ანატოლი ბიბილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი
რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 აპრილი, 2017 – 24 მაისი, 2022
პრემიერ-მინისტრი  დომენტი კულუმბეგოვი
წინამორბედილეონიდ თიბილოვი
მემკვიდრეალან გაგლოევი

რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის თანახელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2014 – 2017
წინამორბედილეონიდ თიბილოვი

დაბადებული6 თებერვალი, 1970
ცხინვალი, სამხრეთ ოსეთის აო, საქართველოს სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიაერთიანი ოსეთი

ანატოლი ბიბილოვი (ოს. Бибылты Ильяйы фырт Анатолий, რუს. Анато́лий Ильи́ч Биби́лов) — ცხინვალის რეგიონში არსებული რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეოთხე პრეზიდენტი) 2017 წლის 21 აპრილიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლი ბიბილოვი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს ცხინვალში, მუშების ოჯახში. რვა კლასის დასრულების შემდეგ იგი გადავიდა თბილისში და შევიდა სპეციალიზებულ სკოლა-პანსიონში, სადაც შეისწავლა რუსული ენა და მიიღო გაძლიერებული სამხედრო ფიზიკური განათლება, რაშიც მოამზადა გენერალ-პოლკოვნიკმა ლესელიძემ. ამის შემდეგ კი იგი შეუერთდა რიზანის უმაღლეს საჰაერო სადესანტო სკოლას. მისი დანაყოფი შედიოდა სამხრეთ ოსეთის კონსოლიდირებულ სამშვიდობო ბატალიონში. მოგვიანებით იგი შეუერთდა სამხრეთ ოსეთის არმიას.

1998-2008 წლებში იგი სამშვიდობო ძალებში დაბრუნდა, ამჯერად ოკუპირებული ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონში. ბიბილოვი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

2008 წლის ოქტომბერში ბიბილოვი დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრად.

2011 წლის 13 ნოემბერს იგი იყო „ერთიანობის პარტიის“ კანდიდატი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც არჩევნების მეორე ტურზე წარმატებით გადავიდა, მან აიღო ხმების 25.44%, თუმცა მალევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა არჩევნები ბათილად სცნო. [1]

საბოლოო ჯამში 2012 წლის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა, ხოლო ანატოლი ბიბილოვს მონაწილეობა არ მიუღია. 2014 წელს ის აირჩიეს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის ლიდერად და ამჟამად არის პარტია „გაერთიანებული ოსეთის“ ხელმძღვანელი, რომელმაც თავისი კანდიდატურა წარადგინა 2017 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბიბილოვმა პირველივე ტურში გაიმარჯვა და მიიღო ხმების 54.8%,[2]. შედეგად 2017 წლის 21 აპრილს დაიკავა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-4 პრეზიდენტის პოსტი.

მის ე.წ. ინაუგურაციას ესწრებოდნენ რუსეთის, მთიანი ყარაბაღის, არაღიარებული დონეცკისა და არაღიარებული ლუგანსკის რესპუბლიკების დელეგაციები.

ანატოლი ბიბილოვი ღიად უჭერს მხარს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას.[3][4]

2015 წლის სექტემბრის შემდეგ ანატოლი ბიბილოვი უკრაინის სანქციების სიაში შედის, უკრაინის მთავრობის მიერ იგი აღიარებულია, როგორც ნაციონალური უსაფრთხოების რეალურ ან პოტენციურ საფრთხედ, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. უკრაინის მთავრობის მხრიდან კი მსგავსი ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ რაც არაერთხელ დაფიქსირდა ბიბილოვის ვიზიტი არაღიარებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რესპუბლიკებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. South Ossetia unrest after election result is annulled, BBC, 30 November 2011.
  2. http://sputnik-ossetia.ru/news/20170409/3986520.html
  3. Archived copy. ციტირების თარიღი: 2018-04-20
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2021-06-04.