ნუკლონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუკლონი (ლათ. nucleus — „ბირთვი“) — ატომის ბირთვის შემადგენელი ნაწილაკი. ნუკლონებს მიეკუთვნებიან პროტონები და ნეიტრონები, ასევე ანტიპროტონები და ანტინეიტრონები.

ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების თვალსაზრისით, პროტონი და ნეიტრონი სხვადასხვა ნაწილაკებია, რადგან პროტონი ელექტრულად დამუხტულია, ხოლო ნეიტრონი არა. თუმცა, ძლიერი ურთიერთქმედების თვალსაზრისით, რომელიც გადამწყვეტია ატომის ბირთვების მასშტაბზე, ეს ნაწილაკები არ განსხვავდებიან, რის გამოც შემოიღეს ტერმინი ნუკლონი, ხოლო პროტონი და ნეიტრონი განიხილება, როგორც ნუკლონის ორი განსხვავებული მდგომარეობა, განსხვავებული იზოტოპური სპინის პროექციაში. ნუკლონის იზოტოპური სპინის მდგომარეობების თვისებების მსგავსება იზოტოპური ინვარიანტობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ბირთვში ნუკლონების რაოდენობას მასური რიცხვი ეწოდება. ფიზიკურ სისტემებს (ბირთვები, ატომები, მოლეკულები) ნუკლონის ერთნაირი რაოდენობის მქონე იზობარები ეწოდება; მაგალითად, 20Ne, 20Na და მოლეკულა 1H19F არიან იზობარები — თითოეულ ამ სისტემას გააჩნია 20 ნუკლონი.

ნუკლონები მიეკუთვნებიან ბარიონების ოჯახს (N-ბარიონების ჯგუფი). ისინი ყველაზე მსუბუქია ბარიონებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christine A. Aidala, Steven D. Bass, Delia Hasch, Gerhard K. Mallot. The spin structure of the nucleon (англ.) // Rev. Mod. Phys.. — 2013. — Vol. 85. — P. 655—691. — doi:10.1103/RevModPhys.85.655. — arXiv:1209.2803.