შინაარსზე გადასვლა

ირპინის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირპინის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი

სამხედრო მოქმედებები კიევის მიდამოებში
თარიღი 27 თებერვალი – 28 მარტი, 2022 (1 თვე და 1 დღე)
მდებარეობა ირპინი, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი
  • 14 მარტისთვის რუსულმა ძალებმა ქალაქის ნახევარი დაიკავეს.[1]
  • 28 მარტს რუსული ძალები ქალაქიდან გავიდნენ.[2][3]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
უცნობია
  • უკრაინის დროშა ოლექსი კულება[4]
  • უკრაინის დროშა ოლექსანდრ მარკუშინი[5]
  • უკრაინის დროშა მეთაური „კასპერი“ (ნამდვილი სახელი უცნობია)[6][7]
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
უკრაინის თანახმად:
  • მრავალი ჯავშანმანქანა
  • ერთი სუ-25
  • ერთი სუ-30
≈50 ჯარისკაცი[8]
სულ მცირე 290 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე[9]
ირპინის ბრძოლა ვიკისაწყობში

ირპინის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება ქალაქ ირპინის კონტროლისთვის რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. წარმოადგენს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიევისათვის ბრძოლის ნაწილს. რუსული ძალები ცდილობდნენ კონტროლი აეღოთ ირპინზე, ბუჩასა და ჰოსტომელზე, რათა დასავლეთიდან შემორტყმოდნენ კიევს და ალყა მოექციათ უკრაინის დედაქალაქი.[10][11] კიევზე შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბუჩა, ირპინთან, ჰოსტომელთან, გზატკეცილ М06-თან და ვიშჰოროდთან ერთად კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასახელა.[12] გაიმართა სასტიკი ქუჩის ბრძოლები.[13][14] ირპინის ბრძოლა 27 თებერვლიდან 28 მარტამდე გაგრძელდა და უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა.[15][16]

უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, ბუჩის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰოსტომელში, რუსულმა ძალებმა აიღეს ჰოსტომელის აეროპორტი (იხ. ჰოსტომელის აეროპორტისათვის ბრძოლა) და ქალაქში საყრდენი პუნქტი შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტომელში უკრაინელი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსულ ოკუპაციას, რუსულმა ძალებმა გადაადგილება დაიწყეს სამხრეთით — ირპინისა და ახლომდებარე ქალაქ ბუჩის დასაპყრობად, რათა შემდეგ კიევი მოქციათ ალყაში.[10][11]

2022 წლის 25 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული კოლონა, რომელიც ირპინისკენ მიემართებოდა.[17][18] 26 თებერვალს ირპინში მცხოვრებმა გადაიღო ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ რუსი მედესანტეები სამოქალაქო პირებად იყვნენ გადაცმულნი.[19]

რუსეთის თავდასხმების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის გადაყვანა ირპინიდან კიევში.

27 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები ბუჩაში შევიდნენ, მოგვიანებით კი ირპინის მიმართულებით შეძლეს თავდაცვის ხაზის გარღვევა, რითაც დაიწყო ბრძოლა ირპინისათვის. ქალაქის შიგნით დაიწყო სატანკო ბრძოლა, უკრაინული ქვეითი ჯარი კი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებს ებრძოდა.[11][20] ირპინის მერმა ოლექსანდრ მარკუშინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ქალაქის თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინის სახმელეთო ჯარები და ტერიტორიული თავდაცვის ძალები ახერხებდნენ მათ უკუგდებას; ისიც დასძინა, რომ ბუჩიდან დამატებითი სატანკო ძალები მიეშველნენ. ინტენსიური ბრძოლები გაიმართა სავაჭრო ცენტრ „ჟირაფში“, რომელიც ბუჩასა და ირპინს შორის მდებარეობს. უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ნაჩვენებია განადგურებული ჯავშანტრანსპორტიორი და სულ მცირე ექვსი დაღუპული რუსი ჯარისკაცი.[21][22][23][24]

რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები, ასევე საჰაერო დარტყმები.[25] მათ ასევე გაანადგურეს ბუჩისა და ირპინის დამაკავშირებელი ხიდი, რათა ირპინში კიდევ უფრო მეტ რუსულ სახმელეთო ძალას არ შეეღწია.[26]

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტები მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ვითომ უნდა მომხდარიყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მათ მიზანს წარმოადგენდა ხალხის ამ ნაკადის კიევისკენ მიმავალ გზაზე მიმართვა, რადგან ისინი ცოცხალ ფარად გამოეყენებინათ. ირპინის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ ჩამსხდარიყვნენ ამ „საევაკუაციო“ ავტობუსებში, რადგან უკრაინის ხელისუფლება ამ ეტაპზე არანაირ საევაკუაციო მოქმედებებს არ ახორციელებდა.[27]

