კატოპტრონოფილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კატოპტრონოფილია (ბერძ. κατοπτρίζω „კატოპტრიზო“ — სარკე; ძვ. ბერძნ. φιλία „ფილია“ — სიყვარული) — პარაფილია, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას სარკის წინ აღწევს. ამგვარი ქმედება შესაძლოა მოიცავდეს სარკის წინ სექსს ან მასტურბაციას. ხშირ შემთხვევაში, ამ დროს ვლინდება სხვა მიდრეკილებებიც, როგორიცაა მაგალითად, სარკის წინ ორგია ან სტრიპტიზი.