ვოლტა
იერსახე
ვოლტა ინგლ. Volta River ფრანგ. Fleuve Volta | |
---|---|
ვოლტა | |
ქვეყანა | განა |
ქალაქები |
კეტე-კრაჩი აკოსომბო კპანდუ |
სათავე | 8°38′55″ ჩ. გ. 0°58′57″ დ. გ. / 8.64861° ჩ. გ. 0.98250° დ. გ. |
შესართავი |
გვინეის ყურე 5°46′16″ ჩ. გ. 0°40′23″ ა. გ. / 5.77111° ჩ. გ. 0.67306° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 1500 კმ |
აუზის ფართობი | 407 093 კმ² |
წყალსაცავი | ვოლტის წყალსაცავი |
ჰესი | აკოსომბოს ჰიდროელექტოსადგური |
— სათავე, — შესართავი | |
ვოლტა ვიკისაწყობში |
ვოლტა (ინგლ. Volta River, ფრანგ. Fleuve Volta) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში და განაში. წარმოიქმნება თეთრი და შავი ვოლტის შეერთებით. სიგრძე — 1500 კმ, აუზის ფართობი — 407 093 კმ². თეთრი ვოლტის შეერთებამდე მდინარე მიედინება განიერ ხეობაში, ქვემოთ ჭორომიანია. ერთვის გვინეის ყურეს. წყალდიდობა იცის წვიმიან ზაფხულში, წყალმცირობა თებერვალ-მარტში. წყლის დონე სექტემბერ-ოქტომბერში 14 მეტრით მაღლდება. სანაოსნოა შესართავიდან 400 კილომეტრზე. მთავარი შენაკადია ოტი. განვითარებულია თევზჭერა. ვოლტის აუზში გვხვდება თევზის დაახლოებით 400-მდე სახეობა. მთავარი დასახლებული პუნქტებია: კეტე-კრაჩი, აკოსომბო და კპანდუ. ვოლტაზე აგებულია მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავი ვოლტის წყალსაცავი. მდინარეზე გაშენებულია აკოსომბოს ჰიდროელექტოსადგური.