სამხრეთი ლუნდა
პროვინცია | |
---|---|
სამხრეთი ლუნდა პორტ. Lunda-Sul | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Saurimo |
შიდა დაყოფა | Cacolo, Dala, Muconda და Saurimo |
კოორდინატები | 10°19′00″ ს. გ. 20°49′00″ ა. გ. / 10.31667° ს. გ. 20.81667° ა. გ. |
ფართობი | 45 649 კმ² |
მოსახლეობა | 537 587 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 11,78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | govlundasul.com/site/ |
![]() | |
სამხრეთი ლუნდა (პორტ. Lunda-Sul) — ანგოლის პროვინცია. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი საურიმო.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამხრეთი ლუნდის პროვინცია მდებარეობს ანგოლის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუანდიდან 700 კმ-ით აღმოსავლეთით. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს ჩრდილოეთ ლუნდის პროვინცია, სამხრეთით — მოშიკოს და ბიეს პროვინციები, დასავლეთით — მალანჟეს პროვინცია. სამხრეთი ლუნდის პროვინციის აღმოსავლეთში გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. პროვინციის ფართობია — 45 649 კმ²[1].
სამხრეთი ლუნდის პროვინციის ტერიტორია პირველ რიგში დაკავებულია მშრალი სავანებით. მხოლოდ პროვინციის აღმოსავლეთ და სამხრეთის რაიონებში, მდინარე კასაის ხეობაში, შენარჩუნებულია ტროპიკული ტყეები. პროვინციის მეორე მთავარი მდინარეა კვანგო.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 537 587 ადამიანს[2].
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამხრეთი ლუნდის პროვინციაში წარმოებული მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა — არაქისი. სამხრეთში ასევე მოჰყავთ სიმინდი. სხვა მთავარი პროდუქტებია ბრინჯი და მანიჰოტი. სამხრეთი ლუნდის პროვინციაში მუშავდება ალმასის, მანგანუმის და რკინის მადნის საბადოები. პროვინციის ტერიტორიაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადის სტრატეგიულად მთავარი ტრასა ლუანდა — ლუბუმბაში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Official website of province governor დაარქივებული 2015-10-07 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at the Angolan ministry for territorial administration დაარქივებული 2012-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at Info Angola დაარქივებული 2011-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Province geographical info at geoview.info
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Lunda Sul. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).
|