ემეტოფილია
ემეტოფილია (ბერძ. εμετό „ემეტო“ — პირღებინება; ძვ. ბერძნ. φιλία — სიყვარული) — სექსუალური ფეტიშიზმი, როდესაც ადამიანი აღიგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას. ამ აქტის გახორციელებას პარტნიორებს შორის, რაც გამოიხატება ერთმანეთზე პირის ღებინებით, ეწოდება რომაული წვიმა (სახელი მოდის რომაულ ლხინზე ხშირი პირღებინების შედეგად).