ვახტანგ IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ვახტანგ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვახტანგ.
ვახტანგ IV
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1442
მმართ. დასასრული: 1446
წინამორბედი: ალექსანდრე I დიდი
მემკვიდრე: გიორგი VIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1413
გარდ. თარიღი: 1446
მეუღლე: სითიხათუნი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე I დიდი
დედა: დულანდუხტი
ხელმოწერა:

ვახტანგ IV - ერთიანი საქართველოს მეფე 1442(3)-1446 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.

ბერად აღკვეცის შემდეგ, ალექსანდრე I -მა სამეფო ტახტზე დაადგინა უფროსი ვაჟი ვახტანგი. მისი მეფობის დროს ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 1444 წელს ხელმეორედ შემოესია საქართველოს და ახალციხეს დაესხა თავს. ვახტანგ IV -მ მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.

ვახტანგ IV -ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 336.
  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, 2007 წ.
წინამორბედი:
ალექსანდრე I
საქართველოს მეფე
1443 - 1446
შემდეგი:
გიორგი VIII