შინაარსზე გადასვლა

კრაიოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კრაიოვა
Craiova
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
კოორდინატები 44°20′00″ ჩ. გ. 23°49′00″ ა. გ. / 44.33333° ჩ. გ. 23.81667° ა. გ. / 44.33333; 23.81667
ქალაქის მერი ლია ოგლიტუცა ვასილესკუ
ფართობი 81.41 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100
მოსახლეობა 269 506 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2 994 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 200xxx
ოფიციალური საიტი primariacraiova.ro/ro
კრაიოვა — რუმინეთი
კრაიოვა

კრაიოვა (რუმ. Craiova) — რუმინეთის სიდიდით მე-6 ქალაქი და დოლჟის ჟუდეცის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ჟიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ოლტენიის ცენტრალურ ნაწილში. ქალაქი არის პოლიტიკური ცენტრი და ის თითქმის თანაბრადაა დაშურებული სამხრეთ კარპატებიდან და მდინარე დუნაიდან. კრეიოვა არის მთავარი კომერციული ქალაქი ბუქარესტის დასავლეთით და ოლტენიას ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. ქალაქი რეგიონალური სავაჭრო ცენტრია, მიუხედავად 1790 წელს მომხდარი მიწისძვრისა, 1795 წელს ჭირისა და 1802 წელს თურქეთის თავდასხმისა, რომლის დროსაც იგი დაიწვა.

ქალაქი მართავს რვა სოფელს: ფაკაი, მოფლენი, პოპოვენი, შიმნიკუ დე ჟოს, ჩერნელე, ჩერნელელე დე სუს, იზვორუ რეჩე და როვინე. 1996 წლამდე ბოლო ოთხი დასახლება იყო ცალკე კომუნა, რომელსაც ერქვა ჩერნელე.

კრაიოვას სახელის წარმოშობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: პირველი მოსაზრების თანახმად, სახელწოდება უკავშირდება სლავურ ტერმინს კრალს („მეფე“), რომელიც რუმინულ ენაში ნასესხებია, როგორც კრაი. მეორე ვერსიის თანახმად ტერმინი სლავური კრაიინადან მომდინარეობს, რაც საზღვარს, ნაპირს ნიშნავს.[1] რადგან 1475 წლამდე არცერთ წყაროში არ არის ნახსენები ქალაქი, შეუძლებელია იმის გარკვევა,თუ რომელი ვერსიია მართებული.[2]

ქალაქის ისტორიული გერმანული სახელწოდებაა კრაიოვა (kraiowa).

მაიკლ[მკვდარი ბმული] მამაცი

კრაიოვა დაკიური და რომაული ქალაქის, პელენდავას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ოლტენიის დედაქალაქს წარმოადგენდა. მისი პირველი ბანები (მმართველები), რომლებიც ვლახეთში, ბოიარინის ტიტულს ატარებნენ კრაიოვეშტის ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. ბანებს ჰქონდათ უფლება მოჭრილ მონეტებზე მათი პორტრეტები დაეტანათ. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება რუმინული ფულის შემადგენელი ბანის სახელწოდება.

XVI საუკუნის ბოლოს კრაიოვეშტის ოჯახი მართავდა დაახლოებით 100 სოფელს (182 ფინანსური საქონელი). კრაიოვეშტის ოჯახიდან მრავალი ჰოსპოდარი აირჩიეს ქვეყნის მმართველად: ნეაგო ბასარაბი, რადუ დე ლა აფუმაცი, რადუ შერბანი (1602–1611), მატეი ბასარაბი, კონსტანტინ შერბანი, შერბან კანტაკუცინო, კონსტანტინ ბრანკოვეანუ.

1860 წლისთვის კრაიოვაში 4 633 შენობა იყო, რომელიც 3 220 სახლს, 26 ეკლესიას, 11 სკოლას და 60 ქარხანასა და სახელოსნოს მოიცავდა. საერთო ჯამში, ქალაქში ასევე იყო 90-მდე სამრეწველო საწარმო, რომელთაგან 12 იყო ქარხანა, 3 ლუდსახარში, 2 გაზისა და ნავთობის ქარხანა, 4 სამრეწველო საწარმო და 2 სტამბა ; დოლჟის ჟუდეცის ხელოსნების მთლიანი რაოდენობის 57% ცხოვრობდა კრაიოვაში (1,088 ხელოსანი, 687 დიპლომატი და 485 შეგირდი).

