მცირე სკვითია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცირე სკვითიის მსხვილი დასახლებები I საუკუნეში.

მცირე სკვითია (ბერძ. Μικρά Σκυθία, მიკრა სკითია) — ანტიკური ხანის რეგიონი, რომელიც შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან დუნაით, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან შავი ზღვით. მისი საზღვრები დაახლოებით ემთხვეოდა დღევანდელ დობრუჯას ტერიტორიას.

რეგიონის უძველესი აღწერა მოიპოვება ჰეროდოტესთან, რომელიც სკვითიას უწოდებს დუნაის დელტის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონს. დასახელება მცირე სკვითია პირველად გამოყენებულია I საუკუნეში, სტრაბონის გეოგრაფიაში.

პირველი ბერძნული წყაროების მიხედვით ამ ტერიტორიებზე სახლობდნენ თრაკიელები, რომლებიც ეთნოგენეზისის შედეგად ჩამოყალიბდნენ გეტებად და დაკიელებად. შემდგომში რეგიონმა განიცადა კელტების და სკვითების შემოსევები. რეგიონი თავიდან შედიოდა დაკიაში ხოლო შემდგომ ის რომის იმპერიამ დაიპყრო და პროვინცია მეზიას ნაწილი გახდა. დიოკლეტიანეს რეფორმების შედეგად რეგიონი გამოეყო მეზიას და ცალკე პროვინცია "სკვითიად" გარდაიქმნა, რომელიც გაერთიანებული იყო თრაკიის დიოცეზში. 395 წელს იმპერიის გაყოფის შემდეგ რეგიონი გადავიდა ბიზანტიის იმპერიის მმართველობაში. რეგიონს ატარებდა სახელს "მცირე სკვითია", VII საუკუნეში დიდი მიგრაციის პერიოდში სლავების და ბულგარების მიერ მის დაპყრობამდე. ამის შემდგომ ეს სახელწოდება აღარ იყო ხმარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dicţionar de istorie veche a României ("Dictionary of ancient Romanian history") (1976) Editura Ştiinţifică şi Enciclopedică, pp. 536–537

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]