გოჩა მაჩაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა მაჩაიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გოჩა დომენტის ძე მაჩაიძე
დაბადების
თარიღი
21 ივნისი, 1950 (1950-06-21) (73 წლის)
დაბადების
ადგილი
ამბროლაური,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1969 ლოკომოტივი 1 (0)
1969–1970 მეტალურგი რ.
1971–1980 დინამო თბ. 133 (3)
1980 გურია 20 (0)
1981 სპარტაკი მ. 1 (0)
1981–1982 ტორპედო ქ. 39 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გოჩა მაჩაიძე (დ. 21 ივნისი, 1950, ამბროლაური, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, მოსკოვის „სპარტაკის“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1973).[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1962 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრასთან. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ და რუსთავის „მეტალურგში“. 1971 წლიდან თბილისის „დინამოშია“, რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოვიდა 1973 წლის 2 ივლისს. გუნდთან ერთად ორჯერ — 1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[2] ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 133 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა. ამას გარდა, გოჩა მაჩაიძემ ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება ცამეტ შეხვედრაში დაიცვა, აქედან ერთი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და ორიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

1980 წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მას და მის უფროს ძმას, თბილისელთა მაშინდელ კაპიტან მანუჩარ მაჩაიძეს „დინამოს“ დატოვება მოუწიათ. იმავე წლის საფეხბურთო სეზონის დარჩენილი პერიოდი გოჩა მაჩაიძემ ლანჩხუთის „გურიაში“ გაატარა, რომელთა რიგებშიც ოცჯერ გამოვიდა მწვანე მინდორზე.

1981 წლის სეზონი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში დაიწყო, სადაც მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ერთხელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის კალენდარულ შეხვედრაში, ხოლო მეორედ — ევროპის ჩემპიონთა თასის 1980–1981 წლების გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისში 1981 წლის 4 მარტს „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა.[3][4][5]

1981–1982 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაშია, სადაც საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის 39 შეხვედრას ატარებს (ერთი გოლი) და გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში ეხმარება. სათამაშო კარიერას 1982 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

ევროთასებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გოჩა მაჩაიძის თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.

მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1976–77
ევროპის თასების თასი
1/16
უელსის დროშა კარდიფ სიტი 3–0 [6]
1977–78
უეფა-ს თასი
1/32
იტალიის დროშა ინტერი მილანი 0–0 1–0 [7][8][9][10][11][12]
1/16
დანიის დროშა კბ კოპენჰაგენი 2–1 4–1 [13][14]
1/8
შვეიცარიის დროშა გრასჰოპერი ციურიხი 1–0 0–4 [15][16]
1978–79
უეფა-ს თასი
1/32
იტალიის დროშა ნაპოლი 2–0 1–1 [17][18][19][20][21][22]
1/16
გერმანიის დროშა ჰერტა ბერლინი 1–0 0–2 [23][24]
1979–80
ევროპის ჩემპიონთა თასი
1/16
ინგლისის დროშა ლივერპული 3–0 1–2 [25][26][27][28]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1978
  • ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [29]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გია ტუხაშვილი (21 ივნისი, 2010). იუბილარი. გოჩა მაჩაიძე — 60[მკვდარი ბმული] — 70-იანი წლების თბილისის "დინამო" ძმები მაჩაიძეების გარეშე ცოტა წარმოუდგენელიც იყო; უფროსი, მანუჩარი წლების განმავლობაში „დინამოს“ კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო; არც გოჩა მაჩაიძე გახლდათ ურიგო ფეხბურთელი, მართლაც განსაკუთრებული უნივერსალიზმით რომ გამოირჩეოდა: ბავშვობაში ფორვარდი იყო, შემდეგ ნახევარდაცვაში თამაშობდა, კარიერის ბოლო წლებში კი უკვე განაპირა მცველად მოგვევლინა. „დინამოსთან“ ერთად გოჩა მაჩაიძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და თასს დაეუფლა, ამას გარდა არაერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა საერთაშორისო არენაზეც: „ლივერპულის“, „ინტერის“, „რეალის“ წინააღმდეგ. ქართული ფეხბურთის დამსახურებულ ვეტერანს დღეს იუბილე აქვს — 60 წელი შეუსრულდა! — ქართული პრესის ელექტრონული არქივი. opentext.org.ge. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2018.
  2. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი — 1978. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2021.
  3. Кубок европейских чемпионов 1980/81. «Спартак» Москва (СССР) 0–0 «Реал» Мадрид (Испания). წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2018.
  4. Олег Кучеренко (5 მარტი, 1981). Первый раунд — ничейный — «Советский спорт» 5 марта 1981 г. „Пожалуй, лучшими для «Спартака» в этом матче были первые двадцать минут игры. Москвичи, бурно поддерживаемые зрителями до отказа заполнившими тбилисский стадион «Динамо», сразу же пошли вперед. Хорошо находят на поле друг друга Гаврилов и Г. Мачаидзе. Дважды наш защитник опасно подключается в атаку. В первом случае мяч после его удара проходит рядом со штангой, а во втором опять-таки после паса Гаврилова — Г. Мачаидзе осуществляет острый проход, но его сбивают недозволенным, приемом перед штрафной“. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2021.
  5. Советский Спорт (4 მარტი, 1981). Кубок европейских чемпионов 1980/81, 1/4 финала. «Спартак» Москва (СССР) 0–0 «Реал» Мадрид (Испания) — Тбилиси. 4 марта 1981 года. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2021.
  6. Cup Winners Cup 1976/1977 » 1. Round » Dinamo Tbilisi - Cardiff City 3:0. WorldFootball.net. ციტატა: „Goals: 1 : 0 Gutsaev 23. 2 : 0 Kipiani 73. 3 : 0 Kanteladze 80. / penalty“ ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  7. «Интернационале» (Милан, Италия) 0–1 «Динамо» (Тбилиси)- Кубок УЕФА сезона 1977 / 78 годов. 1 / 32 финала. I -й матч. Милан. 14 сентября 1977 года. Ясно. +22 С. 20:30. Стадион «Сан-Сиро». 45 000 зрителей. Судья: Франц Вёрер (Австрия). Помощники: Йохан Малик, Мартин Ярош (оба - Австрия). Источник данных: проект «Наши в еврокубках» / Подготовка документа: Евгений Пугло (pugloev@mail.ru) / Дата документа: 17 февраля 2005 г. / 17 თებერვალი, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 დეკემბერი, 2016 / 5 ივლისი, 2019. წყარო: Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2020.
  8. Maurizio Mariani, Roberto Di Maggio and RSSSF (11 მაისი, 2018). Inter 0–1 Dinamo Tbilisi. 14.09.1977 (Goals: Kipiani 77'. San Siro, Milan. Attendance: 45,000) — Italian Clubs in European Cups. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2020.
  9. Maurizio Mariani, Roberto Di Maggio and RSSSF (11 მაისი, 2018). Dinamo Tbilisi 0–0 Inter. 28.09.1977 (Dinamo Stadium, Tbilisi. Attendance: 90,000) — Italian Clubs in European Cups. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2020.
  10. Internazionale 0–1 Dinamo Tbilisi — 14 September 1977. UEFA.com. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
