შინაარსზე გადასვლა

რაულ ალბერტო ლასტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაულ ალბერტო ლასტირი
არგენტინის 39-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივლისი, 1973 – 11 ოქტომბერი, 1973
წინამორბედიექტორ ხოსე კამპორა
მემკვიდრეხუან პერონი

დაბადებული11 სექტემბერი, 1915
ბუენოს-აირესი
გარდაცვლილი11 დეკემბერი, 1978
ბუენოს-აირესი
ეროვნებაარგენტინელი
პოლიტიკური პარტიახუსტისიალისტი

რაულ ალბერტო ლასტირი (ესპ. Raúl Alberto Lastiri; დ. 11 სექტემბერი, 1915, ბუენოს-აირესი — გ. 11 დეკემბერი, 1978, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1973 წლის 13 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე.

იგი ხელმძღვანელობდა არგენტინის დეპუტატთა პალატას, როდესაც თანამდებობიდან გადადგნენ პრეზიდენტი ექტორ ხოსე კამპორა და ვიცე-პრეზიდენტი ვისენტე სოლანო ლიმა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით დროებითი პრეზიდენტის თანამდებობა სწორედ მას ერგო. იგი ქვეყნის სათავეში იდგა 3 თვის განმავლობაში და მოამზადა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც ხელისუფლების სათავეში დააბრუნა ხუან პერონი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ექტორ ხოსე კამპორა
არგენტინის პრეზიდენტი

1973
შემდეგი:
ხუან პერონი