საარემაა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საარემაა
მშობ. სახელი: ესტ. Saaremaa
Castlekuressaare.JPG
XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლე
გეოგრაფია
Saare maakond.svg
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 58°25′00″ ჩ. გ. 22°30′00″ ა. გ. / 58.41667° ჩ. გ. 22.50000° ა. გ. / 58.41667; 22.50000
არქიპელაგი მოონზუნდის არქიპელაგი
ფართობი 2673 კმ²
უმაღლესი წერტილი 54 მ
ქვეყანა
მაზრა საარემაა (მაზრა)
დემოგრაფია
მოსახლეობა 34 978 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 13,086 კაცი /კმ²

საარემაა (ესტ. Saaremaa, დან. Øsel, გერმ. Ösel, შვედ. Ösel, ლატვ. Sāmsala, პოლ. Sarema) — ესტონეთის უდიდესი კუნძული, ფართობით 2673 კმ²-ია და მოონზუნდის არქიპელაგის ნაწილია,[1] რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილის დასავლეთით, ბალტიის ზღვაში მდებარეობს და კონტინენტისგან სრუტე სუურ ვიანით, ანუ დიდი სრუტითაა გამოყოფილი. კუნძულის დედაქალაქია ქ. კურესაარე (მოსახლეობა 16 100). მანძილი მას და ტალინს შორის 216 კმ–ია.

კუნძულ საარემაას რუკა

კურესაარე ცნობილია მისი კარგად შემონახული ციხესიმაგრით, რომელიც შედგება XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლისგან (დღეს მასში საარემაას მუზეუმია განლაგებული) და მისი გარემომცველი XVI-XIX ბასტიონთა წყებისგან, რომელთა წინ თხრილებია გათხრილი. ქალაქის ცენტრში კიდევ რამდენიმე საინტერესო შენობა მდებარობს, რომელთა შორის აღსანიშნავია ადრეული ბაროკოს სტილის რატუშა და საზომთა სახლი (ორივე XVII საუკუნის).

საარემაას აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე კუნძული მუჰუ, რომელიც საარემაას ადმინისტრაციულ რაიონში შედის. საარემაას და მუჰუს კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია რამდენიმე შუა საუკუნეების ეკლესია (კაარმა, კარია, მუჰუ, ვალიალა) და ყოფილ არისტოკრატთა სასახლეები (ქოილიალა, ლოონე, პიადასტე, ტოილუსტე). აღსანიშნავია აგრეთვე ადგილობრივი ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობანი — მიჰქლის ფერმა-მუზეუმი, მეთევზეთა სოფელი ქოგუვა და ანგლას ქარის წისქვილები.

საარემაზე მდებარეობს ესტონეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა — ტბა კაალი, რომელიც გეოლოგიურ წარსულში ასტეროიდის დარტყმით წარმოქმნილ იდეალურად წრიულ კრატერში მდებარეობს. კუნძულზე მდებარეობს ვიიდუმიაეს და ვილსანდის ნაკრძალები — პირველი მცენარეთა იშვიათი სახეობების, ხოლო მეორე გადამფრენი და მობუდარი ფრინველების დასაცავად. აღსანიშნავია აგრეთვე კირქვის დიდი ფლატეები, რაც რამდენიმე ადგილას გარს ეკვრის სანაპირო ზოლს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]