რუბიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუბიკონის სავარაუდო კალაპოტი.

რუბიკონი (ლათ. Rubicō, იტალ. Rubicone) — 29 კმ სიგრძის მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში. მდინარე სათავეს იღებს აპენინებიდან და ადრიატიკის ზღვაში ჩაედინება სამხრეთ ემილია-რომანიას რეგიონის გავლით ქალაქებს რიმინი და ცეზანას შორის.

„რუბიკონის გადაკვეთა“ პოპულარული იდიომაა, რომელსაც იყენებენ ზღვრის გადაჭრისას, რომლიდან უკან მობრუნება არ შეიძლება. ეს მდინარე იყო რომაული საზღვარი გაულებსა და იტალიელებს შორის. იულიუს კეისარმა ძვ. წ. 49 წელს მდინარე განზრახ გადაჭრა ომის პროვოცირებისთვის. ისტორიკოსი სეტონიუსის მტკიცებით კეისარს სწორედ ამ მოქმედებისას უთქვამს „წილი ნაყარია“.

მდინარემ კალაპოტი მას შემდეგ მრავალჯერ შეიცვალა და ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად გადიოდა ის საზღვარი, რომელიც იულიუს კეისარმა გადაკვეთა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რუბიკონი