ჭირვეული მეზობლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჭირვეული მეზობლები“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი გიორგი მდივანი
როლებში სანდრო ჟორჟოლიანი
შალვა ღამბაშიძე
სესილია თაყაიშვილი
ცეცილია წუწუნავა და სხვები.
კომპოზიტორი დავით თორაძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
ოპერატორი იური რიშკოვი
მხატვარი სერაპიონ ვაწაძე
სტუდია თბილისის კინოსტუდია
გამოსვლის თარიღი 1945
ხანგრძლივობა 70 წუთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა ქართული

ჭირვეული მეზობლები1945 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი შოთა მანაგაძე.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი მეგობრები და ამასთანავე მეზობლები, რომელთა კარმიდამოებს საერთო ღობე ჰყოფს, მუდმივად ქიშპობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს. დიდი სამამულო ომის დროს თითოეული ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს სამშობლოსა და ბრძოლის ველზე მყოფ მებრძოლთა დასახმარებლად.

ამირანი ფრონტიდან გრამიტონისთვის გამოგზავნილ დეპეშას არასწორად ამოიკითხავს და გრამიტონის ვაჟს — თენგიზს დაღუპულად გამოაცხადებს, რასაც მთელი სოფელი გაიგებს და განიცდის. მხოლოდ თენგიზის დედ-მამას და ამირანის ქალიშვილს უმალავენ ამ უბედურებას. კოლმეურნეობის თავმჯდომარე უხსნის, რომ ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლება და აიძულებს, სიმართლე უთხრას დაღუპული გმირის ოჯახს. გაუგებრობა მალე ირკვევა…

როლებს ასრულებენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ ფილმს ახალი რედაქცია გაუკეთა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]