კრისტინა ფერნანდესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტინა ფერნანდესი
კრისტინა ფერნანდესი
არგენტინის 52-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 2007 – 10 დეკემბერი, 2015
წინამორბედი ნესტორ კირხნერი
მემკვიდრე მაურისიო მაკრი

დაბადებული 19 თებერვალი, 1953
ლა-პლატა არგენტინა
პოლიტიკური პარტია გამარჯვების ფრონტი
მეუღლე ნესტორ კირხნერი
შვილები მაქსიმო და ფლორენცია
პროფესია იურისტი
რელიგია კათოლიკე
ხელმოწერა CF SIGNATURE.svg

კრისტინა ელისაბეტ ფერნანდესი (ესპ. Cristina Elisabet Fernández; მეუღლის გვარით კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი (დ. 19 თებერვალი, 1953, ლა-პლატა, არგენტინა) — არგენტინის პრეზიდენტი 2007-2015 წლებში. ყოფილი პრეზიდენტის ნესტორ კირხნერის მეუღლე. მეორე ქალი პრეზიდენტი არგენტინის ისტორიაში (ისაბელ პერონის შემდეგ) და პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტი გახდა არჩევნების შედეგად.

2007 წლის არჩევნებში ფერნანდესი მმართველი პარტიის „გამარჯვების ფრონტი“ კანდიდატი იყო. არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 45%-ით, რითაც 20%-ით გაუსწრო მომდევნო კანდიდატს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა 1983 წლიდან, როდესაც არგენტინაში დემოკრატია აღდგა და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]