შინაარსზე გადასვლა

დომენტი ყულუმბეგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომენტი ყულუმბეგოვი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 2014 – 16 მაისი, 2017
პრეზიდენტი  ლეონიდ თიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი
წინამორბედიროსტისლავ ხუგაევი
მემკვიდრეერიკ ფუხაევი

დაბადებული4 იანვარი, 1955 (1955-01-04) (69 წლის)
სოფ. თხინალა, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა
ეროვნებაოსი
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
მამასარდიონ ყულუმბეგოვი
შვილები3
განათლებასამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი, თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემია, სახელმწიფო სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის აკადემია
პროფესიაისტორიკოსი, იურისტი, უცხო ენები
საქმიანობაპოლიტიკური მოღვაწე
ჯილდოებიმედალი „შრომითი მამაცობისათვის“

დომენტი სარდიონის ძე ყულუმბეგოვი (ყულუმბეგთი) (ოს. Доменти Сардионы фырт Хъуылымбегты; დ. 4 იანვარი, 1955, სოფ. თხინალა, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ოსი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე 2014–2017 წლებში.

1972 წელს დაამთავრა ცხინვალის სკოლა-ინტერნატი. ამავე წელსვე ჩაირიცხა და 1978 წელს დაასრულა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-უცხოური ენების ფაკულტეტი, 2009 წელს — თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემია, იურისპრუდენციის სპეციალობით. 2000 წელს დონის როსტოვის სახელმწიფო სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის აკადემიაში გაიარა პროფესიული გადამზადება. საკლასო ჩინი: რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სამოქალაქო სამსახურის 1-ლი კლასის მრჩეველი; ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მე-3 კლასის მრჩეველი.[1][2]

1978–1979 წლებში იყო თბილგვირაბმშენის საგვირაბო რაზმის საუღელტეხილო ბაზის მუშა; 1980–1983 წლებში — საქართველოს ალკკ სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, ჯგუფის გამგე და განყოფილების გამგე; 1983–1985 წლებში — საქართველოს ალკკ ცხინვალის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1985–1988 წლებში — საქართველოს ალკკ სამხრეთ ოსეთის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი; 1988–1991 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის სამხრეთ ოსეთის სამხარეო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1992–2000 წლებში — ჩრდილოეთ ოსეთის სამიგრაციო სამსახურის უფროსი ინსპექტორი, განყოფილების გამგე, ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე; 2000–2006 წლებში — ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე; 2006 წელს — ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხების სამმართველოს განყოფილების უფროსი; 2006 წლის 10 ოქტომბრიდან 2009 წლამდე — ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს განყოფილების უფროსი.[3]

2009–2012 წლებში იყო ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 2012 წლის მაისიდან 2013 წლის ივნისამდე — სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენლის თანაშემწე. 2013 წლის ივნისიდან იკავებდა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს; 2014 წლის იანვარ-აპრილში იყო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2014 წლის 2 აპრილს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარედ. 2017 წლის 24 აპრილიდან 16 მაისამდე ასრულებდა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას.[2]

დაჯილდოებულია მედლით „შრომითი მამაცობისათვის“, მედლებით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 20 წლისთავის აღსანიშნავად“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 15 წლისთავის აღსანიშნავად“, დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის მედლით „საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებისათვის“, სამხრეთ ოსეთის მეგობრობის ორდენით.[1]

დაქორწინებულია, ჰყავს 3 შვილი.[1][2] ფლობს რუსულ, ოსურ და გერმანულ (კითხვა, გააზრება) ენებს.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 Кулумбегов Доменти Сардионович. Правительство Южной Осетии. rso-government.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-23. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 Кулумбегов, Доменти Сардионович. ass.ru. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2020.
  3. 3.0 3.1 Кулумбегов Доменти Сардионович — бывший председатель Правительства РЮО. Государственное информационное агентство «Рес». cominf.org. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2020.