ერატოსთენე
ერატოსთენე | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Ἐρατοσθένης ὁ Κυρηναῖος | |
დაბ. თარიღი | ძვ. წ. 276[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | კირენა, პტოლემეების სამეფო[2] |
გარდ. თარიღი | ძვ. წ. 194[2] [4] [5] |
გარდ. ადგილი | ალექსანდრია, პტოლემეების სამეფო[6] |
საქმიანობა | მათემატიკოსი[3] , ასტრონომი[3] , პოეტი[3] , ბიბლიოთეკარი, ისტორიკოსი, მწერალი, მუსიკოლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი, გეოგრაფი[3] , ელეგისტი[7] და ფილოსოფოსი |
მუშაობის ადგილი | ალექსანდრიის ბიბლიოთეკა |
განთქმული მოსწავლეები | პტოლემე IV |
ერატოსთენე (ბერძ. Ἐρατοσθένης ὁ Κυρηναῖος); დაახლ. ძვ. წ. 276 – გ. ძვ. წ. 194) — ძველი ბერძენი მეცნიერი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
დაიბადა ქალაქ კირენას მახლობლად აპოლონიაში (დღევანდელი ლიბიის ტერიტორია), განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ათენში. კალიმაქეს სიკვდილის შემდეგ განაგებდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, გეოგრაფიით, ფილოსოფიით, მუსიკით.
ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე. ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები, შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. „ერატოსთენეს საცერი“, დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. ერატოსთენეს ეკუთვნის ნაშრომები „ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), „ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), „გეოგრაფია“ (3 წიგნად). მისი ნაწერებიდან ნაწყვეტებია შემორჩენილი.
საქართველოს ისტორიისათვის განსაკუთრებით ფასეულია სტრაბონის თხზულებაში მოყვანილი ერატოსთენესს ცნობები შავიზღვისპირეთისა და კავკასიის გეოგრაფიული და ეთნიკური ვითარების შესახებ — დასახელებულია აქაური ქალაქები, მდინარეები (ფასისი), მთები, აგრეთვე ქართველური და მათი მეზობელი ტომები: მოსხები, ტიბარენები, კოლხები, ალბანელები და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 172.
- ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 34.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ერატოსთენე“ ვიკისაწყობში.
- Bernhardy, Gottfried: Eratosthenica Berlin, 1822 (PDF) (Latin/Greek)
- Eratosthenes' sieve in Javascript დაარქივებული 2001-03-01 საიტზე Wayback Machine.
- Eratosthenes' sieve as a simple algorithm
- About Eratosthenes' methods, including a Java applet
- How the Greeks estimated the distances to the moon and sun
- Eratosthenes on PBS.org დაარქივებული 2013-12-28 საიტზე Wayback Machine.
- Measuring the earth with Eratosthenes' method
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Бобынин В. В. Эратосфен // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XLа. — С. 947–949.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Эратосфен // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
- ↑ Любкер Ф. Eratosthenes // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 492–493.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118530674 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.