შინაარსზე გადასვლა

კურესაარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კურესაარე
ესტ. Kuressaare

ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა საარემაა
კოორდინატები 58°15′00″ ჩ. გ. 22°29′00″ ა. გ. / 58.25000° ჩ. გ. 22.48333° ა. გ. / 58.25000; 22.48333
დაარსდა 1154
პირველი ხსენება 1381
ადრეული სახელები არენსბურგი, კინგისეპი
ამჟამინდელი სტატუსი 1563
ფართობი 14,95 კმ²
მოსახლეობა 13 441[1] კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი 93813
საავტომობილო კოდი K
ოფიციალური საიტი kuressaare.ee
კურესაარე — ესტონეთი
კურესაარე

კურესაარე (ესტ. Kuressaare) 1917 წლამდე არენსბურგი, 1952-1988 წლებში კინგისეპი (ესტ. Kingissepa) — ქალაქი ესტონეთში. მდებარეობს კუნძულ საარემაას სამხრეთით რიგის ყურის ნაპირზე. საარემაას მაზრის უდიდესი დასახლებული პუნქტი და ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი პირველად მოხსენიებულია 1381 წლის მატიანეში. 1563 წელს კი მიიღო ქალაქის სტატუსი. 1721-1917 წლებში ქალაქი შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოკუპირებული იყო გერმანიის სამხედრო ძალების მიერ. 1918 წლიდან დამოუკიდებელი ესტონეთის შემადგენლობაშია და გახდა საარემაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. 1941-1944 წლებში კვლავ ოკუპირებულია გერმანელთა მიერ, გათავისუფლდა 1944 წლის 7 ოქტომბერს. 1952 წელს ეწოდა ამ ქალაქში დაბადებული, ესტონეთის კომუნისტური პარტიის დამაარსებლის, ვიქტორ კინგისეპის სახელი. 1988 წელს კვლავ კურესაარე ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]