ფროტერიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წარწერა მატარებლის პლატფორმაზე ოსაკაში, იაპონია, რომელიც მიანიშნებს, რომ იმ ადგილიდან ვაგონში ჩასხდომა მხოლოდ ქალებისთვის შეიძლება

ფროტერიზმი (ფრანგ. frotteurisme), იშვიათად თაჩერიზმი (ინგლ. toucherism) — ფსიქიატრიაში კლინიკური დაავადების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც გულისხმობს პარაფილიის ერთგვარ სახეობას, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნება სხვა ადამიანთან ცალმხრივი შეხებისან ან/და ხახუნისას მიიღწევა. ამგვარი კონტაქტი ხელების ან გენიტალიების შეხებისას დგება. ასეთი პაციენტები მამაკაცები არიან და მათი მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, ქალები არიან. თუმცაღა, არის ფროტევრისტი ქალების და მამაკაცებით გატაცებული მამაკაცი ფროტევრისტების შემთხვევებიც. უფროსი ასაკის ადამიანის ბავშვისადმი ფროტევრისტული მიდრეკილება კი, ძირითადად, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ადრეული სტადიაა. ამგვარი ცალმხრივი ქმედება შეუმჩნევლად ხორციელდება ისე, რომ მსხვერპლი ამ დროს საპასუხო რეაქციას ვერ ახერხებს. ასეთი სახის ქმედება ხშირია საზოგადოებრივ ადგილებში — გადაჭედილ ტრანსპორტში ან კონცერტებზე.

არსებობს ფროტერიზმის სხვადასხვა სახე: ერთი, როდესაც ეს არის მთავარი და ძირითადი ფორმა სექსუალური კმაყოფილების მისაღებად, და მეორე, როდესაც ის იღებს ეპიზოდურ სახეს, მაგალითად ფროტერი შეიძლება იყოს სექსის მხრივ დაუკმაყოფილებელი კაცი, ან მოზარდი, რომელიც ქალთან შეხებისას ადვილად აღიგზნება. მეორე შემთხვევა შეიძლება იყოს ძლიერი და დასრულდეს ეაკულაციით.