განხილვა:ნესტორ კირხნერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირხნერი თუ კირშნერი?--თეიმურაზი () 16:55, 9 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამოითქმის ˈkirʃner ანუ კირშნერი, თუმცა აქ წერია:"ch - ჩ: Echeverria - ეჩევერია, Chinchilla - ჩინჩილია." ან კირშნერი უნდა იყოს, ან კირჩნერი. კირხნერი - არანაირად.--PULSE განხილვაწვლილი 17:05, 9 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

სრულად ვეთანხმები PULSE-ს. — ჯაბა ლაბაძე () 17:47, 9 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ გვაინტერესებს ეს თემა? ვიმეორებ: კირშნერი თუ კირჩნერი? მაგრამ არანაირად კირხნერი. --ჯაბა ლაბა 08:19, 28 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
როგორც ინგლისურ ვიკიპედიაში ვნახე, ეს ადამიანი გერმანული წარმოშობისაა და ალბათ ხ წაიკითხება, დეუს ვკითხოთ. --მიხეილ (მიწერა) 08:26, 28 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კი გერმანელი კია, მაგრამ ესპანურს ხ-ს ჩაწერა გაუჭირდა? :) --ჯაბა ლაბა 08:34, 28 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რა გადავწყვიტეთ ხ თუ შ. --ჯაბა ლაბაძე 04:08, 1 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
გვაქვს სტატია ერნსტ ლუდვიგ კირხნერი [Kirchner] ქსე-ში, ტ. 5. გვ. 535. არსებობს სტატია ერნსტ ლუდვიგ კირხნერი [Kirchner]. არ ვიცი დაეხმარება თუ არა ეს განხილვას. ერთად გადავწყვიტოთ--ოთოჯი / მომწერე 11:35, 1 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
სალამ, საზოგადოებავ. საქმე ფრიად ნათელია :). გვარი არის გერმანული წარმოშობისა. იქ, სადაც ლათინურ ანბანს იყენებენ, ყველგან (თუ არ ვცდები ყოფ. იუგოსლავიის გარდა) მოქმედებს გვარებისა და სახელების ერთი ენიდან მეორეში გადასვლის შემდეგი წესი: გვარი ინარჩუნებს როგორც ორიგინალურ გამოთქმას, ისე ორიგინალურ დაწერილობასაც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ესპანურში ხ სხვაგვარად იწერება, გერმანული გვარის შემთხვევაში მაინც გამოიყენება გერმანული წესები მართლწერისა. ეს უნივერსალური წესია და მაგალითად ბევრის მოყვანა შეიძლება. მახსენდება მაგალითად გერმანული წარმოშობის დასტინ ჰოფმანი, რომლის გვარიც ინგლისური წესებით არც იწერება და არც იკითხება (წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ჰოფმენი და არა ჰოფმანი). აქედან გამომდინარე, სწორია კირხნერი, არანაირად კირშნერი ან კირჩნერი. მადლობა. Deu. 12:15, 1 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ასე რა თქვე კაი ხალხნო. :) --ჯაბა ლაბაძე 13:46, 1 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]