უამბოს პროვინცია
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | უამბო |
შიდა დაყოფა | Bailundo, Caála, Ekunha, Huambo, Katchiungo, Londuimbali, Longonjo, Mungo, Tchicala Tcholoanga, Tchindjenje და Ukuma |
კოორდინატები | 12°30′00″ ს. გ. 15°40′00″ ა. გ. / 12.50000° ს. გ. 15.66667° ა. გ. |
ფართობი | 34 274 კმ² |
მოსახლეობა | 2 019 555 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 58,92 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ISO 3166 კოდი | AO-HUA[1] |
ოფიციალური საიტი | huambo.gov.ao |
![]() | |
უამბოს პროვინცია (პორტ. Huambo) — პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი უამბო.
სექციების სია
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უამბოს პროვინცია მდებარეობს ანგოლის ცენტრალურ ნაწილში, 450 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით ქვეყნოს დედაქალაქ ლუანდიდან. პროვინციის ფართობი შეადგენს 34 274 კმ²-ს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბიეს პროვინციას, სამხრეთით — უილის პროვინციას, დასავლეთით — ბენგელის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით — სამხრეთ კვანზის პროვინციას.
გეოლოგიური თვალსაზრისით უამბოს პროვინციის ტერიტორია წარმოადგენს ცალკეული მთიანი მასივების ამაღლებულ ადგილებს, რომელთაგან ერთ-ერთია ზღვის დონიდან ანგოლის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — მოკოს მთა (2619 მეტრი). დაბლობი ტერიტორიებისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მაღალმთიანეთს, დამახასიათებელია ხშირი ბალახით დაფარული სტეპები. მიუხედავად იმისა, რომ უამბოს პროვინცია გეოგრაფიულად მდებარეობს ტროპიკულ ზონაში, იქ ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 22 °C-ს (ზამთრის პერიოდში შეიძლება დაეცეს +5 °C — +8 °C-მდე). ყოველწლიურად მოსული ნალექების რაოდენობა მერყეობს 800 მმ-სა და 1600 მმ-ს შორის. ექსტენსიურმა ხის ჭრამ, ასევე ათწლოულობით მიმდინარე დამანგრეველმა სამოქალაქო ომმა (1975—2002 წლები), გამოიწვია უამბოს რეგიონის ტყის სიმდიდრის განადგურება.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად უამბოს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 019 555 ადამიანს[2]. მოსახლეობის 55 % ცხოვრობს ქალაქებში, ხოლო 22 %-ზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვებია.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უამბო (Huambo)
- ბაილუნდო (Bailundo)
- ეკუნია (Ekunha)
- კაალა (Caála)
- კატჩუნგო (Catchiungo)
- ლონდიმბალე (Londuimbale)
- ლონგონჟო (Longonjo)
- მუნგო (Mungo)
- ტჩიკალა-ტჩოლოანგა (Tchicala-Tcholoanga)
- ტჩინდჯენჯე (Tchindjenje)
- უკუმა (Ucuma)
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელია სოფლის მეურნეობის ექსტენსიური წარმართვა, რომელსაც თან ახლავს ტყის ბარბაროსული გადაწვა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Official website of province governor
- Information on this province at the Angolan ministry for territorial administration
- Information on this province at Info Angola
- Huambo Digital, a web page of the Association Anaphua (Friends of Huambo), in Portuguese
- The weather in Huambo
- Angola.uk.org
- Web page of Development Workshop, an international development organization based in Huambo and Luanda
- Province geographical info at geoview.info
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ MusicBrainz — 2000.
- ↑ Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).
|