ასექსუალობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასექსუალობა აღწერს ინდივიდებს, რომლებიც არ განიცდიან სექსუალურ მიზიდულობას ვინმეს მიმართ. მასთან დაკავშირებით ცოტა კვლევაა ჩატარებული, ზოგი მკვლევარი მას სექსუალურ ორიენტაციად მიიჩნევს, ზოგი მას ეწინააღმდეგება. ერთ ერთი კვლევის (2004 წელს) მიხედვით, რომელიც ბრიტანეთში ჩატარდა გამოავლინა რომ ბრიტანეთის პოპულაციის 1 % ასექსუალს წარმოადგენს.

ასექსუალობის ცნება განსხვავებულია სექსისგან თავშეკავებისგან, რადგან სექსუალურ თავშეკავებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ძირითადად რელიგიური, ხოლო იმ ადამიანებს რომლებიც მიმართავენ სექსუალურ თავშეკავებას (აბსტინენცია), უმრავლეს შემთხვევაში აქვთ სექსუალური ლტოლვა და ინტერესი საპირისპირო ან საკუთარი სქესის მიმართ. ასექსუალებს კი, არ აქვთ სქესობრივი აქტივობის სურვილი, თუმცა შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ქცევა (სურვილის საწინააღმდეგოდ).

დეფინიციები[რედაქტირება]

იმის გამო, რომ ადამიანების ნაწილი თავს მიიჩნევს ასექსუალად, ამ მიზეზით ასექსუალობამ შეიძლება ბევრი დეფინიცია გააერთიანოს. ზოგადად კვლევები ასექსუალობას შემდეგნაირად აღწერენ, ნაკლები სექსუალური მიზიდულობა ან ნაკლები სექსუალური ინტერესის მქონე პიროვნება, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება მრავანლაირად ხდება ადამიანს რომელსაც ნაკლები სურვილი აქვს სექსუალური აქტის ან მიზიდულობის, დაბალი ან უგულისყურო სექსუალური ქცევა და ა.შ ასექსუალობის შემსწავლელი ორგანიზაცია (AVEN) შემდეგნაირად ახდენას დეფინიციას ვიღაც, რომელიც არ განიცდის სექსუალურს ლტლოვას სხვის მიმართ. ასევე არის უმცირესობა, რომელიც თავს მიიჩნევს რაღაც პერიოდი ასექსუალუად, რადგან ჯერ კიდევ არ აქვს სექსუალური გამოციდლება მიღებული და ასევე არ არსებობს რაიმე ტესტი, რამაც შეიძლება განსაზღვროს ადამიანის ასექსუალობა.

კვლევები[რედაქტირება]

სექსოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებლის, ალფრედ კინსის მიხედვით, ასექსუალობა შეფასებულ იქნა, როგორც სექსუალური ორიენტაციის არქონა. თავის შკალაში მან ადამიანები დაჰყო კატეგორიებად, 0–დან 6-მდე. 0–იყო აბსოლუტური ჰეტეროსექსუალი, 6 -აბსოლუტური ჰომოსექსუალი, მათ შორის კომბინირებული ვარიანტები, მან X-ით აღნიშნა ასექსუალები და მისი კვლევების მიხედვით მამაკაცების 1,5 % ასექსუალი იყო, ხოლო ქალები შედარებით მეტი რაოდენობით. თუმცა არსებობს განსხვავებული კვლევები და განსხვავებული შედეგების ფართო ვარიაცია. ასექსუალებს არ გააჩნიათ სექსუალური ლტოლვა, თუმცა შეიძლება ჰქონდეთ რომანტიკული ურთიერთობები და შეეძლოთ მათგან სიამოვნების მიღება. რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება იყოს შემდეგი სახეების. არომანტიული– ასეთ შემთხვევებში ადამიანს არ აქვს რომანტიული ურთიერთობების სურვილი. ბირომანტიული – როდესაც ადამიანს რომანტიული ურთიერთობები აქვს ორივე სქესთან. ჰეტერორომანტიული – ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან. ჰომორომანტიული – ურთიერთობა მსგავს სქესთან. პანრომანტიული – ურთიერთბა ნებისმიერ სქესთან. ტრანსრომანტიული – ურთიერთობა ინტერსექსუალ ადამიანებთან. პოლირომანტიული – ურთიერთობა ერთზე მეტ სქესთან, ბირომანტიულისგან განსხვავდება იმით, რომ ასეთ ადამიანებს არ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს. დემირომანტიული – ურთიერთობა ვითარდება მას შემდეგ, რაც ადამიანი დაამყარებს მეორე ადამიანთან მჭიდრო ემოციურ კავშირს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Gay flag.svg ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.