ერატოსთენეს საცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sieve of Eratosthenes

ერატოსთენეს საცერი — მათემატიკაში მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენის მარტივი, უძველესი ხერხი. ეს არის თანამედროვე ატკინის საცერის წინამორბედი, რომელიც უფრო სწრაფია და უფრო კომპლექსური. ალგორითმი შექმნილია ძველი ბერძენი მათემატიკოსი ერატოსთენეს მიერ.

მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამოვწეროთ რიცხვები: 2, 3, 4... n; ამ მწკრივის პირველი რიცხვია 2. თუ ამოვშლით 2–ის ჯერად ყველა რიცხვს, გარდა 2–ისა, 2–ის პირველი მომდევნო დარჩენილი რიცხვი იქნება 3. როცა ამოვშლით 3–ის ჯერად ყველა რიცხვს, გარდა 3–ისა, 3–ის პირველი მომდევნო დარჩენილი რიცხვია 5. თუ ამ პროცესს გავაგრძელებთ, მივიღებთ ყველა მარტივ რიცხვს, რომლებიც ნაკლები არის მოცემულ n-ზე.