კლიზმოფილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლიზმოფილია — პარაფილია, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნება ოყნის გაკეთების პროცესში მიიღწევა. კლიზმოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სექს-ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი თავიანთ მაღაზიებში მომხმარებელს ოყნებს სთავაზობს. ზოგჯერ კლიზმოფილია ანალური მასტურბაციის ერთგვარ ფორმად მიიჩნევა. არსებობს ბევრი ფილმი, ჟურნალი და საიტი, რომელიც ფეტიშიზმის ამ სახეობას ეძღვნება. ტერმინი კლიზმოფილია 1973 წელს ექიმმა ჯოან დენკომ შეიმუშავა.