28 თებერვალს, უკრაინელი თანამდებობის პირის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, დილით ირპინ-ჟიტომირის გზატკეცილზე უკრაინული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის ჯარებს და 14:00 საათისთვის 200-ზე მეტი ერთეული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება გაანადგურეს ან დააზიანეს.[28][29]

2 მარტს ირპინზე ავიაიერიში მიიტანა ორმა რუსულმა სუ-25-მა. ორი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა ბავშვი და დაშავდა ქალი.[30][31][32] ერთ-ერთი სუ-25 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. ახლო დათვალიერებით გამოვლინდა ბორტის ნომერი — RF-91961, რითაც შემდგომში დადგინდა, რომ თვითმფრინავი იყო სუ-25 სმ, რომელიც რუსეთის მე-18 საგვარდიო საიერიშო საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა. პილოტის ბედი უცნობია.[33][34]

უკრაინის სახმელეთო ძალების ცნობით, რუსულმა ნაწილებმა თავდასხმითი ინიციატივის დაკარგვა დაიწყეს, მნიშვნელოვანი მსხვერპლი განიცადეს და „არახელსაყრელ საზღვრებში“ შეჩერდნენ.[35][36]

რუსული დაბომბვების შედეგად დაზიანებული სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

3 მარტს კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ბუჩისა და ირპინისკენ მიემართებოდა ჰუმანიტარული დახმარება და ორივე ქალაქიდან იწყებოდა ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, 1500-ზე მეტი ქალი და ბავშვი მატარებლით გამოიყვანეს, ხოლო 250-ზე მეტი — ავტობუსით.[37][38] თუმცა, ამ ევაკუაციას ართულებდა ზოგიერთ მარშრუტზე სარკინიგზო ლიანდაგების განადგურება და უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებები.[39]

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ცნობით, ირპინის თავზე რუსული სუ-30 ჩამოაგდეს.[40][41]

5 მარტს უკრაინის სახმელეთო ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ფეხით ევაკუაცია დაიწყეს ირპინიდან კიევში. ევაკუაციას ართულებდა ჩამონგრეული ხიდი, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს.[42][43]

6 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ ირპინის ნაწილს. ევაკუაციის დროს სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა რუსული ნაღმსატყორცნებიდან ევაკუაციის მარშრუტზე არსებული გზაჯვარედინის დაბომბვის შედეგად,[44][45] რაც, Human Rights Watch-ის შეფასებით, არღვევდა ომის სამართალს. ორგანიზაციამ აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარეც იყო პასუხისმგებელი მოსახლეობის სიცოცხლეზე და არ უნდა ეწარმოებინა საბრძოლო მოქმედებები საცხოვრებელ რაიონებში.[46] ქალაქის სამხედრო ხელმძღვანელის ოლექსი კულებას თანახმად, მრავალი საევაკუაციო გზა უსაფრთხო იყო.[4] იმავე დღეს, ირპინში რუსულ დაბომბვას ემსხვერპლა უკრაინელი მსახიობი პავლო ლი, რომელიც რუსეთის შემოჭრის შემდეგ არმიას შეუერთდა.[47]

7 მარტს „The New York Times“-ის პირველ სვეტში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ნაღმტყორცნიდან გასროლის შედეგად ქუჩაში დაღუპული დედა და ორი შვილი. გამოცემის ვარაუდით, რუსული მხარე გაქცეულ მშვიდობიან მოსახლეობას უხსნიდა ცეცხლს.[48]

8 მარტს, ირპინის მერმა, ოლექსანდრ მარკუშინმა განაცხადა, რომ ქალაქის გადაცემის მოთხოვნით მუქარა მიიღო აგრესორებისგან, რაზეც უარი თქვა და განაცხადა: „ირპინის ყიდვა შეუძლებელია, ირპინი ბრძოლობს“.[49] მოხერხდა დაახლოებით 3000 მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა ქალაქიდან, ევაკუაცია კიდევ გაგრძელდა.[50]

9 მარტს უკრაინულმა ძალებმა კიევის ოლქიდან მოსახლეობის მასიური ევაკუაცია დაიწყეს. ოლქიდან მოხერხდა 20 000-მდე მშვიდობიანი მცხოვრების გამოყვანა. ევაკუაცია გაგრძელდა 10 მარტსაც.[51] კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირპინში ღამის ბრძოლები გაიმართა.[52]

13 მარტს ირპინში ჟურნალისტების ავტომობილის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო. გარდაცვალების მომენტში მას თან ჰქონდა „The New York Times“-ის მიერ გაცემული მოწმობა, თუმცა ამ დროისთვის იგი ორგანიზაციასთან უკვე აღარ თანამშრომლობდა. თავდასხმისას კიდევ ორი ჟურნალისტი დაიჭრა.[53][54][55]

