შინაარსზე გადასვლა

ნესტორ კირხნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესტორ კირხნერი
ნესტორ კირხნერი
არგენტინის 51-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მაისი, 2003 – 10 დეკემბერი, 2007
წინამორბედიედუარდო დუალდე
მემკვიდრეკრისტინა ფერნანდესი

დაბადებული25 თებერვალი, 1950
რიო-გალიეგოსი, სანტა-კრუსი, არგენტინა
გარდაცვლილი27 ოქტომბერი, 2010 (60 წლის)
ელ-კალაფატე, სანტა-კრუსი, არგენტინა
ეროვნებაარგენტინელი
პოლიტიკური პარტიახუსტისიალისტური პარტია
მეუღლეკრისტინა ფერნანდესი
შვილები2
პროფესიაადვოკატი
ხელმოწერა

ნესტორ კირხნერი, სრული სახელი ნესტორ კარლოს კირხნერ ოსტოიკი (ესპ. Néstor Kirchner; დ. 25 თებერვალი, 1950 — გ. 27 ოქტომბერი, 2010) — არგენტინის პრეზიდენტი, 2003 წლის 25 მაისიდან 2007 წლის 10 დეკემბრამდე. პერონისტი მემარცხენე, კირხნერი 1991-2003 წლებში იყო სანტა-კრუსის პროვინციის გუბერნატორი.

კირხნერი ნაკლებად იყო ცნობილი საერთაშორი ასპარეზზე და სამშობლოშიც კი არჩევის წინ, როდესაც მან მხოლოდ 22 პროცენტით გაიმარჯვა პირველ რაუნდში, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მენემი პოსტისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მათ სპასუხოდ ვინც მისგან წარუმატებლობას ელოდა, ახალმა პრეზიდენტმა აღთქმა დადო რომ „ცვლილებების ცივ ქარს“ მოიტანდა თავის ცივ სამხრეთ პატაგონიიდან. 2003 წლის მაისში, პოსტის დაკავების შემდეგ, კირხნერმა მსოფლიო გააოცა გავლენიანი სამხედრო და პოლიციური მაღალჩინოსნების გადაყენებით. ხელისუფლებაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხაზგასასმელად, კირხნერმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა საამნისტიო კანონში სამხედრო ოფიცრების მიმართ, რომლებიც 1976-1983 წლების „ბინძური ომი“-ს დროს სამხედრო მმართველობისას მკვლელობებსა და წამებაში იყვნენ დადანაშაულებულები.

2007 წლის 28 ოქტომბერს, ერთგვარ დინასტიური მმართველობის შექმნით, მის შემცვლელად პრეზიდენტის პოსტზე, მისი მეუღლე კრისტინა ფერნანდესი აირჩიეს. მეუღლის მიერ საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ, ის „არგენტინის პირველი ჯენტლმენი“ გახდა.

2010 წლის 27 ოქტომბერს 60 წლის ასაკში, ნესტორ კირხნერი, კალაფატეში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „არგენტინის ექს-პრეზიდენტი ნესტორ კირხნერი გარდაიცვალა“. რია-ნოვოსტი. 27 ოქტომბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
წინამორბედი:
ედუარდო დუალდე
არგენტინის პრეზიდენტი

20032007
შემდეგი:
კრისტინა ფერნანდესი