ვასილ დოლენკო
ვასილ დოლენკო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 იანვარი, 1902 ერევანი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
8 თებერვალი, 1998 (96 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1969) |
ვასილ დოლენკო (დ. 13 იანვარი, 1902, ერევანი — გ. 8 თებერვალი, 1998, მოსკოვი) — საბჭოთა კინოს მემონტაჟე, ხმის რეჟისორი. სამონტაჟო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1969).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1902 წლის 13 იანვარს. დაამთავრა თბილისის მე-6 ვაჟთა გიმნაზია. 1923 წელს ჩაირიცხა ლენტების დამწებებლად განსახკომის კინოსექციაში. თავისი პირველი კინო მოღვაწეობა დაიწყო რაჟისორ ივანე პერესტიანთან. 1923 წელს დაინიშნა სამონტაჟო ცეხის უფროსად, შემდეგში მონტაჟის რეჟისორად. „ქართულ ფილმში“ მუშაობდა 70 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში 200-ზე მეტ ფილმზე იმუშავა. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მუშაობა შეწყვიტა 90 წლის ასაკში.
1994 წელს საცხოვრებლად გადავიდა შვილებთან მოსკოვში. გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხმის რეჟისორი/ოპერატორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყურშა
- ნებიერი
- ჯაფარა
- მამაცი მთამსვლელები
მემონტაჟე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1944, 1958, 1966 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1961 — საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[1]
- 1969 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვასილ დოლენკო — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვასილ დოლენკო — ეროვნული ფილმოგრაფია
- ვასილ დოლენკო — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)