14 მარტს ადგილობრივი საკრებულოს (საქალაქო რადის) დეპუტატმა მიხაილილა სკორიკ-შკარივსკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირპინის ნახევარი რუსული ჯარის მიერ იყო ოკუპირებული.[1]

ირპინის მერის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს კონტროლის მნიშვნელოვნად აღდგენა და უკვე ქალაქის 80% ეკავათ.[56]

28 მარტს მარკუშინმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქი უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს. თავდაპირველი გაურკვევლობების შემდეგ,[57][58]Reuters“-მა დაადასტურა, რომ 30 მარტს ირპინი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, „CNN“-მა აღნიშნული ერთი დღის შემდეგ დაადასტურა.[2][59]

  1. 1.0 1.1 „Mass graves in Ukraine: Battered cities are digging makeshift burial sites“. BBC News (ინგლისური). 14 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-14. ციტირების თარიღი: 2022-03-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Hnidyi, Vitalii; Karazy, Sergiy (30 მარტი, 2022). „Russia bombs Ukraine cities, despite pledge to pull back from Kyiv“ (ინგლისური). Reuters. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 28 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022
  4. 4.0 4.1 Addario, Lynsey (6 March 2022). „Russian forces fire on evacuees, leaving 4 people dead outside Kyiv“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 March 2022. ციტირების თარიღი: 14 March 2022.
  5. Christoph Reuter (11 მარტი, 2022). „Courage, Desperation and Defiance Fuels the Defense of Ukraine“. Spiegel. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. Sudarsan Raghavan (14 მარტი, 2022). „How Kyiv's outgunned defenders have kept Russian forces from capturing the capital“. Washington Post. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. 'We will blow it up': Last bridge to Kyiv stalls Russian advance“. MSN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „According to preliminary data, up to 50 servicemen, 200-300 civilians killed under shelling, during fighting in Irpin“. Interfax-Ukraine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. „At least 290 civilian bodies found in Irpin since Russian withdrawal, mayor says“. CNN (ინგლისური). 3 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. 10.0 10.1 „Latest Military Situation in Ukraine, 27 თებერვალი, 2022 (Map Update)“. Islamic World News (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. ციტატა: „On February 27, the southern areas of Gostomel Airport, including Bucha and Irpin, witnessed one of the heaviest battles in the past four days between Russian and Ukrainian forces. Russian forces trying to block the western entrances to the city of Kiev by advancing in this area.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  11. 11.0 11.1 11.2 Clark, Mason; Barros, George; Stepanenko, Kateryna (27 თებერვალი, 2022). „Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 27, 2022“. Critical Threats. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „Буча, Ірпінь, Гостомель: Кулеба назвав найнебезпечніші місця Київської області“. depo kyiv. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. 'Hand-to-hand combat': Street battles rage on Kyiv's edge“. France 24. 2022-03-07. ციტირების თარიღი: 2022-04-05.
  14. Episkopos, Mark (2022-03-17). „Ukraine Launches Counteroffensives in Key Cities“. National Interest. ციტირების თარიღი: 2022-04-05.
  15. Kramer, Andrew E.; Berehulak, Daniel (2022-03-29). „In Kyiv Suburb, Ukrainian Military Claims a Big Prize“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-04-05.
  16. Guerin, Orla (2022-04-01). „Battle for Irpin: Russian forces pushed out of Kyiv suburb“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-05.
  17. „Відео розгромлених колон російської техніки в Конотопі та Ірпені“. t1.ua. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  18. „ЗСУ розтрощили російську військову колону в Ірпені“. TCH. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. „В Ірпені помітили російських військових, які переодяглися у цивільне (відео)“. Segodnya. 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  20. Орлова, Віолетта (27 თებერვალი, 2022). „Бої за Ірпінь, Бучу, та Гостомель: що відбувається в цих населених пунктах на Київщині“. unian. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. „Мешканці Бучі спалили коктейлями Молотова два російських БМД — Арестович“. HB. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  22. „ЗСУ відбили Ірпінь у окупантів“. Segodnya. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  23. „Ірпінь відбитий. Купа трупів росіян - мер закликав об'єднуватися“. Gazeta. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  24. „Бої в Ірпені: “шість окупантів знищено, мінус один БТР, працюємо далі”“. Novynarnia. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. „Advisor to the President of Ukraine: Russian invaders broke through into Bucha, Irpin, and Hostomil, their advance was stopped“. pravda. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. Горбач, Наталія (27 თებერვალი, 2022). „Колона окупантів заблокована: ЗСУ підірвали міст між Бучею та Ірпенем (ВІДЕО)“. Depo Kyiv. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. "Не сідайте в автобуси до ворога": міський голова попередив населення про провокацію окупантів в Ірпені та Бучі“. TCH. