იტალია (რომის პროვინცია)
იტალია — ძველრომაული პროვინცია აპენინის ნახევარკუნძელზე.
რესპუბლიკის დროს იტალია, რომელიც იმხანად რუბიკონიდან კალაბრიამდე ტერიტორიას მოიცავდა, პროვინციად არ მიიჩნეოდა, არამედ, მხოლოდ ტერიტორიად ცენტრში რომით, რაც მას განსაკუთრებულ სტატუსს სძენდა: მაგალითად, მხედართმთავრებს იტალიის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის უფლება არ ჰქონდათ, ცეზარმაც, რუბიკონზე გადასვლის ბრძანების გაცემით სამოქალაქო ომს დაუდო საფუძველი.
თავდაპირველად სიტყვა იტალია არ აღნიშნავდა მთელ ნახევარკუნძულს. სტრაბონის თანახმად, (გეოგრაფია ტ.1) იტალია — ეს მხარეა მესინის ყურიდან იმ ზოლამდე, სადაც სალერნოსა და ტარანტოს უბეები უერთდება ერთმანეთს. მოგვიანებით იტალიამ მთელი ნახევარკუნძული მოიცვა ისტორიული ქალაქის პულას ჩათვლითაც კი. პროვინციის ჩამოყალიბება დასრულდა როდესაც იულიუს კეისარმა ციზალპური გალიის მკვიდრთ რომის მოქალაქოება მისცა, ამით კი იტალიის ტერიტორია ალპებამდე გააფართოვა.