  11. Europa League 1977/1978 » 1. Round » Dinamo Tbilisi - Inter 0:0. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  12. Europa League 1977/1978 » 1. Round » Inter - Dinamo Tbilisi 0:1. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  13. «ДИНАМО» Тбилиси (СССР) 2–1 «Копенгаген БОЛДКЛУББЕН» (Дания). klisf.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  14. «Копенгаген БОЛДКЛУББЕН» (Дания) 1–4 «ДИНАМО» Тбилиси (СССР). klisf.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  15. «ДИНАМО» Тбилиси (СССР) 1–0 «ГРАССХОППЕРС» Цюрих (Швейцария). klisf.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  16. «ГРАССХОППЕРС» Цюрих (Швейцария) 4–0 «ДИНАМО» Тбилиси (СССР). klisf.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  17. «Динамо» (Тбилиси) – «Наполи» (Неаполь, Италия) 2–0. klisf.net (17 მარტი, 2005). ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
  18. Maurizio Mariani, Roberto Di Maggio and RSSSF (11 მაისი, 2018). Napoli 1–1 Dinamo Tbilisi. 27.09.1978 (Goals: Savoldi 79' (pen.), Daraselija 66') — Italian Clubs in European Cups. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2020.
  19. ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია) 1:1 დინამო (თბილისი)/ 27 სექტემბერი, 1978. უეფას თასი, 1/32 ფინალი. იტალია, ნეაპოლი, სან პაოლო. 75000. ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია) 1:1 დინამო (თბილისი) / გოლები: 0:1 ვიტალი დარასელია (66), 1:1 ჯუზეპე სავოლდი (80, პენ) / ნაპოლი: ლუჩანო კასტელინი, ჯუზეპე ბრუსკოლოტი (კაპ), პელეგრინო ვალენტე, ლივიო პინი, მორენო ფერარიო, ვიტორიო კაპორალე, დომენიკო კაზო (კლაუდიო ვინაცანი 65), რობერტო ფილიპი, ჯუზეპე სავოლდი, ვალერიო მაიო, ა.ნუჩო. მწვრთნელი: ჯოვანი დი მარციო / ნაპოლი: დავით გოგია, თამაზ კოსტავა, ფირუზ კანთელაძე, ალექსანდრე ჩივაძე, გოჩა მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ ქორიძე (ვახტანგ კოპალეიშვილი 81), ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია (თენგიზ სულაქველიძე 26). მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი / გაფრთხილება: ვლადიმერ გუცაევი / მსაჯები: ა.ვილიანი; ჟ.მუშანბლედი, პ.ალფონსი (საფრანგეთი). დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 ივლისი, 2019. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2020.
  20. Maurizio Mariani, Roberto Di Maggio and RSSSF (11 მაისი, 2018). Dinamo Tbilisi 2–0 Napoli. 13.09.1978 (Goals: Kipiani 39', Scenghelija 49') — Italian Clubs in European Cups. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2020.
  21. Europa League 1978/1979 » 1. Round » Dinamo Tbilisi - SSC Napoli 2:0. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  22. Europa League 1978/1979 » 1. Round » SSC Napoli - Dinamo Tbilisi 1:1. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  23. «ДИНАМО» (Тбилиси, СССР) 1–0 «ГЕРТА» (Западный Берлин). klisf.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  24. «ГЕРТА» (Западный Берлин) 2–0 «ДИНАМО» Тбилиси (СССР). klisf.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  25. «Динамо» (Тбилиси) – «Ливерпуль» (Ливерпуль, Англия) 3–0. klisf.net (15 აპრილი, 2005). ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
  26. Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool // European Cup 1st round 2nd leg; Lenin Dinamo Stadium, Tbilisi; 03 October 1979. Goals: Vladimir Gutsaev 55', Ramaz Shengelia 76', Alexandre Chivadze 82' pen. // UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2020.
  27. Champions League 1979/1980 » 1. Round » Dinamo Tbilisi - Liverpool FC 3:0. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  28. Champions League 1979/1980 » 1. Round » Liverpool FC - Dinamo Tbilisi 2:1. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  29. Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine. 5 августа 1979 года. Москва. Стадион им. В.И.Ленина. 95000 зрителей. Судья: М.Ступар (Ивано-Франковск). Сб. Москвы: Дасаев, Самохин, Никулин, Бубнов, Маховиков (к), Хидиятуллин, Шавло, Гаврилов (Васильев, 78), Максименков, Черенков, Сидоров (Петраков, 67). Сб. Грузии: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Какилашвили, 65), Гуцаев, Челебадзе (Шенгелия, 46). Голы: 1:0 Максименков (40), 2:0 Максименков (55), 2:1 Г.Мачаидзе (83). Предупреждения: Хидиятуллин, Гуцаев. Источник: Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წყარო: საქართველოს სსრ ნაკრების სტატისტიკა 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.