პოდოფილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თითების წოვა და ტერფების ლოკვა ფუტ ფეტიშის ძირითადი გამოხატულებაა

ფუტ ფეტიში (ინგლ. foot fetish) — სქესობრივი ლტოლვა ფეხების (ტერფების) მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფეტიში ქალებსა და კაცებს შორის.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქესობრივი ლტოლვა ტერფების მიმართ წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი ფეტიშიზმის ფორმას, რომლის დროსაც ლტოლვის ობიექტი არაა სასქესო ორგანო. აღგზნება შეიძლება გამოიწვიოს ტერფის (ანუ ტერფი და თითები) გარეგნულმა მხარემ, მასთან შეხებამ, ფეხის ტერფისა და თიტების სუნმა და გემომ, თითების მოძრაობამ, ტერფის ტემპერატურამ. გავრცელებულ აღმგზნებად ითვლება ტერფის სუნი, ამ დროს ფუტ ფეტიში ხშირად კომბინირებულია სუნის ფეტიშთან და მომეტებულ ინტერესთან წინდებისა და ფეხსაცმლის მიმართ. აღნიშნული ფეტიშის მქონე პირებში ასევე ხშირია პარალელურად ლტოლვა დაუბანელი (ჭუჭყიანი) ტერფების, ჯინსებ ჩაცმული ფეხშიშველა პარტნიორის, წინდების, კოლგოტების, ღია ფეხსაცმლის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლიანი გოგოების, ფეხის თითის სამკაულებისა და მისთანების მიმართ. ფუტ ფეტიშთანაა დაკავშირებული ზოგიერთი BDSM პრაქტიკები – ბასტინადო (ტერფებზე ჯოხით ცემა), ზემოქმედება მაღალი და დაბალი ტემპერატურით, ბასრი ან მჩხვლეტი საგნებით ზემოქმედება ფეხისგულებზე და ღუტუნი (tickling). ასევე გავრცელებულია პასიური პარტნიორის სახეზე დაწოლა ფეხებით ან მისი ტანის თელვა (trampling), პასიური (სუბმისიური) პარტნიორის იძულება ლოკოს აქტიურის (დომინანტის) ტერფები და ფეხის თითები.

ტექნიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსში განარჩევენ ფუტ ფეტიშთან დაკავშირებულ რამდენიმე ტექნიკას:

  • Trampling (ფეხებით თელვა) — სხეულზე ფეხებით სიარული.
  • FeetLicking — ტერფების ლოკვა.
  • FeetSniffing — ტერფების ყნოსვა.
  • FootJob (ფეხებით მუშაობა) — სასქესო ორგანოების ფეხებით სტიმულირება (ფეხებით დაზელვა-მასტურბირება).
  • ToeSucking, ToeLicking — ფეხის თითების წოვა და ლოკვა, ზოგჯერ ფეხის თითებს შორის ენით ლოკვა. იმ შემთხვევაში, როცა ფეტიშისტი წოვს საკუთარი ფეხის თითებს, გამოიყენება სპეციალური ტერმინი SelfSucking.
  • Foot Massage — ტერფების მასაჟი. ზოგჯერ როგორც სექსის შესავალი თამაშის შემადგენელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ბინე, სიყვარულში ფეტიშიზმის შესახებ (1887)
  • ზ. ფროიდი, სამი შტრიხი სექსუალობის თეორიაში (1905)
  • ზ. ფროიდი, ფეტიშიზმი (1927)
  • ო. რობსკი, მტკივნეული იქნება. ჩემი ეროტიული დღიური (2006)