ალექსანდრე ფერსმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ფერსმანი
1966 CPA 3343.jpg
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი) 1883[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
გარდ. თარიღი 20 მაისი 1945(1945-05-20)[2] (61 წელი)
გარდ. ადგილი სოჭი, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოქიმია და მინერალოგია
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, უოლასტონის მედალი, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინური პრემია
ხელმოწერა A E Fersman-signature.png
Alexander Fersman ვიკისაწყობში

ალექსანდრე ევგენის ძე ფერსმანი (რუს. Ферсман, Александр Евгеньевич; დ. ძველი სტილით [27 ოქტომბერი], ახალი სტილით [8 ნოემბერი] 1883, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 20 მაისი 1945, სოჭი) — რუსი გეოქიმიკოსი და მინერალოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1927-1929 წწ.). გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვლადიმერ ვერნადსკის (1863-1945) მოწაფე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ფერსმანმა 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1907-1909 წლებში მუშაობდა ალფრედ ფრანსუა ლაკრუასთან პარიზში და ვიქტორ მორიც გოლდშმიდტთან ჰაიდელბერგში.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის უნივერსიტეტში (1909-1911); სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი (1924-1927 წწ.); პრეზიდიუმის წევრი (1929-1945 წწ.); სსრკ მეცნიერებათა აკადემიის რადიუმის ინსტიტუტის (1922-1926 წწ.) დირექტორი; მინერალოგიური მუზეუმის (1919-1930 წწ.; ფერსმანის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმს მისი სახელი მიენიჭა) დირექტორი; მიხელ ლომონოსოვის სახელობის კრისტალოგრაფიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის ინსტიტუტის (1930-1939 წწ.) და გეოლოგიის მეცნიერებათა ინსტიტუტის (1942-1945 წწ) დირექტორი; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ურალის ფილიალის (1932-1938 წწ.) და ს. კიროვის სახელობის კოლის სამეცნიერო-კვლევითი ბაზის (1930-1945 წწ.) თავმჯდომარე.

მისი შრომები უმთავრესად შეეხება დედამიწის ქერქში ელემენტების მიგრაციისა და კლარკების პრობლემებს, ბუნებრივი არაორგანული პროცესების ენერგეტიკული ანალიზის, პეგმატიტების გეოქიმიისა და რეგიონული გეოქიმიის საკითხებს. გეოქიმიური მეთოდების გამოყენებით იკვლევდა კოლის ნახევარკუნძულის, შუა აზიის, ურალისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულს. არის მრავალი სამეცნიერო-პოპურალური წიგნისა და წერილის ავტორი.

1943 წელს ფერსმანს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის სახელობის პალადიუმის მედალი.

ალექსანდრე ფერსმანი ვ.ი. ლენინის სახელობის პრემიისა (1929) და სსრკ სახელმწიფო პრემიის (1942) ლაურეატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში დაწესებული იყო ფერსმანის სახელობის პრემია.

ფერსმანის სახელობისაა ორი მინერალი: ფერსმიტი და ფერსმანიტი. მისი სახელობისაა რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, მ.შ. მთა, უღელტეხილი; ფერსმანის სახელს ატარებს მთვარის ერთ-ერთი ვულკანური კრატერი. მოსკოვში არის ფერსმანის სახელობის ქუჩა.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Избр. тр., т. 1–7, М., 1952–62.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 272, თბ., 1986 წელი.
  • Александр Евгеньевич Ферсман, 2 изд., М., 1964 (Материалы к биобиблиографии ученых СССР. Серия геологических наук, в. 19);
  • Щербаков Д. И., А. Е. Ферсман и его путешествия, 2 изд., М., 1953.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]