შინაარსზე გადასვლა

კლარკის რიცხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლარკის რიცხვი (ან ელემენტების კლარკი, უფრო ხშირად ამბობენ უბრალოდ კლარკი) — არის რიცხვი რომელიც გამოხატავს, დედამიწის ქერქის, ჰიდროსფეროს, დედამიწის, კოსმოსური სხეულების, გეოქიმიური ან კოსმოქიმიური სისტემების ქიმიური ელემენტების საშუალო შემცველობის შეფარდებას ამ სისტემების მასასთან. რომელიც გამოისახება %-ში ან გრ/კგ-ში.

განარჩევენ წონით (%-ში, გრ/ტ) და ატომურ (%-ში ატომების რაოდენობის მიხედვით) კლარკებს. დედამიწის ქერქის შემადგენელი მთის ქანების სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის საერთო მონაცემები - 16 კმ სიღრმემდე გავრცელების გათვალისწინებით, გამოქვეყნებულ იქნა ამერიკელი მეცნიერის ფრენკ უიგლსუორთ კლარკის მიერ (1889). დედამიწის ქერქში ქიმიური ელემენტების პროცენტული შემცველობის მიღებულ რიცხვებს, რომლებიც მოგვიანებით დაზუსტებულ იქნა ალექსანდრე ფერსმანის მიერ, მისი წინადადებით უწოდეს კლარკის რიცხვები ან უბრალოდ კლარკები.

დედამიწის ქერქში ელემენტების საშუალო შემცველობა, თანამედროვე გაგებით როგორც პლანეტის ზედა ფენისა უფრო მაღალია მოხოროვიჩიჩის საზღვართან, გამოთვლილია ა.პ. ვინოგრადოვის (1962), ამერიკელი მეცნიერის ს. რ. ტეილორის (1964), გერმანელი — კ. გ. ვედეპოლის (1967) (იხ. ცხრილი ქვევით) მიერ. ჭარბობს დაბალი რიგითი ნომრების ელემენტები: 15 ყველაზე გავრცელებული ელემენტი, რომელთა კლარკი მეტია 100 გრ/ტ-ზე, აქვთ 26-მდე (Fe) რიგითი ნომერები. ლუწი ატომური ნომერის ელემენტები შეადგენენ დედამიწის ქერქის მასის 87 %-ს, ხოლო კენტები — მხოლოდ 13 %-ს; ეს ხდება ბმების დიდი ენერგიის გამო და, შედეგად ვღებულობთ დიდ მდგრადობას და წყვილი რაოდენობის ნუკლონებიანი ბირთვების ნუკლეოსინთეზის დროს მეტ გამოსვლას.

დედამიწის საშუალო ქიმიური შემადგენლობა საერთოდ გამოითვლება მეტეორიტებში ელემენტების შემცველობის მონაცემების საფუძველზე (იხ. გეოქიმია). რადგანაც ელემენტის კლარკები წარმოადგენენ სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, მთის ქანების ან მთლიანად რეგიონების ქიმიური ელემენტების შემცირებული ან მომატებული კონცენტრაციის შედარებით ეტალონებს, მისი ცოდნა მნიშვნელოვანია სასარგებლო წიაღისეულის მოძიებისა და სამრეწველო შეფასებისათვის; მათი მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს მსგავსი ელემენტების ჩვეულებრივი ურთიერთობების დარღვევები (ქლორი — ბრომი, ნიობიუმი — ტანტალი) და ამის მეშვეობით მითითებულ იქნას სხვადასხვაგვარ ფიზიკოპქიმიურ ფაქტორებზე, რომელმაც დაარღვია ეს გაწონასწორებული ურთიერთობა.

ელემენტების მიგრაციის პროცესებში ელემენტების კლარკები წარმოადგენენ მათი კონცენტრაციის რაოდენობრივ მახასიათებელს.

დედამიწის ქერქი ელემენტების კლარკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოყვანილია დედამიწის ქერქის ელემენტების კლარკები (მასურ პროცენტებში). ელემენტები განლაგებულია გავრცელების შემცირების მიხედვით.

ნომერი პ/პ ელემენტი კლარკი, მასის.%
1. О 49,5000
2. Si 25,8000
3. Al 7,5700
4. Fe 4,7000
5. Ca 3,3800
6. Na 2,6300
7. К 2,4100
8. Mg 1,9500
9. H 0,8800
10. Ti 0,4100
11. Cl 0,1900
12. Р 0,0900
13. С 0,0870
14. Mn 0,0850
15. S 0,0480
16. N 0,0300
17. Rb 0,0290
18. F 0,0280
19. Ba 0,0260
20. Zr 0,0210
21. Cr 0,0190
22. Ni 0,0150
23. Sr 0,0140
24. V 0,0140
25. Zn 0,0120
26. Cu 0,0100
27. W 0,0064
28. Li 0,0060
29. Ce 0,0043
30. Co 0,0037
31. Sn 0,0035
32. Y 0,0026
33. Nd 0,0022
34. Nb 0,0019
35. Pb 0,0018
სულ წონის 99,98%
დანარჩენი ელემენტები (ჯამში) წონის 0,02 %
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 544.
  • Taylor S. R., Abundance of chemical elements in the continental crust: a new table. «Geochimica et Cosmochimica Acta», 1964, v. 28. p. 1273-85;
  • Wedepohl K. H., Geochemie, B., 1967 (Sammiung Göschen, Bd 1224-1224a/1224b)