ანტონიო დემბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გენერალი ანტონიო სებასტიან დემბო (პორტ. António Sebastião Dembo; დ. 1944, ნამბუანგონგო, ლუანდის პროვინცია - 25 თებერვალი, 2002) — ანგოლის პოლიტიკური მოღვაწე, უნიტას ვიცე-პრეზიდენტი (1992-2002) და შემდეგ პრეზიდენტი (2002). პარტიის წევრი გახდა 1969 წელს. 1982 წელს აფრიკის გარშემო უნიტას სახელით მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ჩრდილოეთის ფრონტის სარდალი, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთის ფრონტის შტაბის უფროსი. უნიტას ვიცე-პრეზიდენტი გახდა 1992 წელს, იმ პერიოდში, როდესაც უკვე შენელდა სამოქალაქო ომი. შეცვალა ჟერემიას ჩიტუნდა (პარტიაში რიგით მეორე პერსონა ჟონას სავიმბის შემდეგ), რომელიც 1992 წლის 2 ნოემბერს ლუანდაში მოკლა ანგოლის ხელისუფლებამ. 2002 წლის 22 თებერვალს სავიმბის მკვლელობის შემდეგ გახდა პარტიის პრეზიდენტი, მაგრამ დიაბეტის გამო უკვე საკმაოდ დაუძლურებული იყო და გარდაიცვალა რამდენიმე დღეში. მისი გარდაცვალების შემდეგ უნიტას პრეზიდენტად აირჩიეს ისაიას სამაკუვა, უნიტას ყოფილი ელჩი ევროპაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]