ზინობიანი
სოფელი | |
---|---|
ზინობიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭიკაანი |
კოორდინატები | 41°53′49″ ჩ. გ. 45°55′59″ ა. გ. / 41.89694° ჩ. გ. 45.93306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 340 მ |
მოსახლეობა | 337[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 49,0 % უდიები 48,7 % რუსები 1,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზინობიანი (ყოფ. ოქტომბერი) — სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში (ჭიკაანის თემი), ალაზნის ვაკეზე. მდინარე ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 340 მეტრი, ყვარლიდან 12 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლის 16 ნოემბერს ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანს ეწოდა სახელი „ოქტომბერი“[2]. სოფელს ძველი სახელი „ზინობიანი“ დაუბრუნდა 2010 წლის 16 ნოემბერს[3].
უდიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ზინობიანი საქართველოში მცხოვრები უდიების განსახლების მთავარი ადგილია. უდიები კავკასიელი ალბანელების შთამომავლებად მიიჩნევიან. საქართველოში უდიები 1920-იან წლებში გადმოსახლდნენ. მათ ემიგრაციას ზინობ სილიკაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქედან მოდის სოფელ ზინობიანის სახელი. 1937 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების დროს სილიკაშვილი დააპატიმრეს და სოფელს „ოქტომბერი“ დაერქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ადგილობრივების მოთხოვნით, სოფელს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა.[4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 412 | 204 | 208 |
2014[1] | 337 | 180 | 157 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 617.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, გვ. 6, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925, 2010 წლის 16 ნოემბერი
- ↑ უდიები საქართველოში[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|