსუალური აღზნება, რომელიც ვლინდება სხვა კაცის ან ქალის სამოსის ჩაცმისას.
იაპონური ტერმინები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაკამეზაკე — სექსუალური აღგზნება ქალის ტანიდან ალკოჰოლური სასმელის სმისას.
- ნიოტაიმორი — საშიმისა, ან სუშის ჭამა ქალის შიშველი ტანიდან.
- ომორაში — სექსუალური აღგზნება სავსე შარდის ბუშტის დროს, ან სექსუალურ მიზიდულობა ადამიანის მიმართ, რომელსაც შარდის ბუშტი სავსე აქვს.
- ტამაკერი — სექსუალური აღგზნების მიღწევა, ქალის მიერ კაცის სათესლე ჯირკვალზე დარტყმისას.
ტერმინები არაპარაფილიებისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდროფილია — სექსუალური ინტერესი კაცის მიმართ.
- ასექსუალობა — სექსუალური ინტერესის ნაკლებობა.
- გინეფილია — სექსუალური ინტერესი ქალის მიმართ.