შინაარსზე გადასვლა

მოშიკოს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
მოშიკო
პორტ. Moxico
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი Luena
შიდა დაყოფა Alto Zambeze, Bundas, Camanongue, Cameia, Léua, Luacano, Luau, Luchazes და Moxico
კოორდინატები 12°00′00″ ს. გ. 20°00′00″ ა. გ. / 12.00000° ს. გ. 20.00000° ა. გ. / -12.00000; 20.00000
ფართობი 223 023 კმ²
მოსახლეობა 758 568 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 3,40 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი moxico.gov.ao

მოშიკო (პორტ. Moxico) — ფართობის სიდიდით ყველაზე უფრო დიდი პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლუენა.

მოშიკოს პროვინცია აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ზამბიას, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მოშიკოს პროვინციიდან სამხრეთით მდებარეობს კუანდო-კუბანგოს პროვინცია, დასავლეთით — ბიეს პროვინცია, ჩრდილოეთით — სამხრეთი ლუნდის პროვინცია. პროვინციის ფართობი შეადგენს 223 023 კმ²-ს[1].

მოშიკოს პროვინცია — აჯანყებულთა დაჯგუფება უნიტას ლიდერის ჟონას სავიმბის სამშობლოა. შედეგად მოშიკოს პროვინციაში განლაგებული იყვნენ უნიტას ძირითადი ბაზები. აქ დაიღუპა ჟონას სავიმბის უახლოესი თანამებრძოლი — საველე მეთაური ანტონიო დემბო, რომელიც გახდა წინააღმდეგობის უკანასკნელი დღეების ერთ-ერთი უპირველესი ფიგურა[2].

2014 წლის აღწერის შედეგების თანახმად პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 758 568 ადამიანს[3].

პროვინციის უნიკალურობა ასევე იმაში ვლინდება, რომ აქ ცხოვრობს 10 ათასზე მეტი ესპანურენოვანი ადამიანი (პროვინციის მოსახლეობის დაახლოებით 4,34 %), რაც დაკავშირებულია სამოქალაქო ომის პერიოდში (1975—2002 წლები) კუბელი ჯარისკაცების დიდი ხნით აქ ყოფნასთან.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 9 მუნიციპალიტედად:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Moxico. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
  2. José Gama. Os Últimos Dias De Savimbi
  3. Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).