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  28. "Якби ж ви знали...": Арестович про знищення військової техніки окупантів“. TCH. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. „До 14:00 було знищено понад 200 одиниць техніки окупантів на напрямках траси Ірпінь-Житомир, - Арестович“. Espreso. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  30. „Російські окупанти ракетами обстріляли Ірпінь: подробиці“. TCH. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  31. „Уранці окупанти завдали двох авіаударів по Ірпеню, зруйновано житловий будинок. Фото і відео“. Gordonua. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  32. „Внаслідок ворожого обстрілу Ірпеня загинула дитина та поранили жінку“. 24tv. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  33. Орлова, Віолетта (2 მარტი, 2022). „Знищено російський літак Су-25, який бомбив Ірпінь (фото)“. Unian. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  34. „Збито російський Су-25, який бомбив Ірпінь“. mil.in.ua. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  35. "Легкої прогулянки" не вийшло": в ЗСУ розповіли про ситуацію в Україні і "прозріння" окупантів“. TCH. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  36. „Генштаб заявляє про «перехоплення ініціативи у російських окупантів»“. Radiosvoboda. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  37. „ІРПІНЬ ТА БУЧА – УКРАЇНСЬКІ!“. КИЇВСЬКА ОБЛАСНА ДЕРЖАВНА АДМІНІСТРАЦІЯ. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  38. БАЛАЧУК, ІРИНА (3 მარტი, 2022). „З Ірпеня і Бучі вивезли понад 1,5 тисячі жінок і дітей, з Фастівщини – ще 500“. Pravda. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  39. „Буча, Ірпінь, Гостомель і Ворзель: що відбувається в найгарячіших точках Київщини“. Ukrinform. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  40. „Російський літак СУ-30 збили у небі над містом Ірпінь – Залужний“. Radiosvoboda. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  41. Гірко, Вікторія (3 მარტი, 2022). „Над Ірпенем збили російський літак Су-30“. Fakty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-03. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  42. „Люди після бомбардувань намагаються покинути місто Ірпінь (відео)“. Radiosvoboda. 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  43. „З Ірпеня на Київщині триває евакуація населення (фото, відео)“. Konkurent. 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  44. „Під час евакуації з Ірпеня війська РФ відкрили вогонь по цивільних, є загиблі – кореспондент Радіо Свобода“. Radio Svoboda. 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  45. „ОКУПАНТИ ЗАХОПИЛИ ЧАСТИНУ ІРПЕНЯ І ВБИЛИ МІНІМУМ 8 ОСІБ: МЕР ПОВІДОМИВ ПРО СИТУАЦІЮ В МІСТІ“. TCH. 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  46. „Ukraine: Russian Assault Kills Fleeing Civilians“ (ინგლისური). Human Rights Watch. 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  47. Pasha Lee, Ukrainian Actor and TV Host, Killed by Russian Shelling at 33. IMDb. ციტირების თარიღი: 2022-03-08
  48. „As Shell Falls, Family's Dash to safety Ends in Death—Russian forces hit a bridge being used by civilians evacuating the fighting in Ukraine. Four people were killed“. The New York Times (ინგლისური). 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  49. "Irpin can't be bought, Irpin fights": Mayor refuses Russian demand to surrender“ (ინგლისური). CNN. 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  50. „В Ирпене под Киевом удалось оказать помощь 3 тысячам местных жителей во время эвакуации – ГСЧС Украины“. Крым.Реалии (რუსული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  51. „До 20 тысяч человек были эвакуированы из Бучи, Ирпеня, Гостомеля, Ворзеля и других городов Киевской области“. TCH. 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  52. „Житомирська траса, Буча, Ірпінь, Макарів - найнебезпечніші напрямки Київщини“. Ukrinform (უკრაინული). 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  53. „კიევთან მოკლული ამერიკელი ჟურნალისტი NYT-თან წარსულში თანამშრომლობდა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  54. Woodward, Alex; Harding, David (13 მარტი, 2022). „Award-winning US filmmaker Brent Renaud killed by Russian forces in Ukraine, authorities say“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  55. Southern, Keiran (13 მარტი, 2022). „American journalist Brent Renaud shot dead near Kyiv“. The Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  56. „Kyiv suburb Irpin now 80% under Ukrainian control, mayor says“. CNN (ინგლისური). 23 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  57. „Mayor tells CNN that Ukraine has reclaimed Kyiv suburb Irpin from Russian forces“ (ინგლისური). CNN. 2022-03-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-28. ციტირების თარიღი: 2022-03-28.
  58. „Irpin mayor says Kyiv suburb ‘liberated’ from Russian forces“. Timeso of Israel (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-28.
  59. Cotovio, Vasco; Pleitgen, Frederik; Blunt, Bryon; Markina, Daria (31 მარტი, 2022). „Ukrainians have retaken Irpin from the Russian invaders. But it's a city that now lies in ruins“ (ინგლისური). CNN. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)