ექტორ ხოსე კამპორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ექტორ ხოსე კამპორა
ექტორ ხოსე კამპორა
არგენტინის 38-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მაისი, 1973 – 13 ივლისი, 1973
წინამორბედიალეხანდრო ლანუსე
მემკვიდრერაულ ალბერტო ლასტირი

დაბადებული26 მარტი, 1909
მერსედესი, არგენტინა
გარდაცვლილი18 დეკემბერი, 1980
კუერნავაკა, მექსიკა
ეროვნებაარგენტინელი
პოლიტიკური პარტიახუსტისიალისტი
პროფესიადანტისტი

ექტორ ხოსე კამპორა დემაესტრე (ესპ. Héctor José Cámpora Demaestre; დ. 26 მარტი, 1909, მერსედესი, არგენტინა — გ. 18 დეკემბერი, 1980, კუერნავაკა, მექსიკა) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1973 წლის 25 მაისიდან 13 ივლისამდე.

კამპორამ გაიმარჯვა 1973 წლის 11 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში და თანამდებობა დაიკავა 25 მაისს, მან აღადგინა კონსტიტუციური ნორმები, გამოაცხადა პოლიტიკური პატიმრების ამინისტია, აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები კომუნისტურ ქვეყნებთან. არჩევნებში კამპორას გამარჯვებამ ხელისუფლებიაკენ გზა გაუხსნა ხუსტისიალისტური პარტიის ლიდერს ხუან პერონს, რომელიც მანამდე ემიგრაციაში იყო. 13 ივლისს კამპორა და მისი ვიცე-პრეზიდენტი ვისენტე სოლანო ლიმა გადადგნენ. კონსტიტუციის მიხედვით დროებითი პრეზიდენტის თანამდებობა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ რაულ ალბერტო ლასტირიმ დაიკავა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ალეხანდრო ლანუსე
არგენტინის პრეზიდენტი

1973
შემდეგი:
რაულ ალბერტო ლასტირი