შინაარსზე გადასვლა

თამაზ II

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ II
სეფიანთა ირანის მე-10 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 1729
მმართ. დასასრული: 1732
წინამორბედი: ჰუსეინი
მემკვიდრე: აბას III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1704
გარდ. თარიღი: 11 თებერვალი, 1740
გარდ. ადგილი: საბზევარი
შვილები: აბას III
ისმაილ მირზა
ჰუსეინ მირზა
სრული სახელი: თამაზ მირზა
დინასტია: სეფიანები
მამა: ჰუსეინი
დედა: ალიას ხაირ-უნ-ნისა ხათუნი
რელიგია: შიიტური ისლამი

შაჰ-თამაზ II (დ. 1704 — გ. 11 თებერვალი, 1740) — სეფიანების მეათე წარმომადგენელი შაჰ-ჰუსეინის ვაჟი. ირანის შაჰი 1729–1732 წლებში.

1722 წელს, როდესაც ირანის დედაქალაქი ისპაჰანი ალყაში იყო და თამაზის მამა, ჰუსეინი, იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, თამაზს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ იგი თავის გადასარჩენად თავრიზში გაიქცა. მან იქ მოიპოვა კავკასიელი სუნიტი მუსლიმანებისა, რამდენიმე ყიზილბაშური ტომის, შემდეგში კი ოსმალეთის იმპერიისა და რუსეთის მხარდაჭერაც. საბოლოოდ, იგი ტახტზე ავიდა 1729 წელს.

1732 წელს, იგი ტახტიდან გადააყენა მის სამსახურში მდგარმა მომავალმა შაჰმა ნადირმა მისი მცირეწლოვანი ვაჟის, აბას III-ის სასარგებლოდ.

1736 წელს, ნადირ შაჰმა გადააყენა აბას III-ც, სეფიანების ბოლო წარმომადგენელი და ტახტზე თავად ავიდა.

1740 წელს, მამა-შვილი მოკლეს ნადირ-შაჰის შვილის ბრძანებით.