დამოუკიდებლობის ომის შემდგომი პერიოდი ქალაქისთვის ეკონომიკური და კულტურული წინსვლის პერიოდი იყო. შედეგად, XIX საუკუნის ბოლოს, ქალაქ კრაიოვაში, სადაც 40 000 ადამიანი ცხოვრობდა, აშენდა მცირე ქარხნები (ქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და სამშენებლო მასალების) და საფეიქრო ქარხნები. 1896 წლის 26 ოქტომბერს კრაიოვას ელექტროსადგური ამოქმედდა. კრეიოვა იყო რუმინეთის პირველი ქალაქი, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდა შიდა წვის ძრავებით.

1900 წელს, კრაიოვას ჰქონდა ოლტენიას სამრეწველო ერთეულების 43,1%; ამ რიცხვში შედიოდა 924 სამრეწველო კომპანია (მათ შორის 20 მსხვილი სამრეწველო დაწესებულება, რომელშიც 1 078 მუშა იყო დასაქმებული) მსხვილი სამრეწველო საწარმოების რაოდენობა 1925 წლისთვის კი — 40-მდე გაიზარდა. საბანკო საქმე ასევე განვითარდა მე −20 საუკუნის დასაწყისში (როდესაც უკვე მოქმედებდა 6 ბანკი და 2 გადამცვლელი ობიექტი).

კრაიოვას ისტორიული მოსახლეობა
წელი მოსახლეობა +/- %
1900 45 438
1912 წლის აღწერა[3] 51 404 13,1%
1930 წლის აღწერა 63 215 22,9%
1941 წლის აღწერა[4] 77 051 21,9%
1948 წლის აღწერა 84 574 9,7%
1956 წლის აღწერა 96 897 14.5%
1966 წლის აღწერა 148 711 53,4%
1977 წლის აღწერა 221 261 48,7%
1992 წლის აღწერა 303 959 37,3%
2002 წლის აღწერა 302 601 -0,4%
2011 წლის აღწერა 269 506 -10,9%

ომის პერიოდში, კრაიოვამ, როგორც სოფლის მეურნეობის რეგიონის ცენტრმა, განიცადა მცირედი ინდუსტრიალიზაცია, რის გამოიც სამრეწველო მუშების რაოდენობა შედარებით შემცირდ. კრაიოვას ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1940 წლის 7 სექტემბერს; ხელშეკრულების შედეგად რუმინეთმა დაუთმო ბულგარეთს სამხრეთ დობრუჟაც ტერიტორია, რომელიც რუმინეთს 1913 წლის ბალკანეთის მეორე ომის შედეგად გადაეცა.

1989 წლის რევოლუციის შემდეგ თავისუფალი ბაზარი აღდგა და საერთო მენეჯმენტი დეცენტრალიზდა, რამდენიმე ინდუსტრია დაექვემდებარა პრივატიზებას, ხოლო ბაზარი გაიხსნა კერძო ინიციატივებისთვის. მრეწველობა, მართალია დაზარალდა ეკონომიკური ცვლილებებით, მაგრამ ქალაქისთვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან დარგად, რომელიც წარმოადგენს კრაიოვას ეკონომიკის 70%-ს.

2011 წლის მონაცემებით 269 506 ადამიანი ცხოვრობდა,[5] რითაც ის რუმინეთში სიდიდით მეექვსე ქალაქია. ქალაქის ეთნიკური შემადგენლობაა:

2016 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არჩეული კრაიოვას მუნიციპალიტეტის საბჭო შედგება 27 წევრისგან, შემდეგი პარტიის შემადგენლობით:

საერთაშორისო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Laurențiu Rădvan, At Europe’s Borders: Medieval Towns in the Romanian Principalities, Brill, 2010, ISBN 9789004180109, p.272
  2. Laurențiu Rădvan, At Europe’s Borders: Medieval Towns in the Romanian Principalities, Brill, 2010, ISBN 9789004180109, p.272
  3. A Handbook of Roumania. ციტირების თარიღი: 2011-12-19
  4. Populatia RPR la 25 ianuarie 1948
  5. „Population at 20 October 2011“ დაარქივებული 26 December 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები (in Romanian). INSSE. 5 July 2013. Retrieved 5 July 2013.